3 საიმედო მეთოდი, როგორ შეინახოთ ახალი მწვანილი 60 დღემდე

0
651

ცივ სეზონზე უფრო მეტად ვაფასებთ ახალ მწვანილს, რომელიც ვიტამინებით მდიდარია. სამწუხაროდ, უმეტესად მწვანილის მაცივარში დიდხანს შენახვა არ გამოგვდის. უკვე რამდენიმე დღეში მწვანილი მუქდება და ჭკნება. სწრაფი ლპობის თავიდან ასაცილებლად უნდა იცოდეთ, როგორ შეინახოთ ახალი მწვანილი მაქსიმალურად დიდხანს.

სწორი მიდგომით ამ პროდუქტის გაფუჭებას 2 თვემდე გადადებთ. ამისთვის არ დაგჭირდებათ ჭიქა წყალი მაცივარში. ყველაფერი უფრო მარტივი და გასაგებია.

როგორ შევინახოთ ახალი და არომატული მწვანილი

მეთოდი № 1

ჭკნობის თავიდან ასაცილებლად მწვანილი ქაღალდის პირსახოცში გაახვიეთ. ქაღალდი ზედმეტ ტენს შთანთქავს. სწორედ მის გამო ჩნდება პროდუქტზე ლორწო. მწვანილი კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. კონტეინერის ძირში ქაღალდის პირსახოცი ჩააფინეთ და მწვანილი გადაიტანეთ. ზემოდან კიდევ ერთი ფენა პირსახოცი დააფარეთ. კონტეინერს თავსახური კარგად დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ. ასე ახალ მწვანილს 14 დღემდე შეინახავთ.

მეთოდი № 2

მეორე მეთოდი წინა მეთოდისგან ძალიან განსხვავდება. უფრო ჭიქა წყალში მწვანილის შენახვის მეთოდს ჰგავს იმ განსხვავებით, რომ ეს მეთოდი არ გულისხმობს კონტეინერის სითხით გამოყენებას, რომელიც მაცივარში ადვილად შეიძლება გადააბრუნოთ. მწვანილი გარეცხეთ. არ გაამშრალოთ. სველი მწვანილი წყლით გაჟღენთილ ქაღალდის პირსახოცზე გადაიტანეთ. პროდუქტი მასში შეფუთეთ. მწვანილი პაკეტში ან კონტეინერში მოათავსეთ და მაცივარში შეინახეთ. ასე 2 თვე გაძლებს. ამ დროში მწვანილი არ დალპება და არ დაობდება.

მეთოდი № 3

შენახვის ეს მეთოდი ჩვეულებრივი პარკის გამოყენებას გულისხმობს. მწვანილი პარკში ჩადეთ. შემდეგ პარკი გაბერეთ და მჭიდროდ შეკარით. პარკში გაზის კონცენტრაცია შეიცვლება, რის გამოც მწვანილის გახრწნის პროცესი შენელდება. ასე ახალი მწვანილის დიდხანს შენახვას შეძლებთ.

თუ მწვანილების შესაფუთად ამ მეთოდების გამოყენება არ გსურთ, მაშინ პლასტმასის ჭურჭელში შეფუთულ პროდუქტს უპირატესობა მიანიჭეთ. ამ ფორმით შენახვისას ისე სწრაფად არ გაფუჭდება, როგორც ჩვეულებრივ პარკში. თუ ახალი მწვანილის მთელი კვირის განმავლობაში მირთმევა გსურთ, ამ შეფუთვაში შეიძინეთ და დამატებითი არანაირი ზომა არ მიიღოთ.