ვამწნილებთ პიკანტურ კომბოსტოს ზამთრისთვის: 6 რჩეული რეცეპტი

0
1128

დღევანდელი სტატია ეძღვნება ხელნაკეთი ნამზადების მოყვარულებს. პაპარაცი გიამბობთ, როგორ მოამზადოთ წვნიანი და ხრაშუნა კომბოსტო ზამთრისთვის. შეინახეთ 6 დიდებული რეცეპტი, რომელიც ყოველთვის გამოგადგებათ.

ამ ნაკრებში შესულია კომბოსტოს მომზადების სხვადასხვა მეთოდი. მხოლოდ მარინადით მოხუფეთ ან დაუმატეთ ბოსტნეული (სტაფილო, პომიდორი, კიტრი ან ჭარხალი). შედეგი გაგაოცებთ.

წვნიანი და ხრაშუნა კომბოსტო ზამთრისთვის: მომზადების 6 მეთოდი

ნამზადი ჭარხლით

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ კომბოსტო
  • 1 მსხვილი ჭარხალი
  • 6 კბილი ნიორი
  • 1 ჩილის წიწაკა
  • 1 ლ წყალი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 2 ს/კ მარილი
  • 6 მარცვალი ბაჰარის წიწაკა
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • 0,5 ჭიქა ვაშლის ძმარი

მომზადების წესი:

  1. კომბოსტოს ზედა ფურცლები მოაშორეთ. კომბოსტო მსხვილ კვადრატებად დაჭერით. ჭარხალი გაასუფთავეთ და თხელ ფირფიტებად დაჭერით.
  2. ნიორი გაასუფთავეთ და პრესით დააქუცმაცეთ. ცხარე წიწაკა კარგად გარეცხეთ და რგოლებად დაჭერით.
  3. ყველა მომზადებული ინგრედიენტი აურიეთ. სტერილიზებული ქილები ბოსტნეულის ნარევით გაავსეთ.
  4. მარინადი მოამზადეთ. წყალი ქვაბში ჩაასხით. შაქარი და მარილი დაუმატეთ. ბაჰარის წიწაკა და დაფნის ფოთოლი დაუმატეთ. ქვაბი ცეცხლზე დადეთ. მისი შიგთავსი ადუღებამდე მიიყვანეთ.
  5. 2 წუთში ქურიდან გადადგით. ოდნავ შეგრილებულ ნარევს ვაშლის ძმარი ჩაასხით. კარგად აურიეთ. თბილი მარინადი ქილაში ბოსტნეულს დაასხით.
  6. ქილებს თავსახურები მჭიდროდ დაახურეთ. სრულ გაგრილებამდე სამზარეულოში გააჩერეთ.

სალათი ბადრიჯნით

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ბადრიჯანი
  • 500 გ თეთრი კომბოსტო
  • 100 გ სტაფილო
  • 4 კბილი ნიორი
  • 2,5 ს/კ მარილი
  • 150 მლ ვაშლის ძმარი
  • ნახევარი ცხარე წიწაკა

მომზადების წესი:

  1. ბადრიჯანი კარგად გარეცხეთ, ყუნწები მოაშორეთ. სიგრძეზე ზოლებად დაჭერით. ბადრიჯანი მდუღარე წყალში ჩაყარეთ, ცოტა მარილი დაუმატეთ.
  2. ბადრიჯანი 5 წუთი ხარშეთ. შემდეგ ბოსტნეული საწურზე გადაიტანეთ. გაგრილება აცადეთ. ბადრიჯანი მსხვილ კუბებად დაჭერით.
  3. კომბოსტო წვრილად დაჭერით. სტაფილო გათალეთ და წვრილად გახეხეთ. ნიორი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით. ცხარე წიწაკა გარეცხეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით.
  4. კომბოსტო, სტაფილო, ნიორი და წიწაკა დიდ თასში აურიეთ. ძმარი დაუმატეთ. ყველა ინგრედიენტს აურიეთ.
  5. ბოსტნეულის ნარევი გადაიტანეთ სტერილიზებულ ქილებში, ბადრიჯნის ფენების მონაცვლეობით. ჭურჭელს თავსახური დაახურეთ. გრილ ადგილას ან მაცივარში შეინახეთ.

ცხარე წითელი კომბოსტო

ინგრედიენტები:

  • 500 გ წითელი კომბოსტო
  • 500 მლ წყალი
  • 100 მლ სუფრის ძმარი
  • 40 მლ მცენარეული ზეთი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 1 ცალი მიხაკის კვირტი
  • 2 მარცვალი შავი წიწაკა
  • 2,5 ს/კ მარილი
  • 1,5 ს/კ შაქარი

მომზადების წესი:

  1. კომბოსტოს ზედა ფურცლები მოაშორეთ. კომბოსტო 4 ნაწილად დაჭერით. ხიკვი მოაშორეთ. კომბოსტო წვრილ ზოლებად დაჭერით. ღრმა თასში გადაიტანეთ.
  2. კომბოსტოს 1 ჩ/კ მარილი მოაყარეთ და ხელით დასრისეთ. ჭურჭელს თავსახური დაახურეთ და 4 საათი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.
  3. მარინადი გააკეთეთ. წყალი ქვაბში ჩაასხით. შაქარი და დარჩენილი მარილი ჩაყარეთ. დაფნის ფოთოლი, შავი წიწაკა და მიხაკი დაუმატეთ. ქვაბი ქურაზე დადეთ.
  4. მარინადი ადუღებამდე მიიყვანეთ. ცეცხლზე 5 წუთი გააჩერეთ. შემდეგ მარინადი ქურას მოაშორეთ. ძმარი ჩაასხით და კარგად აურიეთ.
  5. კომბოსტო სტერილიზებულ ქილებში გადაანაწილეთ, ძალიან არ ჩატუმბოთ. ბოსტნეულს ცხელი მარინადი დაასხით, კიდემდე 1 სმ თავისუფალი დატოვეთ.
  6. მცენარეული ზეთი ზომიერ ცეცხლზე ცხელ მდგომარეობამდე გააცხელეთ. კომბოსტოს ზემოდან დაასხით. ქილები მოხუფეთ.
  7. ქილები გადააბრუნეთ. საბანში შეფუთეთ. კომბოსტო სრულ გაგრილებამდე სამზარეულოში გააჩერეთ.

წასახემსებელი პომიდვრით

ინგრედიენტები:

  • 400 გ პომიდორი
  • 150 გ თეთრი კომბოსტო
  • 1 ს/კ სუფრის ძმარი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 0,5 ს/კ მარილი
  • 2 ტოტი კამა
  • 1 ტოტი ოხრახუში

მომზადების წესი:

  1. კამა და ოხრახუში გარეცხეთ. ნიორი გაასუფთავეთ. ფირფიტებად დაჭერით. სტერილიზებული ქილის ძირში ჩააფინეთ მწვანილი, ნიორი და დაფნის ფოთოლი.
  2. პომიდორი კარგად გარეცხეთ. კომბოსტო წვრილად დაჭერით. ქილაში ფენებად ჩააწყვეთ, ბოლომდე გაავსეთ.
  3. მდუღარე წყალი ჭურჭელში ჩაასხით. თავსახური დაახურეთ. 20 წუთი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. შემდეგ სითხე ქვაბში გადაასხით.
  4. ქილიდან გადასხმული წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ. შემდეგ ისევ კომბოსტოს და პომიდორს დაასხით. 20 წუთი მოიცადეთ. სითხე ისევ ქვაბში დააბრუნეთ.
  5. წყალს მარილი და შაქარი დაუმატეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და ქურიდან გადადეთ. მარინადს ძმარი ჩაასხით. მიღებული მდუღარე ნარევი ქილაში ბოსტნეულს დაასხით.
  6. ქილები მოხუფეთ და გადააბრუნეთ. ქილები პირსახოცით შეფუთეთ და გაგრილებამდე სამზარეულოში გააჩერეთ.

კომბოსტო ბულგარული წიწაკით

ინგრედიენტები:

  • 2 კგ თეთრი კომბოსტო
  • 2 კგ ტკბილი წიწაკა
  • 1 ლ წყალი
  • 3 კბილი ნიორი
  • 150 მლ სუფრის ძმარი
  • 150 მლ მცენარეული ზეთი
  • 2 ს/კ მარილი
  • 0,5 ს/კ შაქარი

მომზადების წესი:

  1. კომბოსტო ზედა ფურცლებისგან გაასუფთავეთ, შემდეგ წვრილად დაჭერით. ბულგარული წიწაკა კარგად გარეცხეთ, ყუნწი და თესლი მოაშორეთ, ზოლებად დაჭერით.
  2. ნიორი გაასუფთავეთ და ფირფიტებად დაჭერით. დიდ ჭურჭელში კომბოსტო, წიწაკა და ნიორი შეურიეთ. კარგად აურიეთ.
  3. მარინადი მოამზადეთ. წყალი ქვაბში ჩაასხით. მარილი და შაქარი დაუმატეთ. ნარევი 5 წუთი ადუღეთ, შემდეგ ქურას მოაშორეთ.
  4. მარინადს დაუმატეთ ძმარი და მზესუმზირის ზეთი. ერთგვაროვანი ნარევის მიღებამდე კარგად აურიეთ.
  5. სტერილიზებული ქილები ბოსტნეულის მასით გაავსეთ. მდუღარე მარინადი დაასხით. ქილები ჩააწყვეთ ქვაბში, რომლის ძირშიც პირსახოცია ჩაფენილი.
  6. ქვაბში ჩაასხით წყალი, რომელიც ქილებს მხრებამდე უნდა წვდებოდეს. ქურაზე მოათავსეთ. ქილები 30 წუთი გაასტერილეთ.
  7. ქილები კარგად მოხუფეთ და გადააბრუნეთ. თბილად შეფუთეთ, 24 საათი სამზარეულოში გასაგრილებლად დატოვეთ.

სალათი კიტრით

ინგრედიენტები:

  • 1 კგ თეთრი კომბოსტო
  • 700 გ ახალი კიტრი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 1,5 ს/კ მარილი
  • 100 მლ ვაშლის ძმარი
  • 8 კბილი ნიორი
  • 120 მლ მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

  1. კომბოსტო წვრილად დაჭერით და ქვაბში მოათავსეთ. შაქარი დაუმატეთ. კომბოსტო ხელით დასრისეთ.
  2. კიტრი გარეცხეთ და გაამშრალეთ. პატარა ნაჭრებად დაჭერით. სტაფილო გათალეთ და გახეხეთ. ბოსტნეული კომბოსტოს დაუმატეთ.
  3. ნიორი გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ. ნიორი, მარილი და ზეთი ბოსტნეულს დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ქვაბს თავსახური დაახურეთ და 3 საათი სამზარეულოში გააჩერეთ.
  4. ქვაბი ქურაზე გადადეთ. ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ. ბოსტნეული 15 წუთი სუსტ ცეცხლზე ხარშეთ.
  5. ქვაბი ქურიდან გადადეთ. ძმარი ჩაასხით და კარგად აურიეთ. ცხელი სალათი სტერილიზებულ ქილებში გადაანაწილეთ და მოხუფეთ. სრულ გაგრილებამდე სამზარეულოში გააჩერეთ.

მომზადების ამ ტექნოლოგიის დაცვით ზამთრისთვის იდეალურ წასახემსებლებს მოამზადებთ. ყველა რეცეპტში ერთი და იმავე ძირითადი ინგრედიენტი გამოიყენება, მაგრამ ნამზადების გარეგნობა და გემო განსხვავდება. საერთო არის ძლიერი ხრაშუნა გემო და შეუდარებელი არომატი.