ექიმი: პრობიოტიკების და პრებიოტიკების მიღება 40 წლის შემდეგ წონის დაკლებაში გვეხმარება

105

ექიმი სვეტლანა კანევსკაია საუბრობს, რას შეუძლია დაგვეხმაროს წონის დაკლებაში 40 წლის შემდეგ, როცა ზედმეტი კილოგრამების დაკარგვა უფრო რთულდება.

ექიმის თქმით, 40 წლის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ხდება პროცესები, რომლებიც ხელს უშლის მოხდენილი ფორმების შენარჩუნებას და ზედმეტი კილოგრამებისგან თავის დაცვას.

“ასაკის მატებასთან ერთად ადამიანში შეიძლება განვითარდეს ღვიძლის დისფუნქცია, რაც ნეგატიურად აისახება ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეზე და გახდომის უნარზე” – ასახელებს ექიმი დაბერებასთან დაკავშირებულ ერთ–ერთ ცვლილებას.

ამავდროულად, ექსპერტი აღნიშნავს, რომ 40 წლის შემდეგ წონის დაკლება არაა შეუსრულებელი მისია. სვეტლანა კანევსკაია გვიზიარებს რჩევებს, რომლებიც ამის მიღწევას შესაძლებელს ხდის.

ექიმის ერთ–ერთი რჩევა: ფიზიკური აქტივობის საჭირო დონის შენარჩუნება. მეტი უნდა იმოძრაოთ, იაროთ, ვარჯიშები შეასრულოთ. გასახდომად ყველაზე ეფექტურია ვარჯიშები, რომელიც სუნთქვას ახშირებს და ოფლდენას ზრდის.

“30–40 წუთის განმავლობაში რეგულარული ვარჯიში ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას ხელს უწყობს. ვარჯიშისას ჭარბი ოფლიანობა სასურველია” – ამბობს ექიმი.

გარდა ამისა, გახდომას ხელს უწყობს გარკვეული ფორმატის კვება. მასში არ უნდა შედიოდეს შაქარი, ტრანსცხიმები, სწრაფი კვების პროდუქტები, ალკოჰოლი. დამატებით, საკმარისი რაოდენობის ცილა უნდა მიიღოთ. 40 წლის შემდეგ გახდომაში დაგეხმარებათ პრობიოტიკების და პრებიოტიკების მიღება.

“დალიეთ თქვენი წონისთვის საკმარისი სითხე. მიიღეთ ბევრი უჯრედისი, პრებიოტიკი და პრობიოტიკი” – აჯამებს ექიმი.

პრობიოტიკები სასარგებლო ბიფიდო და ლაქტობაქტერიებია, რომლებიც ნაწლავების მიკროფლორაში ცხოვრობენ. პრებიოტიკები არის ნივთიერება, რომელიც მათ ზრდას ხელს უწყობს. პრებიოტიკების წყაროა ბანანი, ვაშლი, მარცვლეული, პარკოსანი, ნიორი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობა გასახდომად – სრულფასოვანი ძილი. ექიმი გირჩევთ, რომ არაუგვიანეს 23:00 საათზე საწოლში დაწვეთ.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს ატარებს. უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს