საზღვარგარეთ ცხოვრება არა მხოლოდ პრესტიჟული განათლების მიღების შესაძლებლობა, უცხო ენის შესწავლა და ფულის გამომუშავებაა. პირველ რიგში, ეს ჰორიზონტების გაფართოების და ცხოვრების ჩვევების გადახედავაა.
საზღვარგარეთ რამდენიმე წლით ცხოვრება პიროვნულ ზრდას ხელს უფრო უწყობს, ვიდრე ათობით წაკითხული წიგნი. ასე საკუთარ თავზე გრძნობთ გარემოს, რომელშიც იმყოფებით.
დღეს გიამბობთ იმ აღმოჩენების შესახებ, რომლებიც ტურისტებს იტალიაში მოგზაურობის და ადგილობრივების გაცნობის დროს ელოდებათ. იტალიელები ხომ არც ისეთი უბრალოები არიან, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
თავისებური წარმოდგენა დისტანციის შესახებ
ქვეყნის სამხრეთიდან ჩრდილოეთში გადასასვლელად 1000 კმ-ზე მეტის გავლა მოგიწევთ. სწორედ ამიტომ, იტალიელებისთვის 200 ან 100 კმ დაშორებაც კი უკვე დიდი, ნამდვილი მოგზაურობაა. პატარა სოფლიდან უახლოეს ქალაქში მოგზაურობა ასევე დიდი მოვლენაა.
საკუთარი ფესვების გამო სიამაყე
იტალიის თითოეული მაცხოვრებელი ჯერ თავის სოფელს, შემდეგ პროვინციას და შემდეგ ქვეყანას დაგისახელებთ. სავარაუდოდ ასეთი სიამაყის წარმოშობა იმალება ისტორიაში, როცა თანამედროვე იტალიის ტერიტორია საგრაფოებად, საჰერცოგოებად და სამეფო ნაწილებად იყო დაყოფილი.
მრავალფეროვანი დიალექტი
ასეთმა მრავალფეროვნებამ წარსულში განაპირობა ის, რომ დღეს ქვეყანაში დაახლოებით 100 დიალექტი არსებობს და თითოეული მათგანი იმდენად თვითკმარი და ორიგინალურია, რომ შეიძლება სრულფასოვანი ენა ვუწოდოთ. საგზაო ნიშნებსაც კი ზოგჯერ ორი ენა აქვს მითითებული – სახელმწიფო იტალიური და ადგილობრივი დიალექტი.
სამოთხე ხანდაზმული ადამიანებისთვის
საშუალოდ იტალიელები 82 წელი ცხოვრობენ და თავის ქვეყანას ბედნიერი სიბერისთვის იდეალურ ადგილად მიიჩნევენ. სწორედ პენსიაზე გასვლის დროს შეგიძლიათ მოსაწყენი სამსახური დატოვოთ და დრო ნამდვილ თავგადასავლებს დაუთმოთ.
მოხუცებულთა თავშესაფრები თვალწარმტაც ადგილებში მდებარეობს და მომხმარებლებს საუკეთესო მომსახურებას უწევენ. ისინი, ვინც საპატიო ასაკს მიაღწიეს, ღირსეულ დასვენებას იმსახურებენ. ასე თავად იტალიელები თვლიან.
ახალგაზრდები ღარიბულად ცხოვრობენ
ახალგაზრდა ადამიანებისთვის საკუთარი თავის უზრუნველსაყოფად არც თუ ისე ბევრი შესაძლებლობაა. ხშირად 10-15 წელი თეთრებზე მუშაობა უწევთ, რომ ხელფასის მომატებას მიაღწიონ. სწორედ ამიტომ, ამბიციური სპეციალისტები ქვეყნიდან წასვლას ცდილობენ, რომ ფული უფრო სწრაფად გამოიმუშაონ.
ბავშვის ყოლას არ ჩქარობენ
ღირსეული თანხის გამომუშავების მწირი შესაძლებლობის გამო ახალგაზრდები ბავშვების ყოლას არ ჩქარობენ. საშუალო ასაკი პირველი ბავშვის გაჩენისთვის ქალებში – 32 წელი, ხოლო კაცებში – 35 წელია.
სიტყვაზე, მშობლებს ბავშვის სახელის შერჩევის დროს ფანტაზიის გამოვლენა უწევთ, რადგან ცოცხალი მშობლების სახელის დარქმევა აკრძალულია.
ოჯახებს გვიან ქმნიან
იტალიაში განქორწინების პროცესი იმდენად რთული და ხარჯიანია, რომ წყვილები კარგად ფიქრობენ, სანამ ერთმანეთს ბედს კანონით დაუკავშირებენ. სწორედ ამიტომ, ქორწილი, როცა წყვილს უკვე 2-3 ერთობლივი ბავშვი ჰყავს – იტალიელებისთვის ჩვეულებრივი საქმეა.
საკვები განრიგით
იტალიელები მკაცრი განრიგით კვებას მიჩვეულნი არიან. მაგალითად, იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში რესტორნები მხოლოდ სადილობის დროს (12:00 – 14:30) და ვახშმობის დროს (19:00 – 23:00) მუშაობენ. ნებისმიერ სხვა დროს სრულყოფილად წახემსებას ვერ შეძლებთ. სწორედ ამიტომ, თუ ვერ ისადილეთ, ვახშმამდე მოთმენა მოგიწევთ.
შშმ პირებისთვის სრულყოფილი ცხოვრება
იტალიელებმა ბავშვობიდანვე იციან, რომ სხვა ადამიანი შეიძლება მისგან განსხვავებული იყო, მაგრამ ეს აბსოლუტურად ნორმალურია. სწორედ ამიტომ, შშმ პირებს აქ სინანულით ან თანაგრძნობით არ უყურებენ. სამაგიეროდ, ყველა პირობას უქმნიან, რომ იმოგზაურონ, დაისვენონ და სპორტით დაკავდნენ.
საბანკო მომსახურების ხელმიუწვდომლობა
ბანკის თანამშრომლისგან კონსულტანციის მიღება? ამაზე იტალიური ბანკების პოტენციურ კლიენტებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ. უცხოელებს ანგარიშს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუხსნიან, თუ ნათესავი ან კარგი ნაცნობი (ბანკის უკვე არსებული კლიენტი) თავდებში ჩადგება.
ეს იტალიელები გასაოცრები არიან: ამაყები, მშვიდები და ძალიან ცოცხლები. მაშინაც კი, თუ ტურისტმა იტალიურ ენაზე მხოლოდ „გამარჯობა“ და „მადლობა“ იცის, მას მოუსმენენ და დაეხმარებიან.
თუმცა არაფორმალურ გარემოში ან ახლო მეგობრების წრეში იტალიელების წონასწორობისგან კვალიც კი არ რჩება. მათ იციან გართობა, ხმამაღლა ლაპარაკობენ და ძალიან ბევრს ამბობენ grazie და scusa. თუ შესაძლებლობა გექნებათ, ეს გასაოცარი ხალხი უფრო ახლოს გაიცანით.