მოულოდნელი ეფექტი. რა სარგებელი აქვს იოდს სახსრებისთვის

0
659

იოდი ფართო სპექტრის ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელსაც ბაქტერიციდული თვისებები აქვს და ჭრილობის შეხორცებას ხელს უწყობს. ამით მისი ეფექტი არ მთავრდება. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ იოდის სარგებელი სახსრებისთვის უბრალოდ მაქსიმალურია.

იმის წყალობით, რომ ამ ბიოაქტიურ ნივთიერებას ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ტკივილის გაქრობას ხელს უწყობს. იოდი ხრტილოვან ქსოვილში აღწევს და სახსრების დეფორმაციის შემცირებას ხელს უწყობს. პაპარაცი გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ეს სააფთიაქო საშუალება, რომ მიაღწიოთ საუკეთესო შედეგს.

იოდის სარგებელი სახსრებისთვის: როგორ გამოვიყენოთ

მეთოდი № 1

იოდით შეგიძლიათ მოამზადოთ ხელმისაწვდომი საშუალება, რომელიც ამცირებს ანთებით პროცესებს მუხლებში, ზურგში და სახსრებში. აიღეთ 4 კბილი ნიორი და წვრილად დაჭერით. ნიორი მუქი მინის კონტეინერში მოათავსეთ. 30 მლ იოდი დაასხით. თავსახური დაახურეთ და შეანჯღრიეთ. ნარევი 7 დღე გააჩერეთ იქ, სადაც მზის პირდაპირი სხივები არ მოხვდება.

მზა ნარევი კვირაში მაქსიმუმ 3–ჯერ ანთებით ადგილებზე წაისვით. გამოყენებამდე კანი კარგად გაიწმინდეთ და გაიმშრალეთ. ნარევის უხვად წასმა არ ღირს (მხოლოდ თხელ ფენად). სხვა შემთხვევაში კანის სერიოზულ გაღიზიანებას მიიღებთ.

მეთოდი № 2

სახსრების ტკივილის მოსაშორებლად ანალგინით და იოდით მომზადებული სპირტიანი ნარევი რეგულარულად უნდა შეიზილოთ. აიღეთ 300 მლ სპირტი. 10 მლ იოდი და ამდენივე ქაფურის სპირტი ჩაასხით. 10 აბი ანალგინი დაუმატეთ. თავსახური დაახურეთ და კარგად შეანჯღრიეთ. ნარევი თბილ და ბნელ ადგილას 3 კვირა გააჩერეთ.

მზა ნარევი ყოველ მეორე დღეს სახსრებზე წაისვით კუმულაციური ეფექტის მისაღებად. მისი რეგულარული გამოყენებიდან მალევე ტკივილი თანდათან გაქრება.

მეთოდი № 3

ამ საშუალების უპირატესობაა ის, რომ რამდენიმე კვირა გაჩერება არ სჭირდება. რამდენიმე საათში მზად იქნება. აიღეთ იოდი, ყვავილების თაფლი, სპირტი და გლიცერინი თანაბარი რაოდენობით. ყველა ინგრედიენტი პატარა კონტეინერში აურიეთ. ნარევი ბნელ ადგილას 3 საათი გააჩერეთ.

მზა ნარევი ბამბის დისკით მტკივნეული სახსრების მიდამოში წაისვით, ქვემოდან ზემოთ მოძრაობით. ამ ნარევით შეგიძლიათ ოდნავ დაამუშავოთ კანი ანთებითი ადგილის ზემოთ და ქვემოთ. საშუალება კვირაში 2–ჯერ გამოიყენეთ (უფრო ხშირად არა).

იოდზე დაფუძნებული სამკურნალო ნარევების გამოყენებამდე ალერგიულ რეაქციაზე სწრაფი ტესტი ჩაიტარეთ. ამისთვის ცოტა ნარევი იდაყვის შიდა მხარეს წაისვით და 15 წუთი მოიცადეთ. თუ კანი არ შეწითლდა, იოდიანი ნარევი შეგიძლიათ გამოიყენოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ საშუალებას აქვს სხვა უკუჩვენებაც. მაგალითად, სხეულის ტემპერატურის მომატება, ორსულობა, ლაქტაცია და სხვა. სწორედ ამიტომ, სახსრების სამკურნალოდ იოდის გამოყენებამდე ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.