ერთადერთი ნივთი, რომელიც ფულის ნაკადის გახსნაში დაგეხმარებათ

0
4460

ალბათ, მატერიალური კეთილდღეობა ერთ–ერთი ყველაზე ამაღელვებელი საკითხია კაცობრიობისთვის. რატომ ახერხებს ზოგი საკმარისი თანხის გამომუშავებას, სხვებს თვიდან თვემდე თავი ძლივს გააქვს? ერთი და იმავე საწყისი შესაძლებლობებით ზოგი მილიონერი ხდება, სხვები მცირედით კმაყოფილდებიან. გავიგეთ, რომ არსებობს ფერი, რომელიც ფულს იზიდავს.

პაპარაცი ამ საკითხის გარკვევას ეცდება. რა ფერის ტანსაცმელი უნდა ატაროთ ცხოვრებაში ფულის მოსაზიდად?

ფერი, რომელიც ფულს იზიდავს

ფულის მოსაზიდად ფავორიტ ფერებად ითვლება ოქროსფერი და ვერცხლისფერი. რა თქმა უნდა, ძვირფასეულობა და მონეტები მატერიალურ კეთილდღეობასთან უდავო კავშირშია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველდღე ოქროსფერი და ბრჭყვიალა ტანსაცმელი უნდა ატაროთ. ასე კაჭკაჭებმა შეიძლება გაგიტაცონ. ამ ფერის პატარა აქსესუარით ან ტანსაცმლის დეტალით შემოიფარგლეთ. ფულისთვის ნამდვილი მაგნიტის როლს შეასრულებს.

მეორე ფერი, რომელიც ფულს იზიდავს, მწვანე და მისი ელფერებია. მწვანე ზრდის და განვითარების სიმბოლოა. მწვანე ტანსაცმელი ხელს უწყობს ფულის მოზიდვას ან კარიერულ კიბეზე ასვლას. თუ დაგეგმილი გაქვთ მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრა, კონტრაქტის გაფორმება ან გასაუბრებაზე წასვლა, მწვანე ტანსაცმელს ან აქსესუარს უპირატესობა მიანიჭეთ. ასე წარმატებას და მატერიალურ კეთილდღეობას მიიღებთ.

ფული, როგორც სხვა ყველაფერი ჩვენს სამყაროში, ენერგიაა. ფულის ენერგიის გასაზრდელად საჭიროა სივრცე და პოზიტიური აზროვნება. ადამიანი, რომელიც მუდმივად ფიქრობს, რომ ცოტა ფული აქვს, ყველაფერი ძვირდება და სამსახურში არ აფასებენ, პრინციპში სხვა ვერაფერს მიიღებს. ჩვენი ფიქრები აყალიბებს იმას, რაც ჩვენს გარშემოა. თუ დაიწყებთ ფიქრს და ოცნებას, რამდენად ბევრს გამოიმუშავებთ და იღებთ დაწინაურებას სამსახურში, ეს სინამდვილეშიც მოხდება. მთავარია, პოზიტიური განწყობა.

ფიქრები ცხოვრებაში კეთილდღეობას იზიდავს

ოცნება და კარგზე ფიქრი ადვილი რომ იყოს, პატარა პრაქტიკას გთავაზობთ. აიღეთ ნიგოზი ნაჭუჭში. შემოახვიეთ ძაფი და დაკიდეთ იქ, სადაც გძინავთ. სასურველია, თვალშისაცემი არ იყოს და სხვები ხელს არ კიდებდნენ. თუ ვერ დაკიდებთ, ისე მოათავსეთ, რომ თქვენს გარდა სხვა ვერავინ აიღოს ხელში. ყოველდღე, დილას და საღამოს, როცა იღვიძებთ და დაძინებას აპირებთ, წესად გქონდეთ ამ კაკლის ხელში აღება და ფინანსურ კეთილდღეობაზე ფიქრი. იოცნებე, რისი შეძენა გინდა, რომელ ქვეყანაში გინდა წასვლა და სად დასვენება. დაფიქრდი თითოეულ წვრილმანზე, თითოეულ დეტალზე.

ამ პრაქტიკით ყველა ნეგატიურ ფიქრს მოიშორებთ და დადებითზე განეწყობით. ოცნებას და სხვაგვარად ფიქრს ისწავლით. დილით პოზიტიურ ტალღაზე გადასვლას შეძლებთ, საღამოს უფრო კარგად და ადვილად დაიძინებთ. ცოტა ხანში შეამჩნევთ, როგორ იწყება ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში. გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები და ფულადი ნაკადები. ვიმედოვნებთ, ეს პრაქტიკა ცხოვრების შეცვლაში დაგეხმარებათ.