სტილისტებმა დაასახელეს რამდენიმე ნივთი, რომელიც პირდაპირ ყვირის ქალის ასაკზე

0
1215

სახის დაბერება, რომელიც ბევრი ქალის მთავარი შიშია, ისე არ ააშკარავებს ქალის ასაკს, როგორც მისი გარდერობი. მოდა ხშირად გვიქმნის დაბრკოლებებს. ის სტილი და ფასონი, რომელიც გვიყვარს და ათწლეულები სიამოვნებით ვიცვამთ, დროთა განმავლობაში აქტუალობას კარგავს და თვალში გვხვდება.

არაფერია, უბრალოდ ძველმოდური რომ გახდეს: ბევრი ქალი მშვიდად ცხოვრობს და ტრენდებს არ მისდევს. საწყენია, რომ გარდერობის ზოგიერთი მოძველებული ნივთი შუახნის ქალს ათ წელს მატებს და კაცები ამას ამჩნევენ. პაპარაცი გთავაზობთ კარადაში რევიზია ჩაატაროთ და გამოავლინოთ დეტალები, რომლებიც დროზე ადრე გაბერებთ.

სახის დაბერება

ბრაზილიური კარნავალების ღირსი თვალისმომჭრელი, მყვირალა ფერები ასაკს შეგმატებთ. განსაკუთრებით, თუ უფრო კაშკაშა ელფერებს ან ნეიტრალურ შავს შეუხამებთ. ამ სურათის აპოგეაა ბრჭყვიალა მაკიაჟი იმავე ფერში. სამწუხაროდ, ასეთი სასაცილო და ხშირად იაფფასიანი სტილი არა მხოლოდ ასაკის მატებით გვემუქრება, არამედ უგემოვნობასაც ხაზს უსვამს.

თუ მშვიდი ფერის მოსაწყენი ნივთები არ მოგწონთ, ამ პრინციპის გამოყენებით სტილის შექმნა სცადეთ. კაშკაშა და ეფექტური ნივთი მხოლოდ ერთი უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრულ სტილში. ის მშვიდი ფერებით და სხვა ტექსტურებით უნდა დააბალანსოთ.

ცალკე ვიტყვით მდოგვისფრის წინააღმდეგ. უნიკალურია იმით, რომ ლამაზად და მდიდრულად გამოიყურება, მაგრამ ერთეულებს უხდება. უფრო მეტიც, ყვითლის ეს ელფერი არა მხოლოდ ზრდასრულ ქალს, არამედ ახალგაზრდა გოგოსაც აბერებს. როგორი ელეგანტური სამოსიც არ უნდა იყოს, მდოგვისფერი ნივთი კარადის შორეულ კუთხეში შეინახეთ, თუ რამდენიმე წლის მომატება გაშინებთ.

შარფები ყველა შემთხვევისთვის

ადრე ზამთარ–ზაფხულ შარფის კეთებაში ცუდი არაფერი იყო. სიცივეში გაგათბობს, პაემანზე ლუქს ელეგანტურად შეავსებს. აი, დღეს მოდური ტენდენციები მოგიწოდებთ აღარ ატაროთ შარფი ესთეტიკური მიზეზების გამო. უვნებელი აქსესუარი ქალს მინიმუმ 10 წელს მატებს. სწორედ ამიტომ, დიზაინერები გირჩევენ, შარფი მხოლოდ დანიშნულებისამებრ ატაროთ, სანამ მოდა ისევ ტრენდში არ დააბრუნებს.

ტანზე მომდგარი ნივთები

არაფერია ცუდი იმაში, რომ ტანსაცმლით სხეულის ფორმების მახასიათებლების დამალვა სცადოთ. ეს მთელი მეცნიერებაა! პრინტის, დრაპირების და სილუეტის სწორად შერჩევით შეძლებთ ყურადღება გადაიტანოთ პრობლემური ზონიდან და აქცენტი უფრო მომგებიანზე გააკეთოთ. სხვა საქმეა, როცა ერთი ზომით პატარა კაბის ან კოსტიუმის მორგებას ცდილობთ, რომ უფრო მოხდენილი გამოჩნდეთ. ნივთები, რომლებიც ქალის ფორმებში იჭრება, ვიზუალურად ვერასდროს გაგაახალგაზრდავებთ.

დიდი კარდიგანი

ბოლო რამდენიმე წლის მოდა დიდი ზომის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. ეს მოსახერხებელია და დიდი ქალაქის ცხოვრების რიტმს შეესაბამება, როცა უნდა მოასწროთ ათ ადგილზე მისვლა და ელეგანტურად გამოიყურებოდეთ (თან სწორი ფასონის შერჩევაზე საათები არ დახარჯოთ). როცა საქმე უზომო გაწელილ ნაქსოვ კარდიგანს ეხება, დიზაინერები ტკივილისგან თვალებს ხუჭავენ.

რა თქმა უნდა, არავინ მოგიწოდებთ უარი თქვათ თბილ ტანსაცმელზე, რომლის გარეშე ცივი ზამთრის გადატანა გაგვიჭირდება. მოდურად რომ გამოიყურებოდეთ და ასაკიც არ მოგემატოთ, აირჩიეთ კარდიგანი სწორი სილუეტით. უპირატესობა მიანიჭეთ კლასიკურ მოდელებს ღილებზე. ასეთი კარდიგანი სხეულის ფორმებს გამოკვეთს და ზამთარში გაგათბობთ.

40-55 წლის ასაკში ახალგაზრდულად რომ გამოიყურებოდეთ, მხოლოდ ტანსაცმლით საკითხს ვერ დახურავთ. ვერც სახის ნიღბები, ვერც დამღლელი ვარჯიშები და ვერც დიეტები დროს ვერ დააბრუნებს. ძვირადღირებული კოსმეტიკური პროცედურებიც მცირე შანსს იძლევა, თუ გულში ცხოვრობს სევდა, დარდი და საკუთარი თავით უკმაყოფილება. ახალგაზრდობის შენარჩუნება შესაძლებელია სიცოცხლისადმი გულწრფელი სიყვარულით, რომელიც  იმ განსაკუთრებულ სინათლეს გვანიჭებს.