ავიღე რულონი შესაფუთი პარკი და მთელ ფანჯარაზე გავაკარი. მთელი ზამთარი სიცივე არ მაწუხებს

0
330

ყველას გვინდა, სახლში ყოველთვის იყო სითბო და სიმყუდროვე. განსაკუთრებით, როცა გვიანი შემოდგომა იწყება და სითბო მხოლოდ შუა მაისში დაბრუნდება. ზამთარში საერთოდ გვინდა მურა დათვივით დავიძინოთ და არ წავიდეთ სამსახურში. ოღონდ ძილი არაკომფორტულია, როცა ფანჯრიდან ცივი ქარი უბერავს. როგორ დავთბუნოთ ფანჯრები ისე, რომ ბიუჯეტური და კომფორტული იყოს? პაპარაცი გიზიარებთ ფანჯრის დათბუნვის ეფექტურ და იაფ მეთოდს. დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი ნივთი – რულონი საკვების შესაფუთი პარკი.

სქელი რულონი აიღეთ, თუ ბევრი ფანჯარა გაქვთ. ასე სიცივე და ქარი ვერ შეგაშინებთ. რაც მთავარია, მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ფანჯარა გაქვს, ხის თუ პლასტმასის. მეთოდი ნებისმიერ ზედაპირზე თანაბრად მუშაობს და გარეთ და სახლში ტემპერატურის ცვლილებებისგან იცავს.

რულონი საკვების შესაფუთი პარკი

საკვების შესაფუთი პარკი თქვენს ფანჯარას იცავს კონდენსაციის დაგროვებისგან, რომელიც წარმოიქმნება ფანჯრებზე. ფანჯრებზე კონდენსაციის გამო ჩნდება სოკო და ობი, ეს კი არც ისე კარგია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ასეთი წარმონაქმნები არც ფანჯრებისთვის არის კარგი. ფანჯრის გამოცვლა ყოველთვის კარგ შედეგს არ იძლევა. ხშირად საფულესაც ძლიერ ურტყამს. ზამთარში ცხოვრება რომ გაიმარტივოთ და დიდი ხარჯიც არ გაწიოთ, ამ მარტივი მეთოდის გამოყენებას გთავაზობთ.

საკვების შესაფუთი პარკი ფანჯარაზე ე.წ. დამატებითი მინის ეფექტს ქმნის. ოთახსა და ფანჯარას შორის ჰაერის ბარიერის როლს ასრულებს, შენობაში სითბოს ინარჩუნებს. ფანჯარასა და პარკს შორის ჰაერის დამატებითი მასის გამო ფანჯარაზე კონდენსაცია არ წარმოიქმნება. ამ მეთოდით გათბობის გადასახადებსაც შეამცირებთ. მთავარია, პარკი სწორად ააკრათ, რომ საჭირო ეფექტი შექმნათ. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ პარკი თავად მინას არ უნდა ეხებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეფექტს ვერ მიიღებთ.

როგორ ავაკრათ საკვების შესაფუთი პარკი ფანჯარაზე

საკვების შესაფუთი პარკი უნდა ააკრათ ფანჯრის ჩარჩოებზე და არა მინაზე. ასე მიიღებთ საჭირო ეფექტს და პარკის საიმედო ფიქსაციას. პარკი თანაბრად რომ ააკრათ, ცოტა დრო და ძალა დაგჭირდებათ. ჩარჩოზე პარკის დაფიქსირების რამდენიმე მეთოდი არსებობს, თუმცა ეს მეთოდი ყველაზე მარტივია. პარკს ერთ მხარეზე ორმხრივი სკოჩი დააწებეთ. სკოჩის მეორე მხრიდან ჩარჩოზე დააწებეთ. პარკი კარგად გაშალეთ და გაჭიმეთ. პარკი ქვემოთ გაჭიმეთ, რომ გლუვი მინის ეფექტი მიიღოთ.

პარკი ჩარჩოს ქვედა ნაწილზე იმავე მეთოდით დააფიქსირეთ. ახლა თქვენს სახლს ქარბუქი ვერ შეაშინებს. სიცივე ფანჯრების ხვრელებიდან ოთახში ვერ შემოაღწევს. საკვების შესაფუთი პარკი ნებისმიერ სახლში უნიკალური მოწყობილობაა. მისი დახმარებით არა მხოლოდ პროდუქტები მაცივარში შეგიძლიათ დაიცვათ. რულონი საკვების შესაფუთი პარკი შეუცვლელი დამხმარე გახდება სახლის დათბუნვაში და ოჯახის ბიუჯეტის დაზოგვაში.