როცა სახლიდან გავდივარ, თუნდაც 1 წუთით, კატასთან ბოდიშის მოხდით ვბრუნდები, სხვაგვარად შეუძლებელია

125

სახლში ამინდი არა მხოლოდ ადამიანებს შორის ურთიერთობით განისაზღვრება. ცხოველებსაც თავისი წვლილი შეაქვს და ხშირად თავისი თამაშით, სიყვარულით განწყობას გვიმაღლებენ. უბრალოდ მათი არსებობით. ოთხფეხა, ბუმბულიანი, ნებისმიერი. ამისთვის ვიხდით კარგი ურთიერთობით, კვებით, თავისუფალი დროით. რა გავაკეთოთ, თუ საყვარელი კატა განაწყენებულია, კუთხეში ზის და ყურადღებას აღარ გვაქცევს? მენდეთ, სასაცილო სიტუაცია არაა. შინაური ცხოველიც განიცდის ნეგატივს და ამის გამო ავადდება კიდეც. ყველა ცოცხალ არსებას მოფერება უყვარს.

ძაღლი იწყებს ხმამაღლა ყეფას ან გაბრაზებას. თუთიყუში დეპრესიაში ვარდება, ბუმბულს იგლეჯს, სანამ სულ არ გაშიშვლდება. კატა აპათიური ხდება, პატრონთან კონტაქტში დიდხანს ვეღარ შედის. საყვარელ საკვებსაც ყურადღებას არ აქცევს. თუ ამაზე ხელს ჩაიქნევთ, სიტუაცია თავისით ნამდვილად ვერ მოგვარდება. უბრალოდ ოჯახის ფავორიტს დაკარგავთ და სახლში სულიერ მდგომარეობას გააფუჭებთ. სწორედ ამიტომ, პაპარაცი გიამბობთ, რა და როგორ უნდა გააკეთოთ, თუ მსგავსი სიტუაცია მოხდება თქვენს ცხოვრებაში.

კატა განაწყენდა

იყიდება

პირველ რიგში, უნდა გაარკვიოთ, განაწყენებულია თქვენი საყვარელი ფუმფულა მხოლოდ თქვენზე, მთელ ოჯახზე თუ უბრალოდ ავად არის? მაგალითად, შოტლანდიური ჯიშის კატა განსაკუთრებული სიმშვიდით და გულგრილობით გამოირჩევა. ყველაფერი, რაც აინტერესებს, არის საკვები მისთვის მოსახერხებელი რაოდენობით. ადამიანის ყურადღება მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. გაუთვითცნობიერებელ ადამიანს თავიდან ასე შეიძლება მოეჩვენოს.

ჩვეულებრივი ეზოს ძაღლი, მაგალითად, ნაცრისფერი–ჭრელი შეფერილობის უფრო მხიარული და ყურადღებიანია. ითვლება, რომ მას პატრონი ყველაფრის მიუხედავად ეყვარება. ამ ჯიშის კატას, როგორც ადამიანებს, ძალიან განსხვავებული ხასიათი აქვთ. მაგალითად, შეიძლება იყოს ძალიან კომუნიკაბელური, მაგრამ ზოგჯერ აჭარბებს: იკბინება და იკაწრება, თუნდაც მხოლოდ გათამაშება გადაწყვიტეთ. ყველაფერი დამოკიდებულია აღზრდაზე, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში. ასევე “ურთიერთობის წრეზე”. თუ თქვენი კატა გარეთ დიდხანს სეირნობას მიჩვეულია, ეს მის ჩვევებზე გავლენას მოახდენს.

ასე რომ, ვეტერინართან კონსულტანცია გაიარეთ, გაარკვიეთ, რომ თქვენი კატა ჯანმრთელია, შემდეგ საქმეზე გადადით. მეგობრობას ვერ იყიდით, მაგრამ კუდიანის შემთხვევაში, მწარე “აბი” შეგიძლიათ დაატკბოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ როგორი ზარმაციც არ უნდა იყოს თქვენი შინაური ცხოველი, მასში ნადირობის ინსტინქტები არ გამქრალა, ასე რომ ოთხ კედელში ჩვეულებრივი თამაში მისი საინტერესო საქმიანობაა. ამისთვის გამოყავით ცოტა დრო, უმჯობესია საღამოს და უბრალოდ ეთამაშეთ.

როგორ ვთხოვოთ პატიება, თუ კატა განაწყენდა

ყველაფერი გამოგადგებათ: სათამაშო ძაფზე, რაიმე თასმა ან რაღაც მსგავსი. კატისთვის ბრენდს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, სითბო და ყურადღება. გარდა ამისა, დღისით უყვარს ძილი ან დასვენება, ღამის პერიოდში აქტიურდება. ასე რომ, საღამო კარგი კომპრომისია. თუ ბევრს მუშაობთ და შინაურ ცხოველს საკმარის დროს ვერ უთმობთ, იმპროვიზაცია ჩართეთ: მუყაოს ყუთი, რომელშიც კატა შეძლებს შეძვრეს ადამიანის გარეშე. ცხოველისთვის ეს გასართობია.

გარდა ამისა, ნორმალურ ორგანიზმს აქტიური თამაშის შემდეგ კალორიების შევსება სჭირდება. დროა, კატას გემრიელობა შესთავაზოთ. ეს თქვენს ურთიერთობაზე კარგად აისახება. ასე თავს წარმოაჩენთ მზრუნველ პატრონად, რომელიც თავის შინაურ ცხოველზე ზრუნავს. საყვარელი კერძის ნაჭერი, თუნდაც მცირე, ისევ დაგააახლოებთ. კარგი მეთოდია, რომ ცხოველს განწყობა აუმაღლოთ და შეახსენოთ, რომ ბინაში ტყუილად არ ტრიალებთ და თქვენი ყოფით ყურადღებას არ უფანტავთ.

ეშმაკური ხრიკი

ბოლო დროს მეპატრონეები მიმართავენ მაღაზიის ერთ ხრიკს. ფხვიერ ფორმაში ან სპეციალურ ქისებში ყიდულობენ დაპრესილ კატაპიტნას, რომელიც ცხოველის ყნოსვაზე განსაკუთრებულად მოქმედებს. რამდენიმე ვიდეო უკვე გავრცელდა, სადაც კატა გვერდზე დებს ყველაფერს, მათ შორის საჭმელს, რომ ითამაშოს ახალი, არომატული მხოლოდ მისთვის განკუთვნილი სათამაშოთი. ზოგიერთი ადამიანი, განსაკუთრებით გამყიდველები, ამტკიცებენ, რომ ასეთი შენაძენი ცხოველისთვის უვნებელია და დამოკიდებულებას არ იწვევს. სხვები, პირიქით, ამბობენ, ყველაფერი ასე მარტივად არაა. სამწუხაროდ, ზუსტ ინფორმაციას ჯერ არავინ ფლობს.

როგორ არ ღირს მოქცევა

რა არ უნდა გააკეთოთ შერიგებისას: მაგალითად, არ უყიდოთ ცხოველს “შერეული” კოსტიუმები ან წინდები. ამას ვერ იტანს. შედარებით ცოტა ხნის წინ (სადღაც 5 წლის წინ) “ჯიბის” ძაღლებისთვის ძვირადღირებული და არც ისე აქსესუარების მოდა შემოვიდა. საბრალო ჩიხუახუას, შემდეგ ფრანგული ბულდოგის და სხვა პატარა ჯიშის პატრონები მთელ ფულს სპეციალიზირებულ მაღაზიებში ყრიან, რომ იყიდონ მძივებისგან, ბამბისგან და აბრეშუმისგან დამზადებული ტანსაცმელი. უნდა ითქვას, რომ უცნაურად გამოიყურება. პატარა ძაღლები დიდი ხანია მოშინაურებულია და შედარებით უსაფრთხოა, მაგრამ მათზე ამის დანახვა რთულია. ალბათ, მხოლოდ 1–2 ფოტოსთვის. მაგრამ არა მუდმივად!

ეს მოდა კატებზეც გავრცელდა, რითაც მათ ნერვები ძალიან მოუშალეს. პატარა წინდაც ან კლაჭებზე ჩამოსაცმელიც უკვე ბუნებას ეწინააღმდეგება. სვიტერები ციმბირის ჯიშისთვის ან მეინ კუნისთვის? ეს არც ერთ ჩარჩოში არ ჯდება. ეს საქმე სფინქსებს დაუტოვეთ და ისიც იმ შემთხვევაში, თუ სახლში ან ბინაში ნორმალური გათბობა არ გაქვთ. საყვარელ ოთხფეხას ტყუილად ნუ დატანჯავთ! ისიც ყოფნით, რომ მშრალი საკვებით იკვებებიან.

წყლის თასის წესი არ დაგავიწყდეთ. ღრმა არ უნდა იყოს, რომ კატას ულვაშების დასველება არ მოუწიოს. უფრო სწორად, ვიბრისების. ცხოველი მას იყენებს სივრცეში ორიენტაციისთვის: იმის გასაგებად, შეძლებს თუ არა კონკრეტულ ხვრელში გაძვრომას. მათ სამყაროში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, ცივ წყალში დასველება ან თასის კედელზე მისი დაზიანება ზედმეტია. შესაძლოა, კატამ ამის გამო წყლის დალევაზე უარი თქვას.

ადამიანი და კატა შეიძლება გახდნენ საუკეთესო მეგობრები, ხშირად ასეც ხდება. თუმცა გახსოვდეთ, რომ კატა, ძაღლისგან განსხვავებით, დამოუკიდებლად გამოიყურება, მაგრამ ინდივიდუალური ხასიათი, გრძნობები აქვს. თქვენს ცხოველზე იზრუნეთ და ისიც სიყვარულით გიპასუხებთ. კატას უყვარს ალერსი, ეს უბრალო ახირება არაა. გაიხსენეთ ძველი ეგვიპტელები, რომლებიც ჩვეულებრივ ცხოველებს აღმერთებდნენ. ვინ ვინ, მათ რაღაც ნამდვილად იცოდნენ. შესაძლოა, არქეოლოგებს ამ საიდუმლოს ამოხსნა ჯერ კიდევ წინ აქვთ. ოდესმე, მომავალში.