რჩევები, როგორ დათესოთ ასტრა სწორად დაზამთრებამდე

938

გვიანი შემოდგომა იდეალური დროა, რომ ყვავილები ნაკვეთზე დარგოთ. თესლის გაყინვაზე ან გაღვივებაზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. თუ იცით, როგორ დათესოთ ასტრა დაზამთრებამდე, მსგავს პრობლემებს არ წააწყდებით.

კვლების სწორი მომზადების შემთხვევაში თქვენს ბაღში ეს საოცარი მცენარე იყვავილებს და სურნელს გააფრქვევს. მზად იყავით, რომ მეზობელი ლამაზი და კაშკაშა ასტრის გაზრდის საიდუმლოებების გაგებას ეცდება.

როგორ დავთესოთ ასტრა ღია ნაკვეთზე დაზამთრებამდე

შემოდგომაზე დარგვის უპირატესობები

ნაკლებად გამოცდილ მებაღეებს დაზამთრებამდე ყვავილების დარგვა აშინებთ. არ იციან, რა უპირატესობა აქვს ასეთ დარგვას. შემოდგომაზე ასტრას დარგვით, ფუზარიუმით ჭკნობის (სოკოვანი დაავადება, რომელიც ამ ყვავილს ხშირად აზიანებს) რისკს შეამცირებთ. ამ პერიოდში დარგვით მცენარეს ძლიერი იმუნიტეტი ექნება. ძალიან ადრე აყვავილდება. დარგვამდე თესლის დამუშავება არ დაგჭირდებათ, რადგან ამან შეიძლება გაღივება გამოიწვიოს. ასეთი პროცედურის გამორიცხვით ენერგიას და დროს დაზოგავთ.

როდის დავთესოთ ასტრა

გაზაფხულზე თესლი კარგად რომ გაღივდეს, მცენარის დასათესად ოპტიმალური დრო უნდა შეარჩიოთ. უმჯობესია, ასტრა დათესოთ, როცა გარეთ 2–5 გრადუსი ტემპერატურაა (მინუს ტემპერატურა არ უნდა იყოს). ყვავილი ოდნავ გაყინულ ნიადაგში და მშრალ ამინდში უნდა დაითესოს.

როგორ დავთესოთ ყვავილები

პირველ რიგში, ნიადაგში 2 სმ სიღრმის ღარები გააკეთეთ. ღარებს შორის დისტანცია დაიცავით. 30 სმ დისტანცია საკმარისია. ნიადაგს დეზინფექცია ჩაუტარეთ, რომ სოკოს განვითარებას ხელი შეუშალოთ. ღარებში ხის ნაცარი ჩაყარეთ. ამ ღარებში თესლები ჩარგეთ, მათ შორის 2 სმ მანძილის დაცვით. ამინდის პირობებმა თესლს გაღივებაში ხელი რომ არ შეუშალოს, დათესვის მაჩვენებელი 2–ჯერ გაზარდეთ.

ღარები შეავსეთ მიწით (მშრალი, ფხვიერი და მსუბუქი). მაღაზიაში ტორფის მიწა ან ტორფისა და ნეშომპალის ნარევი შეგიძლიათ შეიძინოთ. ასევე ამ მიზნით გამოგადგებათ ქვიშის, ბაღის მიწის და ნეშომპალის ნარევი. დარგვის შემდეგ ასტრას მორწყვა კატეგორიულად აკრძალულია. ეს თესლის გაღივებას მხოლოდ ხელს შეუწყობს.

თუ ასტრის დათესვას პასუხისმგებლობით მიუდგებით, საოცრად ლამაზ ბაღს მიიღებთ, ისეთს, თვალს რომ ვერ მოწყვეტთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს