რატომ არის პლასტმასის საჭრელ დაფაზე უარესი მხოლოდ საბჭოთა ბროლი

0
276

გავლენიან ხალხთან მრავალრიცხოვანი ინტერვიუ ცხადყოფს, რომ სტილის გრძნობას ვერანაირი სიმდიდრე ჩაანაცვლებს. საბედნიეროდ, მოდურად და თანამედროვედ რომ გამოიყურებოდეთ, რამდენიმე მილიონის ანგარიშზე ქონა აუცილებელი არაა. საჭიროა იცოდეთ რამდენიმე წესი, რომლის წყალობით თქვენ და თქვენი სახლი სტუმარზე სასიამოვნო შთაბეჭდილებას მოახდენთ. სხვათა შორის, ამისთვის ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაარკვიოთ, როგორ გამოიყურება იაფფასიანი ჭურჭელი და რატომ უნდა მოერიდოთ ისე, როგორც ცეცხლს.

იაფფასიანი ჭურჭელი: ნივთები, რომლებიც თქვენს სახლს სტილს არ მატებს

პლასტმასის საჭრელი დაფა

პლასტმასის საჭრელი დაფა თვალსაჩინო ნიშანია, რომ ამ სახლში ნორმალურ საკვებს არ მოგართმევენ. მსგავსი იაფფასიანი ჭურჭელი არა მხოლოდ ამაზრზენად გამოიყურება, არამედ ჯანმრთელობისთვის საფრთხეს შეიცავს. ასეთი დაფის ზედაპირზე ნაკაწრები და ბზარები კარგად არ იწმინდება, მასში საჭმლის ნარჩენები რჩება და პათოგენური მიკრობები მრავლდება!

პლასტმასის ჭიქები

პლასტმასის ჭიქები ნორმალურად გამოიყურება მხოლოდ მარტოხელის სახლში ან სახლში, სადაც რემონტი მიმდინარეობს. ყველა სხვა შემთხვევაში, ასეთი იაფფასიანი ჭურჭელი სუფრას სძენს სადარბაზოში შეკრების დაუვიწყარ ელფერს. ვფიქრობთ, სტუმრებზე ასეთი შთაბეჭდილების მოხდენა არ გინდათ!

პლასტმასის საპურე

როგორც ხედავთ, პლასტმასი ნებისმიერი ფორმით ინტერიერს აუფასურებს. საპურეს შემთხვევაში პრობლემა მარტივია – ნებისმიერი პლასტმასის საპურე ზედმეტად დიდი და უხეშია სადღესასწაულო სუფრისთვის. სტუმრების ყურადღებას და მზერას აუცილებლად მიიპყრობს! ხოლო სტუმრები აშკარა დასკვნების გამოტანას არ დააყოვნებენ.

სხვადასხვანაირი დანა–ჩანგალი

ჩანგლების, კოვზების და დანების გროვა, რომლებიც რაიმე საერთო თემით არ არის დაკავშირებული, წარმატებულად გამოიყურება მხოლოდ სამშენებლო ფარდულში სადილის დროს. თანამედროვე სიმდიდრით ნებისმიერს შეუძლია შეიძინოს დანა–ჩანგლის მინიმუმ ორი ნაკრები. გარწმუნებთ, ამით არავინ გაღატაკდება!

სხვადასხვა სერვიზის ჭურჭელი

სხვადასხვა სერვიზის ჭურჭელი ხალხს აფიქრებს მასპინძლის ზედმეტ მომჭირნეობაზე. იაფი, მაგრამ ამავდროულად ლამაზი სერვიზი სახლთან ახლოს ნებისმიერ სუპერმარკეტში შეგიძლიათ იპოვოთ. იდეალურია, თუ შეიძენთ რამდენიმე მარტივ, მაგრამ ერთმანეთის მსგავს სერვიზს. ასე მოდური და საზრიანი დიასახლისის შთაბეჭდილებას დატოვებთ.

საბჭოთა ბროლი

საბჭოთა ბროლი ცუდი სულაც არ არის, თუ სახლს ზედმეტად არ ტვირთავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლი სწრაფად გადაიქცევა მუზეუმად და ადამიანის სახლისთვის დამახასიათებელ სითბოს დაკარგავს. ასეთ სახლში სადილი და ვახშამი უფრო ქელეხს დაემსგავსება. გირჩევთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ საბჭოთა ბროლთან!