ნიგვზის შენახვის წესები, რომ არ დანესტიანდეს და არ გახმეს

0
990

გვიან შემოდგომაზე მოსამზადებელი სამუშაოების უმეტესობა უკვე დასრულებულია. ახლა ბევრი თავისუფალი დრო გვაქვს, რომ შეგროვებული კაკალი შესანახად მოვამზადოთ. ზამთარში კაკალი რომ არ დანესტიანდეს და არ გახმეს, ყველა ნიუანსი უნდა გაითვალისწინოთ. როგორ შევინახოთ ნიგოზი ისე, რომ არ გაფუჭდეს? ამ კითხვაზე პაპარაცი გიპასუხებთ.

სპეციალისტების აზრით, შენახვის ყველა პირობის დაცვის შემთხვევაში კაკალი თავის სასარგებლო თვისებებს 1,5–2 წელი არ დაკარგავს. დაგვეთანხმეთ, საკმაოდ დიდი დროა კვების პროდუქტისთვის.

როგორ შევინახოთ ნიგოზი: რეკომენდაციები

ნედლეულის მომზადება

კაკალი დიდხანს რომ შეინახოთ, კარგად უნდა გამოაშროთ. საქმე იმაშია, რომ ახალი ბირთვი შეიცავს ბევრ ტენს. ამის გამო შენახვისას კაკალში ობი შეიძლება განვითარდეს და პროდუქტი დალპეს. პრობლემის თავიდან ასაცილებლად, შეგროვებული მოსავალი ღია ცის ქვეშ (თუ თბილი ამინდია) გაფინეთ. მთელი დღე გარეთ აშრეთ, საღამოს შენობაში შეიტანეთ და პარკი ან ნატურალური ქსოვილი გადააფარეთ. ასეთი გაშრობის პროცესს საშუალოდ 2 კვირა სჭირდება. თუ ძალიან ცოტა ნიგოზი გაქვთ, ამ მიზნით ღუმელი შეგიძლიათ გამოიყენოთ. პროდუქტი მასში გააშრეთ.

ნაჭუჭში

გაუტეხავი კაკალი ბნელ და საკმაოდ გრილ ადგილას უნდა შეინახოთ, ტემპერატურა +5–10 გრადუსის ფარგლებში უნდა იყოს. მაღალი ტენიანობა დაუშვებელია. კაკალი მოათავსეთ ნატურალური ქსოვილის ტომარაში ან პოლიმერის ბადეებში, რომლებიც ხშირად გამოიყენება სხვადასხვა ხილის შესანახად. ასევე კაკალი პლასტმასის ან ხის ყუთებში შეგიძლიათ ჩაყაროთ.

ადგილი, სადაც ამ პროდუქტს ინახავთ, კარგად უნდა ნიავდებოდეს. კაკლით სავსე ყუთები ხის პატარა ბლოკებზე მოათავსეთ. პროდუქტით სავსე ყუთები ან ბადეები ჭერზე შეგიძლიათ ჩამოკიდოთ. ასე მაქსიმალურ ვენტილაციას უზრუნველყოფთ.

გატეხილი კაკალი

ნაჭუჭისგან გაწმენდილი და კარგად გამშრალი კაკალი 1 წელზე მეტხანს საყინულეში შეგიძლიათ შეინახოთ. ამ დროის განმავლობაში თავის თვისებებს (როგორც გემოს, ასევე კვებით ღირებულებას) არ დაკარგავს. კარგად გამშრალი ნიგვზის ბირთვები შეინახეთ კონტეინერში ან მინის ჭურჭელში ჰერმეტული თავსახურით ან ზიპპაკეტში. კარგად დახურეთ და ისე შეინახეთ საყინულეში.

კაკლის შენახვის ასეთი მეთოდები დაგეხმარებათ დიდხანს მიირთვათ ასეთი გემრიელი და სასარგებლო პროდუქტი. პრობლემები არ შეგექმნებათ, თუ ბირთვს დაუყონებლივ ამოიღებთ დაზიანებული ნაჭუჭიდან და იმ ნაჭუჭიდან, რომელსაც თეთრი ან ნაცრისფერი საფარი აქვს. ხარისხიანი კაკალი დაზიანების გარეშე სათანადო პირობებში ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეგიძლიათ შეინახოთ.