გოგონები გამოსაშვებ საღამოზე ერთი და იგივე ლურჯ კაბას იცვამენ, მიზეზი კი ამაღელვებელია.

0
1554

გამოსაშვები საღამო ყოველთვის განსაკუთრებული დღეა როგორც მონაწილეებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის. დღე, როცა ყურადღების ცენტრში ხართ, როცა განვლილი წლების შეჯამება ხდება. და შეგიძლიათ თავდავიწყებას მიეცეთ და მთელი ღამე გაუჩერებლივ იცეკვოთ.

16 წლის კეტრინ მალატესტისთვის წვეულება მე-4 სტადიის სიმსივნის გამო გაფუჭებული იყო. დიაგნოზი კი გამოსაშვებ საღამომდე რამდენიმე თვითი ადრე დაუსვეს. მისი მდგომარეობის მიუხედავად ექიმებმა ერთი ღამის მეგობრებთან ერთად გატარების უფლება მისცეს.

თავის ლურჯ კაბაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, მაგრამ სინამდვილეში სასწაული იყო, რომ საერთოდ გამოსაშვებ საღამოზე ყოფნა მოახერხა.

როგორც შემდეგ აღიარა, იმ საღამოს პირველად იგრძნო, რომ ლამაზი იყო.

გოგონა სპორტით იყო დაკავებული და თვლიდა, რომ ტკივილები ამის გამო ჰქონდა. გარკვეული დროის შემდეგ მას ეპითელური სარკომა დაუდგინეს – რბილი ქსოვილების იშვიათი სახეობის სიმსივნე. სამწუხაროდ, დიაგნოზი დაგვიანებული იყო და დაავადებამ უკვე ხერხემალი და ფილტვები ჩაითრია.

კეტრინი ცდილობდა, რომ სულით არ დაცემულიყო და ქიმიოთერაპიის სეანსებს შორის სკოლაში წასვლასაც ახერხებდა. სკოლის გამგეობაშიც კი მონაწილეობდა და პირდაპირ საავადმყოფოს განყოფილებიდან ვიდეო მიმართვაც კი ჩაწერა.

მიუხედავად ძალისხმევისა, გამოსაშვები საღამოდან 1 თვის შემდეგ გოგონა გარდაიცვალა. მაშინ მისმა მეგობრებმა მისი ხსოვნის საპატივცემულოდ ორიგინალური მეთოდი მოიფიქრეს. მათ დაქალის გამოსაშვები საღამოს კაბა აიღეს და ერთმანეთს შეპირდნენ, რომ თავის გამოსაშვებ საღამოზე კვლავ ჩაიცვამდნენ.

დედა პოპულარულ წიგნს დაეყრდნო და ამას დაქალების გამოსაშვები საღამოს კაბა უწოდა, რაც საკმაოდ გონივრული იყო.

კაბა პირველად ჩაიცვა გარდაცვლილი გოგონას დაქალმა ჯილიან დანტონმა, ვისთან ერთადაც ჰოკეის თამაშობდა. გოგონა ამბობს, რომ კეტრინი მისთვის უფროს დასავით იყო.

დაქალის სახსოვრად ასეთი უჩვეულო მეთოდით კეტრინის დედა გულაჩუყებული იყო. მეგობრობის და გოგონების შეუპოვრობით უბრალოდ აღფრთოვანებულია.

გამოსაშვებ საღამოზე კეტრინის კაბის ჩაცმა კიდევ სამ გოგონას სურდა, რადგან ასე გარდაცვლილ დაქალთან დღესასწაულის გაზიარებას შეძლებენ.

უფრო მეტიც, ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ ადამიანები კეტრინის დედას თხოვნით მიმართავენ, რომ გოგონას საპატივცემულოდ კაბა ათხოვონ. ეს უცნაური, მაგრამ საკმაოდ გულისამაჩუყებელი მეთოდია.

ნამდვილ მეგობრობას სიკვდილიც კი ვერ დაამარცხებს. სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ ადამიანებს მსგავსი საქციელის ჩადენა ჯერ კიდევ შეუძლიათ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი