არაბიკა და რობუსტა: რომელია უკეთესი ყავა და რა განსხვავებაა მათ შორის

0
219

არაბიკა და რობუსტა ყავის მთავარი ჯიშებია, რომლებიც ბაზარზე გვხვდება. რა თქმა უნდა, ამ პროდუქტის სხვა ჯიშებიც არსებობს, მაგრამ მსოფლიოში ყავის 2%–საც არ შეადგენს. რა განსხვავებაა არაბიკასა და რობუსტას შორის?

თუ არ იცით, რომელ ჯიშს მიანიჭოთ უპირატესობა, და ამიტომაც არ გიყვართ ამ სასმლის შეკვეთა კაფეში, მათი ძირითადი თვისებები შეისწავლეთ. რა 5 ძირითადი განსხვავება არსებობს არაბიკასა და რობუსტას შორის? პაპარაცი საინტერესო ინფორმაციას გიზიარებთ.

არაბიკა და რობუსტა: რა განსხვავებაა მათ შორის?

გაშენების ადგილი

რობუსტა ნაკლებად პრეტენზიული ჯიშია. მისი გაზრდა უფრო მარტივია, ვიდრე არაბიკას. ამის გამო, ამ სახეობის ყავა უფრო ხელმისაწვდომია. რობუსტა ვაკე ან ძალიან დაბალ სიმაღლეზე იზრდება. აქტიური ზრდისთვის მისი ერთადერთი მოთხოვნაა თბილი ტემპერატურა. ამინდის ახირებები და მავნებლების შეტევები ამ ჯიშის ყავას არ აშინებს. ყველაფერი იმიტომ, რომ მყარი გარსი აქვს.

არაბიკას სჭირდება ადგილი, რომელიც ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე იქნება. ამ სახეობის ყავა მგრძნობიარეა ნიადაგის ხარისხის და ტენიანობის დონის, ასევე კლიმატის მიმართ. ნიადაგი, სადაც იზრდება არაბიკა, კარგად განაყოფიერებული უნდა იყოს. ამ მცენარეს მწერებისა და სხვადასხვა დაავადებებისგან სერიოზული დაცვა სჭირდება.

მარცვლის ფორმა

თუ ერთმანეთის გვერდიგვერდ მოთავსებულ არაბიკასა და რობუსტას მარცვლებს შეხედავთ, მაშინვე მიხვდებით, რომელი რომელია. საქმე იმაშია, რომ ფორმით ძალიან განსხვავდებიან, ამიტომ მათი არევა შეუძლებელია. არაბიკას მარცვალი უფრო დიდია. წაგრძელებული ოვალისებრი ფორმა აქვს. რობუსტას მარცვალი უფრო პატარა და მრგვალია.

გემო

არაბიკას გემოს უფრო ფართო სპექტრი აქვს. შეიძლება იგრძნოთ ყვავილის, ხის, კაკლის, ხილის და ბევრი სხვა ნოტი, ასევე მსუბუქი სიმჟავე. რობუსტაში უფრო სიმწარეა გამოხატული. ამ სახეობის ყავას ახასიათებს მიწის ნოტები და ძალიან მდიდარი გემო.

შემადგენლობა

არაბიკაში თითქმის 2–ჯერ ნაკლები კოფეინია, ვიდრე რობუსტაში. ამის გამო მეორე სახეობის ფინჯანი ყავის დალევით უფრო მეტ ენერგიას იგრძნობთ. შეგახსენებთ, რომ კოფეინი ხელს უწყობს სეროტონინის, ბედნიერების ჰორმონის, გამომუშავებას. ამის მიუხედავად, ამ სასმლის ჭარბად მოხმარება არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმი სტრესს იგრძნობს.

ფასი

არაბიკას ზედმეტი ფრთხილი გაზრდა სჭირდება, ამიტომ გაცილებით ძვირია, ვიდრე რობუსტა. ამასთან დაკავშირებით, ყავის მაღაზიებში სუფთა სახით არ გვხვდება. გურმანებს შორისაც ცოტას შეუძლია ასეთ სასმელში ძვირი გადაიხადოს.

თუ გსურთ ხარისხიანი ყავის შეძენა, მაგრამ არა ძვირად, არჩევანი შეაჩერეთ კუპაჟზე. ეს არაბიკას და რობუსტას ნარევია, რომლის ფასი ხელმისაწვდომია. კუპაჟს აქვს საკმარისი სიმძლავრე, მსუბუქი სიმწარე, მდიდარი გემო და საოცარი არომატი. იდეალური სასმელია.