ტესტი, რომელიც გიპასუხებთ კითხვაზე, ვინ ხართ სინამდვილეში: ინტროვერტი თუ ექსტროვერტი

0
418

ტემპერამენტს ადამიანზე ბევრი რამის თქმა შეუძლია. ბავშვობიდან ვამჩნევთ, რომ სხვადასხვა ხალხი ერთსა და იმავე სიტუაციაში განსხვავებულად იქცევა. ზოგი სწრაფად პოულობს მეგობრებს და ურთიერთობს ნებისმიერ კომპანიაში. ზოგი, პირიქით, ჩუმად დგას და არ იცის, როგორ დაიწყოს საუბარი. პაპარაცი გთავაზობთ, გაიაროთ მარტივი ტესტი და გაარკვიოთ, ვის უწოდებენ ინტროვერტს, ვის – ექსტროვერტს.

ასეთი მარტივი ტესტი საკუთარი თავის და ახლობლების უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ. როცა ადამიანის ტემპერამენტს ითვალისწინებთ, მასზე რეაქცია იცვლება. ბავშვის ტემპერამენტის გაგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასე მშობლები და მასწავლებლები მასთან ურთიერთობას უკეთ ჩამოაყალიბებენ. ბავშვს და საყვარელ ადამიანებს ამ ტესტის გავლა შეგიძლიათ შესთავაზოთ. აი, ნახავთ, კონფლიქტების უმეტესობა თავისთავად გაქრება, როცა ერთმანეთის ტემპერამენტს გაიგებთ.

ვის უწოდებენ ინტროვერტს

უბრალოდ ყურადღებით შეხედეთ მოცემულ სურათს. პირველი, რასაც მასზე დაინახავთ, თქვენს ტემპერამენტს ასახავს. სცადეთ, რომ პასუხის გასაგებად ქვემოთ არ ჩაიხედოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენმა ქვეცნობიერმა ვარიანტი თავად აირჩიოს. მთავარია, ტესტის შესრულებამდე მოდუნდეთ და სხვა არაფერზე იფიქროთ. ასე კვლევა სწორად ჩატარდება. ტესტი 90% მუშაობს და თქვენს შინაგან პოტენციალზე დეტალურად საუბრობს. ასე რომ, სურათს ყურადღებით დააკვირდით. პირველი, რასაც დაინახავთ, თქვენს ტემპერამენტს ასახავს.

თუ პირველი, რაც დაინახეთ, ერთმანეთისკენ მიმართული სახეები იყო, მაშინ ექსტროვერტი ხართ. ურთიერთობაში და ახალი ნაცნობების მიმართ ყოველთვის გულღია ხართ. მარტოობა არ გიყვართ, მუდმივად ყურადღების ცენტრში უნდა იყოთ. ექსტროვერტს ერთი ნაკლი აქვს, ყოველთვის სიმართლეს ამბობს. რა თქმა უნდა, სიმართლის გაგება ყველას არ სიამოვნებს. ექსტროვერტი ძალიან მოძრავია და ყოველთვის აღწევს დასახულ მიზანს. საჯაროდ ან დიდ კომპანიაში შემოქმედებით პროფესიებს უპირატესობას ანიჭებს.

თუ პირველად დაინახეთ ორი მთვარე, ეს ინტროვერტის ნიშანია. ერთი შეხედვით, ინტროვერტი არამეგობრულია, მაგრამ ეს მცდარი წარმოდგენაა. დიახ, ინტროვერტი ჩაკეტილია და ძალიან შერჩევითი ურთიერთობაში. მარტო დროის გატარება უყვარს, დამოუკიდებლად მუშაობას უპირატესობას ანიჭებს. სწორედ მათ თავში იბადება გენიალური იდეები და ხელოვნების ნიმუშები. ინტროვერტი ძალიან მომთმენი და შეუპოვარია. ერთ ამოცანაზე შეუძლია საათობით იჯდეს და სხვადასხვა მეთოდით მისი ამოხსნა სცადოს.

აი, თუ პირველად პეპელა დაინახეთ, ამბივერტი ხართ. ეს ინტროვერტსა და ექსტროვერტს შორის რაღაც შუალედურია. აფასებთ, რომელ კომპანიაში როგორ მოიქცეთ. თქვენი ოპტიმიზმის მიუხედავად, ყველაზე მეტად არ გიყვართ, როცა ვინმე თქვენზე ზეწოლას ახდენს. ერთნაირად შეგიძლიათ წაიკითხოთ საყვარელი წიგნი განმარტოებაში ან გაერთოთ ხმაურიან კომპანიაში. როგორ ახერხებს ამბივერტი ორი სხვადასხვა ხასიათის შეთავსებას, მეცნიერებმა ჯერ ვერ ამოხსნეს.