ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – როგორი იქნება შემოდგომის ბოლო თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1261

ნოემბერი სამართლიანად ითვლება მებრძოლ და ამავდროულად ჰარმონიულ თვედ. ამ პერიოდში ზოდიაქალური წრის თითქმის ყველა წარმომადგენელს დაბრკოლებების გადალახვა მოუწევს. კერძოდ, რა ელის ზოდიაქოს ნიშნებს? პაპარაცი გთავაზობთ 2023 წლის ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს თამარ გლობასგან.

ვერძისთვის ნოემბერი არის პერიოდი, როდესაც დიდი დრო უნდა დაუთმოს იმას, რაც მის გარშემო ხდება. განსაკუთრებით ფინანსებს და ხარჯებს. ამ პერიოდში შეიძლება მიიღოთ საინტერესო ახალი შესაძლებლობები და პროექტები. თვის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებები, სახლიდან შორს ახალი სამსახურის შემოთავაზება. მთელი თვე ახლობლებზე იზრუნებთ და საქმეში დაეხმარებით.

2023 წლის ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კუროს თვის პირველ ნახევარში ელის ოჯახთან და პარტნიორებთან ურთიერთობების გარკვევა. ამ დროს დაგჭირდებათ მთელი თქვენი გამძლეობა და სამსახურში დეტალებისადმი ყურადღების მიქცევა. თვის მეორე ნახევარში ჰორიზონტზე გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები. ის დროა, როცა საკუთარი თავის გამოხატვას და რაღაც ახლის სწავლას შეძლებთ.

ტყუპებისთვის რეკომენდებულია, ახლობლებს დრო დაუთმოს. ჯანმრთელობას და უძრავ ქონებას ყურადღება მიაქციეთ. თვის პირველ ნახევარში ინტელექტუალური აქტივობა გაიზრდება. ამავდროულად, პარტნიორის წინსვლას ხელს შეუწყობთ. თვის მეორე ნახევარში წარმატება ყურადღებას მოგაქცევთ და მოვლენების ცენტრში იქნებით. კარგი დროა ახალი შემოქმედებითი პროექტებისა და იდეებისთვის.

კირჩხიბს ნოემბერი მოუტანს აქტიურ საქმიანობას, განსაკუთრებით ინტელექტუალურ და შემოქმედებით სფეროებში. შვილებთან და ახლობლებთან ერთად თქვენი პროექტის განვითარებაზე იზრუნებთ. ნოემბრის პირველ ნახევარში ზოგიერთი პირადი ურთიერთობა მოგიტანთ იმედგაცრუებას, მაგრამ ამის მიუხედავად წინსვლას და წარმატების მიღწევას არ შეწყვეტთ.

ლომს ელის დიდი ცვლილებები. ახლობლებს და შვილებს მეტი ყურადღება მიაქციეთ, უძრავი ქონების საკითხს მიხედეთ. თვის მეორე ნახევარში გელით შორეული მოგზაურობის და სასიამოვნო ახალი ნაცნობების შესაძლებლობები. შესაძლოა, ეს იყოს ოჯახური მოგზაურობა ან შვილებთან ერთად დასვენება. თვის ბოლოს გელით წარმატება საქმეში, რომელსაც ხელს მოკიდებთ.

ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ქალწულს გზაში კონფლიქტური სიტუაცია შეიძლება შეექმნას. ახლობლებს, ოჯახს და თანამოაზრეებს მეტი ყურადღება მიაქციეთ. თვის მეორე ნახევარში ფინანსებს მიხედეთ, რომ ოჯახი უზრუნველყოთ. ხარჯებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ, რომ მთელი თანხა ნაკლებად მნიშვნელოვან ნივთებზე არ დახარჯოთ.

აი, სასწორი, პირიქით, ფულის შემოდინებისთვის ღია იქნება. მოსალოდნელია ახალი ნაცნობები და პერსპექტიული კონტაქტები. ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ. თვის მეორე ნახევარში გელით მოგზაურობები და ახალი წარმატებული პროექტები.

მორიელო, თქვენი თვეა. მღელვარე და მოვლენებით სავსე იქნება. თვის მეორე ნახევარში  მოთხოვნადი გახდებით. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, შესაძლოა გადაიღალოთ. ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობთ, რომ არ დაკარგოთ მეგობარი და კოლეგა.

მშვილდოსანმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რა ხდება მის გარშემო. ზურგს უკან ინტრიგებს ხლართავენ. ქურდობის და ფულის დაკარგვის რისკი არსებობს. ფინანსებს ყურადღება მიაქციეთ. აქტივობა დაგეხმარებათ ახალი პროექტების განხორციელებაში და ახალი შესაძლებლობების გახსნაში. ამაში ძველი მეგობრები დიდ როლს შეასრულებენ.

ზოდიაქოს ნიშნები 2023 წლის ნოემბერში

თხის რქამ მამაკაც მეგობრებს ყურადღებით უნდა მოუსმინოს. ისინი დაგეხმარებიან პერსპექტიული გეგმის განვითარებაში და პროექტის განხორციელებაში. სამსახურში სკანდალებს მოერიდეთ. ოჯახს და ბავშვებს ყურადღება დაუთმეთ. დროა დაფიქრდეთ ახალ პროექტებზე და იდეებზე, რომ ზამთარში მათი განხორციელება დაიწყოთ.

მერწყულს დიდი აქტივობა ელის. მაშინაც კი, თუ სიზარმაცე შეგიპყრობთ, უფროსი თქვენს მოტივირებას შეძლებს. როგორც სამსახურში, ასევე სახლში აქტივობების ქარბუქში აღმოჩნდებით. საკუთარ თავს და ოჯახს დრო დაუთმეთ, რომ ძალები ცოტა აღიდგინოთ. მოულოდნელად ძველი დაუსრულებელი პროექტების განხორციელება შეიძლება დაიწყოს. ყურადღება დაუთმეთ ამ პროექტებს, ნაყოფს გამოიღებს.

თევზებს ელის შორეული მოგზაურობები, საინტერესო ნაცნობები და კარიერული წინსვლა. არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით, ადგილის შეცვლა და ახალი პერსპექტივები თუ ძველ ადგილას დარჩენა. ყველაფერი კარგად აწონდაწონეთ. ახლობლებთან ურთიერთობას გაუფრთხილდით. მათთან მეტი დრო გაატარეთ.

ვიმედოვნებთ, შემოდგომის ბოლო თვე ბედნიერებას და წარმატებას მოგიტანთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს