“სიბრძნის წვნიანი”: როგორ მოამზადოთ და ვის სჭირდება

0
180

დიდი ძველი რომაელი ფილოსოფოსი, პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე ლუციუს ანეუს სენეკა ამტკიცებდა: „ზედმეტი საკვები ხელს უშლის გონების დახვეწილობას“. ძნელია არ დავეთანხმოთ. თანამედროვე სამყაროში მიჩვეული ვართ, რომ ყველაფერი ხელმისაწვდომია, განსაკუთრებით საკვები. ამ მოვლენამ დააკმაყოფილა ერთ–ერთი ძირითადი მოთხოვნილება, მაგრამ გამოიწვია მთელი რიგი უარყოფითი შედეგები, როგორიცაა გადაჭარბებული კვება და მოწამვლა. ასეთ შემთხვევებში პაპარაცი გირჩევთ მოამზადოთ “სიბრძნის წვნიანი”.

მარტივი კერძი მაშინვე ანადგურებს ნაწლავებში ლპობის ბაქტერიებს, არეგულირებს ღვიძლის მუშაობას და გამოდევნის ტოქსინებს ორგანიზმიდან. რაც შეეხება წვნიანის მომზადების რეცეპტს, აქაც ყველაფერი ხელმისაწვდომი, მარტივი და ბიუჯეტურია. გიამბობთ, როგორ მოამზადოთ “სიბრძნის წვნიანი” და ვისთვის არის რეკომენდებული.

“სიბრძნის წვნიანი”: დეტალური რეცეპტი და რეკომენდაციები

“სიბრძნის წვნიანი” – საკმაოდ ნაზი და ეფექტური საშუალებაა ადამიანის ორგანიზმის გასაწმენდად. პირველ რიგში, ეს ეხება ჩვენს ნაწლავებს – როგორც წვრილს, ასევე მსხვილს. რეკომენდებულია, წვნიანი მოამზადოთ, როცა რაღაც შეუსაბამო და ვადაგასული მიირთვით.

ამ ელემენტარული კერძის მომზადება განსაკუთრებით საჭიროა მათთვის, ვისაც მუდმივად გაღიზიანებული ნაწლავები აქვს. ვინაიდან მაგნიუმის სულფატის (მაგნეზია) გამოყენება იწვევს ნაწლავების სპაზმს პერისტალტიკის ბუნებრივი ზრდის ნაცვლად. აიღეთ 2 დიდი სტაფილო, ნახევარი ჭარხალი, 1 დიდი პომიდორი (უმჯობესია მკვახე) და 2 კბილი ნიორი. გარეცხეთ, გათალეთ და მსხვილად დაჭერით. ბოსტნეული ბლენდერში მოათავსეთ და ნახევარი ჭიქა თბილი წყალი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ, წყლის ორთქლზე გააცხელეთ და მიირთვით. სურვილისამებრ, საყვარელი მწვანილი დაუმატეთ.

წვნიანის მომზადება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ნარევი გემოვნებით ჩვეულებრივ ბორშს წააგავს. აღსანიშნავია, რომ თუ მზა წვნიანს დაუმატებთ რამდენიმე კოვზ სელის ან სეზამის ზეთს, ნაწლავების გამწმენდი საშუალებიდან ნოყიერ და გემრიელ საკვებად გადაიქცევა.

გაფრთხილება: ეს არა საკვები, არამედ ნელი მოქმედების ბომბია. ზუსტად 30–40 წუთის შემდეგ ნაწლავების მუშაობა გააქტიურდება. ეს ყველაფერი დასრულდება ნაწლავების დაცლით, ჭამიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ. მნიშვნელოვანია, ამ დროს სახლში იყოთ და არა სადმე შეხვედრაზე ან ავტომობილის საცობში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები შეიძლება შეგექმნათ.

ამ კერძის კომპონენტებში შედის საკმაოდ ბევრი ნივთიერება, რომელიც ნაწლავებში ანთებით პროცესებს აფერხებს, სისხლძარღვებს ნაზად აფართოებს. თავისი არსით, ასეთი წვნიანის მირთმევა გაჯანსაღების ეფექტური მეთოდია, რომლის დროსაც რამდენიმე პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს. ნახავთ, როგორ გაუმჯობესდება განწყობა, გაქრება შფოთვა და მოვა ნანატრი სიმშვიდე.