გამოცდილმა მზარეულმა იცის, რატომ არის უკეთესი მანანის ბურღული ფარშში, ვიდრე პური

0
814

ყველა გამოცდილ დიასახლისს აქვს იდეალური ფარშის საკუთარი რეცეპტი. ჩვეულებრივ, დაქუცმაცებულ ხორცს უმატებენ დაფშვნილ პურის რბილობს. თუმცა საქმე მხოლოდ პურით არ შემოიფარგლება! კვერცხი, კარტოფილი, სანელებლები, ყაბაყი, კომბოსტო, სალა – რას არ უმატებენ ფარშს ექსპერიმენტატორები იდეალური გემოს ძიებაში. ზოგი საერთოდ ბულიონს და დატეხილ ყინულის კუბს უმატებს. პაპარაცი გიამბობთ, რატომ ღირს მანანის ბურღულის დამატება ფარშში.

მანანის ბურღული ფარშში, რეცეპტი საოცრად წვნიანი კატლეტისთვის

კლასიკური ვარიანტი

უკვე ვახსენეთ, რომ ხორცის ფარშისთვის პური ტრადიციული დანამატია. სწორედ აქ იმალება ხაფანგი დამწყები მზარეულებისთვის! რატომღაც ბევრი ფიქრობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პურს დაუმატებს ფარშს. შედეგად, იღებს საშინელ მასას ცომის გროვით.

არც შავი პური, არც ახალი პური ფარშისთვის შესაფერისი არაა. კლასიკური რეცეპტი გულისხმობს მხოლოდ ძველი თეთრი პურის გამოყენებას. ასეთი პურით კატლეტი ნამდვილად უფრო რბილი და ნაზი გამოდის. თუ ძველი პური არ გაქვთ, სუპერმარკეტში შეძენილი საფანელიც გამოგადგებათ.

კარგი ალტერნატივა

როგორც ცნობილია, პურს ფარშში ამატებენ იმისთვის, რომ კატლეტი წვნიანი გახდეს. კულინარები საფანელის დახმარებით კატლეტში ტენის შენარჩუნებას ახერხებენ. მაგრამ ასე ჩვენი საყვარელი ხორცის ბურთები უფრო მაგრდება. საბედნიეროდ, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოცდილი მეთოდი არსებობს.

ძველი პურის იდეალური ალტერნატივაა მანანის ბურღული. საფანელის მსგავსად მანანის ბურღული კატლეტში მეტი ხორცის წვნიანის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. საქმე იმაშია, რომ შეწვისას მანანის ბურღული სივდება, ტენს აგროვებს. შესაბამისად, მზა შედეგი საოცრად წვნიანი გამოვა!

დამატებითი უპირატესობა

მანანის ბურღულის კიდევ ერთი უპირატესობა ძველი პურის რბილობთან შედარებით არის დამატებითი მოცულობა და მთლიანობა. ეს მომენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, თუ სახლში ქათმის კვერცხზე ალერგიული ადამიანი ცხოვრობს. არადა ძველი პურით კატლეტის მომზადებისას ფარშს კვერცხის გულის და ცილის დამატება აუცილებლად სჭირდება.

სწორედ კვერცხის გული და ცილა არ აძლევს კატლეტს დაშლის საშუალებას შეწვის პროცესში. მანანის ბურღულის გამოყენებისას ფარში კვერცხის დამატების გარეშე მთლიანობას ინარჩუნებს. სწორედ ამიტომ, ბევრი მზარეული კატლეტში პურის დამატებაზე უარს ამბობს და მის ნაცვლად მანანის ბურღულს ირჩევს.