16 კარგი და კეთილი ისტორია, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ მაშინაც კი, თუ ირგვლივ ყველაფერი ცუდადააა

153

ბოლო პერიოდში ჩვენს ირგვლივ მხოლოდ ნეგატივი ტრიალებს – ომები, ავადმყოფობა, სკანდალები და სიკვდილი დანარჩენს ხალხს გულგრილს ხდის. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ამ ყველაფერთან ერთად თითქმის ყოველ წუთს სადღაც სიკეთე ხდება. უბრალოდ ასეთ ამბებს მედია ხშირად არ აშუქებს.

როგორც იცით, თუ თვალს დახუჭავთ, ის არ გაქრება და ასეა სიკეთის შემთხვევაშიც. ზოგადად, ეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, მაგრამ მწუხარებაში, სიბრაზეში, შფოთვასა და ზრუნვაში იმდენად ჩაძირული ვართ, რომ ბანალურად ვერ ვამჩნევთ. და კიდევ ერთი ბანალურობა: საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოთ. თქვენს მიერ ჩადენილი პატარა სიკეთეც კი სამყაროს უკეთეს ადგილს გახდის.

შტატებში რამდენიმე სატვირთო მანქანა ერთ რიგზე დადგა, რომ მამაკაცისთვის ხიდიდან გადმოხტომის უფლება არ მიეცათ.

იყიდება

გაჭირვებულებისთვის საკვების უფასოდ გაცემის შესახებ განცხადება.

ბელგრადის გუნდის „პარტიზანის“ მეკარე თანაგუნდელს ამშვიდებს, რომელსაც მთელი მატჩის განმავლობაში ტრიბუნებიდან შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ჩემი მეზობელი ყოველდღე პატარა დას ურეკავს, რომ ალგებრის საშინაო დავალებების შესრულებაში დაეხმაროს.

უსახლკარომ თავისი უკანასკნელი 3 ფუნტი სტუდენტს მისცა, რომელსაც სახლში წასასვლელად ფული არ ყოფნიდა. მან მეგობრების ორგანიზება მოახდინა და უსახლკაროსთვის 42 000 ფუნტი შეაგროვა.

მონტანა ბრაუნი სიმსივნეს ორჯერ ებრძოდა  2 წლის და 15 წლის ასაკში და გაიმარჯვა. როცა გაიზარდა ექთნად მუშაობა დაიწყო იმ საავადმყოფოში, სადაც გადაარჩინეს.

დევიდ და ჰიზერ მოშერები საავადმყოფოში დაქორწინდნენ, რადგან გოგონა სიმსივნეს ებრძოდა. ქორწინებიდან 18 საათის შემდეგ გოგონამ ამქვეყნიური ცხოვრება დატოვა.

1998 წელს ოფიცერმა, პეტერ ჰერცმა ხანძრიდან პატარა გოგონა გადაარჩინა. 2016 წელს ოფიცერი მის გამოსაშვებ საღამოზე მივიდა.

5 წლის შონი სუპერ გმირის კოსტიუმებს იცვამს და თავის უბანში უსახლკარო კატებს ეხმარება.

როცა მამაკაცი თავის სახლთან გზას თოვლისგან წმენდა, გულის შეტევა დაემართა. ექიმები, რომლებმაც მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, კვლავ დაბრუნდნენ და მისი დაწყებული საქმე დაასრულეს.

პატარძლის მამამ გარდაცვალებამდე თავისი ორგანოები სხვა ადამიანებს მისცა. მასთან ქორწინებაზე მივიდა მამაკაცი, რომელსაც მამის გული შეხვდა.

პენსიონერი დუბლინიდან ყოველ საღამოს დაახლოებით 50 პორცია კარეს ამზადებს და უსახლკაროებს ქუჩაში ურიგებს.

მენი პაკიაო ისტორიაში ერთადერთი მოკრივეეა, რომელსაც 8 წონით კატეგორიის ჩემპიონის ტიტული აქვს. ფილიპინების ღარიბი ოჯახებისთვის საკუთარ ტერიტორიაზე მან ათასობით სახლი ააშენა.

რიოში ოლიმპიადაზე რბოლის დროს ნიკი ჰამბლინი ამერიკელ ები დაგოსტინოს შეეჯახა. გოგონა მოწინააღმდეგეს ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა და ხელიხელ ჩაკიდებულნი ფინალურ ხაზამდე მივიდნენ. ორივე ფინალამდე დაუშვეს, ასევე ნამდვილი სპორტული საქციელისთვის ჯილდოც კი გადასცეს.

უსახლკარო ტაილანდელმა იპოვა საფულე ბევრი ფულით და საკრედიტო ბარათებით, მაგრამ პოლიციის განყოფილებაში მიიტანა. მეპატრონე პატარა ქარხნის მფლობელი აღმოჩნდა, რომელმაც მამაკაცს ოფისის ბინა მისცა და მუდმივი სამუშაოთი უზრუნველყო.

„ჩემი ქალიშვილი დაბადებიდან ვერ ხედავს, ამიტომ მე-9 დაბადების დღეზე გამოვაცხვეთ ტორტი, სადაც ბრაილის შრიფტით ეწერა „მე შენ მიყვარხარ“ და „დაბადების დღეს გილოცავ“.“

ყველა ეს პატარა, ადგილობრივი ისტორიაა, მაგრამ ესენიც კი შიგნიდან სითბოს იწვევენ. ასეთი პატარა საქციელები აჩვენებს, რომ ჩვენ, ადამიანები, არც თუ ისე ცუდები ვართ, როგორც ვფიქრობთ.