კარდიოლოგი: 35-40 წლის შემდეგ საჭიროა პერიოდულად გაიზომოთ არტერიული წნევა

0
133

კარდიოლოგი ფილიპ კოპილოვი ყვება, რა ეხმარება წლების განმავლობაში გულ–სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

კვებეკის ლავალის უნივერსიტეტის კანადელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ რუტინული სტრესი და სამუშაო გადატვირთვა მნიშვნელოვნად ზრდის გულის და სისხლძარღვების დაავადებების რისკს. პროფესორი კოპილოვი ამატებს, რომ ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ანადგურებენ გულის ჯანმრთელობას, არა მხოლოდ სტრესს მიეკუთვნება. კერძოდ, დიდი მნიშვნელობა აქვს, ეწევა თუ არა ადამიანი. კარდიოლოგის აზრით, მოწევა გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის უფრო საშიში ფაქტორია.

გარდა ამისა, გულის და სისხლძარღვების კარგი მდგომარეობის შესანარჩუნებლად, მოძრავი და ფიზიკურად აქტიური უნდა იყოთ.

„ჯანსაღი ძილი და აქტიური ცხოვრების წესი გულის და სისხლძარღვების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. კარდიო სიარული ყველაზე უსაფრთხო და სასარგებლოა სისხლის მიმოქცევის სისტემისთვის“ – აღნიშნავს კარდიოლოგი კოპილოვი.

ექიმი სხვა მნიშვნელოვან პირობად მიიჩნევს არტერიული წნევის, ქოლესტერინის და სისხლში შაქრის დონის მაჩვენებელს. კოპილოვი აზუსტებს, რომ 35-40 წლის შემდეგ ადამიანებმა თავისი არტერიული წნევა პერიოდულად უნდა გაიზომონ.

„მნიშვნელოვანია, არტერიული წნევა აკონტროლოთ და 35-40 წლიდან წელიწადში ერთხელ გაიზომოთ. ასევე 35-40 წლიდან ყოველწლიურად უნდა შეამოწმოთ სისხლში გლუკოზის და ქოლესტერინის დონე“ – გვიზიარებს რჩევას ექსპერტი.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ საინფორმაციო  ხასიათს ატარებს. უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.