5 საუკეთესო მეთოდი, როგორ აჩეჩოთ დატკეპნილი ხაო ხალიჩაზე და დაუბრუნოთ პირვანდელი იერი

97

გრძელხაოიანი ხალიჩა საცხოვრებელს უფრო კომფორტულს ხდის, ამ მიზეზით თითქმის ყველა სახლში გვხვდება. სამწუხაროდ, ფრთხილი მოვლის პირობებშიც ასეთი ინტერიერის ელემენტი დროთა განმავლობაში გარეგნულ სილამაზეს კარგავს. ცხვირი არ ჩამოუშვათ, რადგან ხალიჩის ხაოს აჩეჩვა შესაძლებელია.

ამისთვის სპეციალიზებულ მაღაზიებში ძვირადღირებული საფრქვევის ყიდვა საჭირო არაა. ძლიერ დატკეპნილი ხაო ხელმისაწვდომი საშუალებებით შეგიძლიათ აჩეჩოთ. საკმაოდ სწრაფი, მარტივი და ძალიან ეფექტური!

5 სწრაფი მეთოდი ხალიჩის ხაოს ასაჩეჩად

სიცივე

თოვლით. ზამთარში ხალიჩა გარეთ გაიტანეთ.  მიწაზე გაშალეთ (პირით ქვემოთ). ხალიჩას თოვლი შეაზილეთ. შემდეგ ცოცხით ახვეტეთ. კარგად დაფერთხეთ და გააშრეთ.

ყინულის კუბებით. თუ გარეთ თოვლი არაა, ხალიჩას პირვანდელი იერი კიდევ ერთი მეთოდით შეგიძლიათ დაუბრუნოთ. ხალიჩის დატკეპნილ ადგილებში ყინულის კუბები მოათავსეთ. მას შემდეგ, რაც ყინული გადნება, რბილი ზედაპირი მტვერსასრუტით აწმინდეთ.

სოდა + წყალბადის ზეჟანგი

საკვები სოდა, წყალბადის ზეჟანგი და თხევადი საპონი თანაბარი პროპორციებით აიღეთ. 1 ლ სუფთა წყალში გახსენით. საფრქვევ ბოთლში კარგად შეანჯღრიეთ. ხალიჩა გაწმინდეთ, ჭუჭყი მოაშორეთ. შემდეგ მიღებული ხსნარი შეასხურეთ. გაშრობისთანავე ხალიჩა უხეში სავარცხლით დავარცხნეთ, ხაოს ზევით დავარცხნა სცადეთ. შემდეგ ხალიჩა მტვერსასრუტით აწმინდეთ და შედეგით ისიამოვნეთ.

ძლიერი ორთქლი

თუ გაქვთ უთო ორთქლის ფუნქციით, ეს მარტივი მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ხალიჩის ხაო უხეში ჯაგრისით დავარცხნეთ. უთოზე ორთქლის რეჟიმი ჩართეთ. რბილი საფარიდან 10 სმ დაშორებით დაიკავეთ. ნახევარი წუთის შემდეგ ორთქლის მიწოდება გამორთეთ. პროცედურა 5–ჯერ გაიმეორეთ, ყველა დატკეპნილ ადგილზე გაიარეთ.

ცხელი ჰაერი

თუ არ გაქვთ უთო ორთქლის რეჟიმით, თმის ფენი გამოიყენეთ. ფენის ცხელი ჰაერის ნაკადი სიტუაციას გამოასწორებს. ჩანგლით ან სავარცხლით ხალიჩის ხაო დაშალეთ. შემდეგ წყლით დაასველეთ. ხაო ფენით გააშრეთ, ცხელი ჰაერი მიმართეთ იქ, სადაც საჭიროა.

მარილი + სოდა

აიღეთ მარილი და საკვები სოდა თანაბარი რაოდენობით და აურიეთ. მშრალი ნარევი ხალიჩის მთელ ზედაპირზე გაანაწილეთ. პრობლემურ ადგილებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. 5-6 საათი გააჩერეთ. შემდეგ ცოცხით ახვეტეთ და მტვერსასრუტით აწმინდეთ.

სიტყვაზე, ხალიჩის ხაოს ასაჩეჩად საკვები სოდის გამოყენებით საკმაოდ სასიამოვნო ბონუსს მიიღებთ. ამ ნივთიერების შემცველი პროდუქტები არა მხოლოდ ხალიჩას პირვანდელ იერს უბრუნებს, არამედ უსიამოვნო სუნს და ჭუჭყს აქრობს. შესანიშნავი კომბინაციაა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს