რჩევები, როგორ შეიძინოთ ხარისხიანი პური

0
88

დღეს ჩვენი მაღაზიები და თონეები გვთავაზობს პურის დიდ არჩევანს (ნებისმიერი გემოვნების, ფერის და ფორმის). ამის მიუხედავად, ნამდვილად ხარისხიანი პროდუქტის შერჩევა მარტივი არაა. არ იცით, რომელი პური იყიდოთ, ამიტომ ხშირად დაბნეული დგახართ დახლთან? ამ შემთხვევაში, გაეცანით სამ რამეს, რომელიც პურის წარუმატებელი შესყიდვისგან დაგიცავთ.

ერთ–ერთი ადგილობრივი საცხობის გამყიდველმა გვითხრა, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება პურის არჩევისას. ყველა ნიუანსის გათვალისწინებით, პურის არჩევაში არ შეცდებით. ასე თქვენს კალათაში მხოლოდ ხარისხიანი და ახალი პური აღმოჩნდება.

რომელი პური ვიყიდოთ: სამი ძირითადი მომენტი

გარეგნობა

მაღაზიაში პურის ყიდვისას აუცილებლად დააკვირდით, ხომ არ არის ჩაჭყლეტილი. თუ ყიდულობთ ნახევარ პურს, შეამოწმეთ ხომ არ არის რბილობში სიცარიელე ან გოროხები. დარწმუნდით, რომ პური კარგად გამომცხვარია. ასეთი პური გაჭრისას თანაბრად ფორებიანი უნდა იყოს. პურის ფერსაც ყურადღება მიაქციეთ. ხარისხიან პურს მოთეთრო ელფერი არ უნდა ჰქონდეს. ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ მისი მომზადებისას გემოს გამაძლიერებლები გამოიყენებოდა.

შემადგენლობა

თუ პურის ეტიკეტზე მითითებული არაა დამზადების თარიღი ან შემადგენელი ინგრედიენტები, უმჯობესია არ შეიძინოთ. შეძენამდე ყურადღებით შეისწავლეთ პროდუქტის შემადგენლობა და დარწმუნდით, რომ იგი სტანდარტების შესაბამისად დამზადებულია. თუ პურს საცხობში ყიდულობთ, არ მოგერიდოთ და გამყიდველს სთხოვეთ საბუთი, სადაც პროდუქტის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია მოცემულია (მათ შორის ინგრედიენტების ჩამონათვალი).

სუნი

პურის არომატს ყურადღება მიაქციეთ. თუ ნაწარმი ქაღალდის პარკშია და არ არის დახურული, მისი დასუნვა მარტივია. ამის გაკეთება საჭიროა იმის დასარწმუნებლად, რომ პურში ობი არაა. პურზე დაჭერისას მისი სუნი ადვილად იგრძნობა. თუ მომზადებისას ცომეულში ძველი ან ვადაგასული პროდუქტი გამოიყენეს, ამის სუნსაც იგრძნობთ.

შეძენამდე პური დაათვალიერეთ და დასუნეთ, ნაწარმის შემადგენლობას გადახედეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიდით პურთან ერთად სალაროში. როგორც ხედავთ, ხარისხიანი პროდუქტის განსაზღვრას სულ რაღაც 2 წუთი სჭირდება.