მოცულობითი და ლამაზი თმის მფლობელები ყავას იდუღებენ არა მხოლოდ დილით ენერგიის მისაღებად. ასეთი სასმელი ეხმარებათ გამოფხიზლდნენ და თმას ბზინვარება მიანიჭონ. პაპარაცი გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ყავა თმისთვის, რომ შედეგად დიდებული ვარცხნილობა მიიღოთ.
პირდაპირ გეტყვით, რომ ბევრი ხელნაკეთი საშუალება ყავის ნალექით მზადდება. ის მდიდარია ნიკოტინის მჟავით, რომელიც თმის ზრდას აჩქარებს, და ანტიოქსიდანტით, რომელიც სკალპს ჟანგბადით ამდიდრებს. მასში შედის კოფეინი, რომელიც თმის ცვენას ეფექტურად ებრძვის. არ დაგავიწყდეთ მინერალები, რომლებიც ყავის ნალექში შედის. როგორც ხედავთ, ამ პროდუქტს ზღვა სარგებელი აქვს!
როგორ გამოვიყენოთ ყავა თმისთვის: 4 ვარიანტი
თმის ცვენის წინააღმდეგ
მოამზადეთ სპეციალური ნიღაბი ყავით, რომელიც მტვრევად თმას გადაარჩენს. თმის ცვენის დავიწყებას შეძლებთ. 1 ს/კ ყავის ნალექს დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი და ამდენივე ბირკავას ზეთი. კომპონენტებს კარგად აურიეთ. მიღებული ნარევი სკალპზე წაისვით, კარგად გაინაწილეთ. 30 წუთის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ. ნიღაბი კვირაში 1–2–ჯერ წაისვით.
ქერტლის წინააღმდეგ
თუ ქერტლის მოშორება გსურთ, ხელნაკეთი სკრაბი დაგეხმარებათ. ამისთვის 1 ს/კ ქოქოსის ზეთი და 1 ს/კ დაფქული ყავა კარგად აურიეთ. მზა ნარევი სკალპზე წაისვით. რეკომენდებულია, კარგად დაიმასაჯოთ და 15 წუთი მოიცადოთ. სკრაბი შამპუნით ჩამოიბანეთ.
თმის ტონირებისთვის
გსურთ, თქვენი თმა ბზინავდეს და გამოკვებილი იყოს? ამ შემთხვევაში ცოტა ძლიერი ყავა მოადუღეთ. ყავას დაუმატეთ 1 ჩ/კ ლიმონის წვენი და 1 ს/კ ალოეს გელი. ინგრედიენტებს კარგად აურიეთ. მიღებული ნარევი თმაზე წაისვით, მთელ სიგრძეზე გაინაწილეთ. საშხაპე ქუდი დაიხურეთ და 60 წუთი გაიჩერეთ. ვადის გასვლის შემდეგ ნარევი თმიდან ჩამოიბანეთ.
ბზინვარებისთვის
თუ გსურთ ბზინვარე და ძლიერი თმა გქონდეთ, ხელნაკეთი ნიღაბი მოამზადეთ. 2 ს/კ ყავის ნალექი თმის ბალზამს შეურიეთ. ერთგვაროვანი ნარევის მიღებამდე აურიეთ. მზა საშუალება თმაზე წაისვით და 15 წუთი მოიცადეთ. ყავის ნარევი კარგად ჩამოიბანეთ.
გახსოვდეთ, რომ მსგავსი ნატურალური საშუალებები მხოლოდ ალერგიაზე ტესტის ჩატარების შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასევე ტრიქოლოგთან კონსულტანცია გაიარეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ ყავის შემცველი კანის მოვლის საშუალებების გამოყენება.