ყველა ადამიანშია ხასიათის ცუდი თვისებები და ეს აღმოჩენა არაა. მართალია, ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანში ბნელი მხარე უფრო გამოხატულია, ვიდრე ნათელი. ამ ანჩხლებს შეუძლიათ საზოგადოებაში ეპატაჟურად იბრწყინონ, ბოროტი გენიით ყურადღება მიიპყრონ, მაგრამ ახლობლები გააწვალონ.
ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 3 ყველაზე შფოთისთავი ნიშანი, რომლებიც სიბერეში უბრალოდ აუტანელი ხდებიან. შეამოწმეთ საკუთარი თავი და ახლობლები!
ხასიათის ცუდი თვისებები
ზოდიაქალური ანჩხლები: მორიელი
პატარა მორიელი ადრეული ასაკიდან იწყებს შხამის ნთხევას გარშემომყოფებზე. იზრდება თავნება, ეგოისტი, კონფლიქტური და ეშმაკური ხასიათის შეკავება ზრდილობის გამოც არ სურს. მისგან ნუ ელოდებით სულიერი მხარდაჭერის და თანაგრძნობის მიღებას, რადგან ბევრი მორიელი აგრესიის და სისასტიკის ღმერთია.
ამ ნიშნის წარმომადგენელი ხშირად აღწევს დიდ სიმაღლეებს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ, ძირითადად, შავი შური ამოძრავებს. მორიელი სხვის წარმატებას მშვიდად ვერ უყურებს და ზოგჯერ საშინელებასაც სჩადის, რომ კონკურენტი მოიშოროს.
დიდი ეჭვიანია და შეუძლია პარტნიორი ნებისმიერი წვრილმანის გამო ისტერიკამდე მიიყვანოს. მისი ეჭვიანობის სცენები ბობოქრად, დიდხანს და აგრესიულად გრძელდება. თუ შეყვარებულს ღალატის ფაქტზე ნამდვილად დაიჭერს, მისი შურისძიება უკიდურესად სასტიკი იქნება.
ირონიულია, მაგრამ ყველა ცოდვაში სხვების დადანაშაულება ხელს არ უშლის, თავისი მიზნისთვის მოიტყუოს. თვალებში მტვრის შეყრის დიდოსტატია, რომ საკუთარ თავს ილუზიური ბზინვარება მისცეს. მაშინაც კი, თუ ფაქტზე მას დაიჭერენ, სინანული ან სირცხვილი არ შეაწუხებს. სამწუხაროდ, რაც უფრო ასაკოვანი ხდება, მით უფრო იხვეწება მისი ბნელი მხარე.
ტყუპები
ტყუპების ნიშნის ქვეშ იბადებიან იმპულსური და მოუსვენარი ადამიანები, რომლებიც ადგილს ვერ პოულობენ. ამასთან, ყველაზე უკეთ იცის, როგორ იცხოვრონ მისმა ნათესავებმა და მეგობრებმა, არ დაიშურებს რჩევებს, თუნდაც არავინ ეკითხებოდეს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულს შეუძლია თანამოსაუბრეს თავი მოაბეზროს და მიზეზით ან უმიზეზოდ პრეტენზიებით აავსოს.
ტყუპებს ცოცხალი გონება აქვს, მაგრამ ამ თვისებას აქვს ბნელი მხარე – უგულო გესლიანობა და დაცინვა. ყველაზე რთულ სიტუაციებშიც გესლიანად ლაპარაკის შანსს ხელიდან არ უშვებს. ყველა, ვინც მისგან გულწრფელ რჩევას ელოდება, თავიდან სარკაზმის დიდ წილს მიიღებს. დიდოსტატია, რომ ნებისმიერი წვრილმანი აბსურდამდე მიიყვანოს და მის გარშემო მთელი დრამა გაათამაშოს.
ნებისმიერი ჰაერის ნიშნის მსგავსად ტყუპები მიჯაჭვულობას ცეცხლივით გაურბის. ერთგულ ურთიერთობებსა და მეგობრობაშიც თავისუფლებისმოყვარე მზაკვარი სხვა პარტნიორისა და მეგობრისკენ ყოველთვის გაიხედავს. თუ უფრო ტკბილი „ნაჭერი“ შეხვდება, ზედმეტი ყოყმანის გარეშე წავა.
ტყუპებს ხალხის მიმართ ზედაპირული დამოკიდებულების გამო ხშირად აკრიტიკებენ და ამაში სიმართლის მარცვალი არის. კაჭკაჭის მსგავსად ყველაფერი კაშკაშა, ბრჭყვიალა და ეპატაჟური მოსწონს. მართალია, ამას შინაგან სილამაზესთან კავშირი ყოველთვის არ აქვს. ბზინვარების წყაროს ფლობის სურვილი ხშირად უბიძგებს ცარიელი ნაცნობებისა და შეხვედრებისკენ.
ხასიათის ცუდი თვისებები: ვერძი
მიზანდასახული და ამაყი ვერძი ასაკთან ერთად უდრეკ ჯიუტად გარდაიქმნება. ზედმეტად თავდაჯერებულია და არავის აძლევს უფლებას მიუთითოს, რა გააკეთოს. თუ ყველაფერი მისი სცენარის მიხედვით არ წარიმართება, სასტიკი და გააფთრებული ტირანი ხდება.
ვერძი ცეცხლოვანი და იმპულსურია, ამიტომ თავისი ქმედების შედეგებზე წინასწარ იშვიათად ფიქრობს. ზოგჯერ დაუფიქრებლობა და მოუთმენლობა იმდენად იპყრობს, რომ უსიამოვნო სიტუაციებში ხვდება. ამ ნიშნის წარმომადგენელს ახასიათებს ენერგიის სწრაფად დახარჯვა და საქმის შუაგზაზე მიტოვება. ამან შეიძლება გამოიწვიოს დაკისრებული საქმის დაუდევრად და არაკეთილსინდისიერად შესრულება.
თუ ვერძს აწყენინებთ, ტონა ბრაზის და მძინვარების მისაღებად მოემზადეთ. თავმოყვარეა და ზოგჯერ უჭირს გაიგოს, რას გრძნობენ სხვები. თავისი პირდაპირობით ადამიანს გულს ტკენს. ამის გამო გარშემომყოფების თვალში ვერძი უხეში და სასტიკია.
ვერძთან კამათი არ ღირს. კონსტრუქციული დიალოგი პრაქტიკულად არ შეუძლია და მზად არის მოწინააღმდეგესთან უსასრულოდ იკამათოს და თავისი მოსაზრება დაამტკიცოს. ამავდროულად, ყოველთვის შეუძლია თავის გამართლება, თუნდაც ობიექტურად ცდებოდეს.
რა თქმა უნდა, ზოდიაქოს თითოეული ნიშანი, რომელზეც ზემოთ დავწერეთ, ცხოვრებაში განსხვავებულად შეიძლება აჩენდეს თავს. ბოლოს და ბოლოს, უბრალოდ ადამიანები ვართ და არაფერი ადამიანური ჩვენთვის უცხო არაა. გახსოვდეთ, ჩვენს ძალებშია განვავითაროთ და გავუფრთხილდეთ სულიერ სილამაზეს. შეუძლებელი არაფერია!