2024 წელს კაცობრიობას დიდი ცვლილებები ელის. რა არის კვანტური გადასვლა და რას გამოიწვევს?

0
3292

ჩვენი სამყარო კვანტური გადასვლის ზღვარზეა. ეს არ არის ფანტასტიკური ამბის დასაწყისი. ეს ის რეალობაა, რომელშიც ცხოვრება გვიწევს. ყველა პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები, რომლებსაც დღეს ვაკვირდებით, ერთი პროგრამის ალგორითმია. რა არის კვანტური გადასვლა? რა გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე? პაპარაცი გიამბობთ, რა ელის ჩვენს სამყაროს 2024 წელს.

მეცნიერები კვანტურ რყევებზე დიდი ხანია საუბრობენ. ეს ცნება შემოიღო დანიელმა მეცნიერმა, ნილს ბორიმ. სწორედ მას უწოდებენ ატომის კვანტური თეორიის შემქმნელს და კვანტური მექანიკის საფუძვლების შემუშავების აქტიურ მონაწილეს. კვანტური რყევები არის მყარი სხეულის ან ატომის გარკვეული გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში ან ერთი ენერგეტიკული დონიდან საპირისპიროში. კვანტურ გადასვლასა და კლასიკურ სისტემას შორის განსხვავება არის ის, რომ ის ნახტომისებურად ხდება. მაშინ როცა სხვა სისტემების გადასვლა შეუფერხებლად და თანდათანობით ხდება.

კვანტური გადასვლა

ჩვენი სამყარო ატომებისგან შედგება, რაც ნიშნავს, რომ მათი არსებობის პროგრამას ექვემდებარება. მთელი ჩვენი სამყარო დიდი პროგრამაა პატარა ქვეპროგრამებით. სწორედ ამიტომ, ყველა პროცესი ამ პროგრამების მოქმედებას ექვემდებარება და მისი ნაწილია. ამრიგად, კვანტური გადასვლა შეეხება ყველა ადამიანს და ყველა ცოცხალ ორგანიზმს პლანეტაზე. უკვე ახლა ვგრძნობთ კვანტურ გადასვლას ერთიდან მეორე მდგომარეობაში. როგორი იქნება ახალი მდგომარეობა, ჯერ უცნობია. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერს, რაც ჩვენს სამყაროში ხდება, თავისი კანონზომიერება აქვს.

რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, დღეს ჩვენი სამყარო სრულ ქაოსს ჰგავს. მაგრამ ქაოსიც პროგრამაა, რომელსაც აქვს დასაწყისი და დასასრული. მოდით, დავუბრუნდეთ ისტორიას და გავიხსენოთ 2019 წელი. სწორედ ამ მომენტიდან, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ჩვენი თაობის კვანტური გადასვლა დაიწყო.

2020 წელი მთელი მსოფლიო მოიცვა კორონავირუსის პანდემიამ. ეს კვანტური გადასვლის ერთი ნახტომია. როცა ერთი სისტემა იშლება, ხოლო მის ადგილზე იქმნება ახალი. სწორედ მაშინ მოხდა მსოფლიო ფინანსური სისტემის ნგრევა. კაცობრიობა იძულებული იყო ცხოვრების ჩვეული წესი შეეცვალა და დისტანციურ არსებობაზე გადასულიყო. ბევრი წარმოება დაიხურა, ბიზნესი ონლაინ რეჟიმში გადავიდა. ქვეყნების და კონტინენტების რესურსების და შესაძლებლობების გლობალური გადანაწილება მოხდა.

ახალი სამყაროს მოწყობა

კორონავირუსის შემდეგ ჩვენი სამყარო შევიდა ახალ კვანტურ ნახტომში. ესაა ომი და ნგრევა. კონფლიქტები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებს შორის ხდება, ესეც პროგრამული მოვლენაა. ვაკვირდებით ქვეყნებს შორის გეოპოლიტიკურ გადანაწილებას. ერთი ქვეყანა მსოფლიოში პირველობას კარგავს და მათი არსებობა პრობლემური ხდება. ახალ სამყაროს აღარ სჭირდება უზარმაზარი ქვეყნები, რომლებიც მიჩვეულნი არიან სხვა ხალხების დამონებას. მსოფლიო არენაზე გამოდიან სახელმწიფოები, რომლებიც აფასებენ ურთიერთდახმარების და სიკეთის ადამიანურ თვისებებს.

დღეს ძნელი დასაჯერებელია, რომ ნებისმიერი რესტრუქტურიზაცია მტკივნეული პროცესია. რაღაც ახალი რომ გაჩნდეს, ადგილი უნდა გაასუფთავოთ და ყველაფერი ზედმეტი მოიშოროთ. ასე ხდება მსოფლიო მასშტაბით. როგორი იქნება ახალი სამყარო, თითოეულ ჩვენგანზე დამოკიდებულია. რაც უფრო მეტ ადამიანობას და დახმარებას გამოვავლენთ, მით უფრო ხელსაყრელი პირობები იქნება ახალ სამყაროში.