სასმელები და კერძები, რომლებიც ფორთოხლის ქერქისგან შეგიძლიათ მოამზადოთ. 5 რეცეპტი

0
166

ხშირად ფორთოხლის გასუფთავების შემდეგ ციტრუსის ქერქი სანაგვე ყუთში ხვდება. გაირკვა, რომ მისგან რაღაც გემრიელი და საინტერესო შეგიძლიათ მოამზადოთ. არსებობს ბევრი რეცეპტი, რომლის დახმარებით შეგიძლიათ მოამზადოთ უჩვეულო სასმელები და კერძები ფორთოხლის ქერქის გამოყენებით. პაპარაცი 5 საუკეთესო რეცეპტს გიზიარებთ.

გაეცანით დღევანდელ ნაკრებს და გეცოდინებათ, როგორ მოამზადოთ არომატული ნაყენი, ყველაზე ფაფუკი პეროგი და ნატურალური ცუკატი. ეს ყველა დელიკატესი არაა, რომლითაც შეგიძლიათ გაახაროთ ოჯახის წევრები ციტრუსის ქერქის გამოყენებით.

საინტერესო სასმელები და კერძები ფორთოხლის ქერქისგან

ციტრუსის ნაყენი

ინგრედიენტები:

  • 40 გ ფორთოხლის ქერქი
  • 50 მლ არაყი
  • 50 მლ წყალი

მომზადების წესი:

  1. კარგად გარეცხილ ფორთოხალს ქერქი თხელ ზოლებად მოაშორეთ. მდუღარე წყალი გადაავლეთ. ქერქი პატარა მინის ქილაში ჩაყარეთ.
  2. წყალი და ხარისხიანი არაყი დაასხით. ქილას თავსახური დაახურეთ. კარგად შეანჯღრიეთ.
  3. მომავალი ნაყენი ბნელ და მშრალ ადგილას 7 დღე შეინახეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ დეგუსტაციაზე გადახვიდეთ.

ქარვის მურაბა

ინგრედიენტები:

  • 200 გ ფორთოხლის ქერქი
  • 200 გ შაქარი
  • 1,5 ს/კ ლიმონის წვენი

მომზადების წესი:

  1. კარგად გარეცხილი ფორთოხლის ქერქი ნაჭრებად დაჭერით. სქელძირიან ქვაბში გადაიტანეთ. წყალი დაასხით.
  2. ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ. 15 წუთი ხარშეთ. ცხელი სითხე გადაასხით. ქერქს ახალი წყალი დაასხით და კიდევ 2 წუთი ადუღეთ.
  3. ფორთოხლის ქერქი ზედმეტი სითხისგან გაწურეთ, შემდეგ ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.
  4. დაქუცმაცებულ ქერქს ლიმონის წვენი დაასხით. შაქარი მოაყარეთ. სუსტ ცეცხლზე 30 წუთი ხარშეთ, აქტიურად ურიეთ.
  5. ცხელი მურაბა სტერილურ ქილებში ჩაასხით და თავსახური მჭიდროდ დაახურეთ. სრულ გაგრილებამდე სამზარეულოში გააჩერეთ. მზადაა!

პეროგი ფორთოხლის მოსასხმელით

ინგრედიენტები:

  • 200 გ სტაფილო
  • 1 ფორთოხალი
  • 250 გ ხორბლის ფქვილი
  • 160 გ შაქარი
  • 170 გ კარაქი
  • 3 კვერცხი
  • მწიკვი ვანილი
  • მწიკვი მარილი
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 100 გ ფორთოხლის ქერქი

მომზადების წესი:

  1. 150 გ რბილი კარაქი და 60 გ შაქარი ღრმა თასში აურიეთ. ვანილი და მარილი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  2. ცალკე თასში კვერცხი და ფორთოხლის წვენი ათქვეფეთ. მიღებული ნარევი კარაქს დაუმატეთ. სათქვეფით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  3. სტაფილო გათალეთ და წვრილად გახეხეთ. სტაფილო, ხორბლის ფქვილი და გამაფხვიერებელი კვერცხი–კარაქის მასას დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  4. საცხობ ფორმას კარაქი წაუსვით. ცომი ფორმაში ჩაასხით და გაასწორეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30–35 წუთით აცხვეთ.
  5. ციტრუსის მოსასხმელი მოამზადეთ. 200 მლ წყალი ქვაბში ჩაასხით. 100 გ შაქარი ჩაყარეთ. კარგად გარეცხილი ფორთოხალი, რომლისგანაც წვენი გაწურეთ, დაჭერით. ის და დაქუცმაცებული ციტრუსის ქერქი წყალში მოათავსეთ.
  6. ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ. 10 წუთი ხარშეთ, შემდეგ ფორთოხლის ნარევი ამოიღეთ.
  7. ცხელი ციტრუსის მოსასხმელი პეროგს მოასხით. ნახევარი საათით გააჩერეთ, რომ პეროგი კარგად დაინამოს. გემრიელად მიირთვით!

სახლის ცუკატები

ინგრედიენტები:

  • 300 გ ფორთოხლის ქერქი
  • 180 გ შაქარი
  • 3 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი

მომზადების წესი:

  1. ფორთოხალი კარგად გარეცხეთ და ქერქისგან გაასუფთავეთ. ქერქი გრძელ ზოლებად დაჭერით. ფორთოხლის ქერქი ქვაბში მოათავსეთ და წყალი დაასხით ისე, რომ მთლიანად დაიფაროს.
  2. ფორთოხლის ქერქს 1 ჩ/კ მარილი დაუმატეთ, რომ სიმწარე მოაშოროთ. ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ. 10 წუთი ზომიერ ცეცხლზე ხარშეთ. სითხე გადაასხით.
  3. ქერქს ახალი წყალი დაასხით. კიდევ 1 ჩ/კ მარილი დაუმატეთ. პროცედურა 2–ჯერ გაიმეორეთ. ქერქი გამდინარე წყალში გარეცხეთ. საწურზე გადაიტანეთ, რომ კარგად დაიწუროს. სამზარეულოში ნახევარი საათი გააჩერეთ.
  4. სიროფი მოამზადეთ. 150 მლ წყალი ქვაბში ჩაასხით, შაქარი ჩაყარეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ, აქტიურად ურიეთ. მას შემდეგ, რაც შაქარი გადნება, ფორთოხლის ქერქი ჩაყარეთ.
  5. კვლავ ადუღებამდე მიიყვანეთ. ცეცხლი მინიმუმამდე შეამცირეთ. ციტრუსის ზოლები 30 წუთი ხარშეთ. შემდეგ ლიმონის წვენი ჩაასხით და ფრთხილად აურიეთ. ქერქი ქურიდან გადადეთ.
  6. სრულად გაგრილებული ცუკატები საწურზე გადაიტანეთ. დაელოდეთ, სანამ სიროფი დაიწურება. ცუკატები პერგამენტზე ერთ ფენად დააწყვეთ. 2 დღე ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.
  7. ცუკატები მოქნილია და ამავდროულად ხელებზე არ გეწებებათ? მზადაა! შაქრის ფხვნილი მოაყარეთ, ზედმეტი ჩამოფერთხეთ და ნატურალური ცუკატების გემოთი ისიამოვნეთ.

უჩვეულო მურაბა “ხვეულა”

ინგრედიენტები:

  • 400 გ ფორთოხლის ქერქი
  • 300 გ შაქარი
  • მწიკვი ლიმონმჟავა

მომზადების წესი:

  1. ციტრუსის ქერქი დაჭერით ზოლებად, რომლის სიგრძე დაახლოებით 8 სმ უნდა იყოს, სიგანე – 1 სმ.
  2. თითოეული ზოლი სპირალივით დაახვიეთ. ნემსის გამოყენებით ძაფზე ააწყვეთ (თითქოს მძივებს აკეთებთ).
  3. მიღებული ნამზადი ქვაბში გადაიტანეთ. წყალი დაასხით (სითხე ქერქს ბოლომდე უნდა ფარავდეს). ადუღების შემდეგ ქერქი 20 წუთი ხარშეთ, შემდეგ სითხე გადაასხით.
  4. ფორთოხლის ქერქს ცივი წყალი გადაავლეთ. პროცედურა კიდევ 4–ჯერ გაიმეორეთ.
  5. 300 მლ წყალი ქვაბში ჩაასხით. შაქარი ჩაყარეთ. შაქრის ბოლომდე გახსნამდე ხარშეთ, მორევა არ დაგავიწყდეთ. მასში ფორთოხლის ქერქი გადაიტანეთ.
  6. ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ. ლიმონმჟავა ჩაყარეთ. კიდევ 30–35 წუთი ხარშეთ.
  7. ფერადი და უჩვეულო მურაბა სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ. სრულად გაგრილების შემდეგ გრილ ადგილას შეინახეთ.

თუ ფორთოხლის ქერქისგან კერძების მოსამზადებლად დრო არ გაქვთ, მისგან დიდებული სუნელი მოამზადეთ. ციტრუსის ქერქი გახეხეთ და გაახმეთ. შემდეგ ქერქი და მარილი აურიეთ. ასე მიიღებთ მზა არომატულ დანამატს ცხელი კერძებისთვის.