აიღეთ 1 ნივთი და ტუალეტში შედით. ამ რიტუალით გათვალვას მტერს დაუბრუნებთ

0
1698

მაგიის მიმართ ნებისმიერი დამოკიდებულება შეიძლება გქონდეს, მაგრამ ერთი ფაქტი უდავოა. აზრის ძალას დიდი საქმის კეთება შეუძლია – ზოგჯერ კარგის, ზოგჯერ საშინელის და საზიანოს. თუ ადამიანმა მთელი გულით უსურვა ვინმეს ბოროტება, ამან შავი “ნაყოფი” შეიძლება მოიტანოს. ხალხში ასეთ ქმედებას ავ თვალს უწოდებენ.

რატომ ეკვრის ზოგიერთ ადამიანს სხვისი ნეგატივი ადვილად, სხვები კი ყველაფერ ცუდს ისე იშორებს, როგორც იხვი წყალს? როგორ ამოვიცნოთ გათვალვის ნიშნები დროულად, რომ ცუდი ენერგია არაკეთილმოსურნეს დავუბრუნოთ? მოდით, ერთად გავარკვიოთ.

გათვალვის ნიშნები

გათვალვა ნეგატიური ენერგიაა, რომელსაც შეუძლია შეაღწიოს სახლში და განდევნოს ბედნიერება, წარმატება და ჯანმრთელობა. მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ: ავი თვალი თავისით არ ეკვრის ადამიანს და არავის შეუძლია აგაკრას. თუმცა თუ ადამიანი თავად აკავებს ნეგატივს, ცურავს ტანჯვაში, მავნე პროგრამა მთელი ძალით ჩაირთვება.

რა ინტრიგებსაც არ უნდა ხლართავდეს გულღრძო ადამიანი, რა რიტუალებსაც არ უნდა ატარებდეს, ვერაფერს მიაღწევს, თუ ნეგატივის გაშვებას ისწავლით. ასე სამყაროს კანონების მიხედვით ნებისმიერი ბოროტი ზრახვა მტრის წინააღმდეგ იმოქმედებს.

სანამ გიპასუხებთ, როგორ დაუბრუნოთ ბოროტება არაკეთილმოსურნეს, გავარკვიოთ, რა ნიშნებით შეგიძლიათ ამოიცნოთ სახლში მავნე ენერგიის არსებობა.

როგორ ამოვიცნოთ გათვალვის არსებობა

1. თქვენ ან თქვენი საყვარელი ადამიანი გაურკვეველი მიზეზის გამო ავად ხდებით. ალერგია, გულისრევა, შაკიკი, გაცივება, ასევე ხშირი უსაფუძვლო კამათი. გათვალვა ახლობლებს შორის აღვიძებს აგრესიას, ეს კი იპარავს სიყვარულს, ჰარმონიას და ჯანმრთელობას ოჯახში. გათვალვის ნიშნები შეიძლება იყოს ღამის კოშმარები. ადამიანს ცუდად სძინავს, რის გამოც მისი სხეული და ფსიქიკა ნორმალურად დასვენებას ვერ ასწრებს.

2. უბედურება და უსიამოვნო ამბები იჭრება თქვენს პირად ცხოვრებაში, კარიერაში და ფინანსებში. ფული არ გიჩერდებათ, ყველაფერი ხელიდან გივარდებათ, გარიგებები იშლება, საჭირო ნივთები ზიანდება ან იკარგება.

3. ხშირად ხილული მიზეზის გარეშე განიცდით უსიამოვნო შეგრძნებების ფართო გამას: შფოთვა, სევდა, ეჭვიანობა, შიში, დეპრესია. სიცოცხლის ხალისი და თვითშეფასება ისე ქრება, როგორც ქვიშა თითებიდან. შეიძლება გაწუხებდეთ სახლში ლპობის, კანალიზაციის და ნაგვის უსიამოვნო სუნი. დალაგება, დასუფთავება ან განიავება საქმეს არ შველის. გათვალვის ნიშნები შეიძლება იყოს უცნაური ხმაური: კაკუნი, ჭრაჭუნი, ვიღაცის ჩურჩული.

4. შინაური ცხოველებიც გრძნობენ ავი თვალის გავლენას. ცხოველმა შეიძლება დაიწყოს სახლში გარკვეული ადგილისგან თავის არიდება, ავადმყოფობა ან აგრესიულად ქცევა, საფრთხის შეგრძნება. ხალხმაც სახლის ატმოსფეროს შეცვლა შეიძლება იგრძნოს. ყურადღება მიაქციეთ, თუ არსაიდან მოდის ზეწოლის, სიცივის, შიშის ან სიბნელის შეგრძნება.

როგორ დავუბრუნოთ გათვალვა მაწყენარს

თუ გათვალვის ნიშნები შეამჩნიეთ, მოქმედების დროა! გაუშვით ნეგატივი და ტანჯვა და გათვალვა გაქრება. რა თქმა უნდა, თქმა მარტივია, ვიდრე გაკეთება. სწორედ ამიტომ, ჩაატარეთ პატარა რიტუალი, რომელიც სხვისი წყევლისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. ეს მარტივი მოქმედება შეასრულეთ და დაუბრუნეთ ბოროტება მას, ვინც გამოგიგზავნათ.

დაგჭირდებათ საკერავი ნემსი და 10–15 სმ სიგრძის შავი ძაფი. ძაფი ნემსში გაუყარეთ და ზემოდან შემოახვიეთ. აქ ვიყენებთ სიმბოლიკას, რომლის გაგებაც ყველას შეუძლია. ნემსი განასახიერებს იმ ტკივილს, ტანჯვას და ზიანს, რომელიც მოგაყენეს, შავი ძაფი – წყევლას და მტრის ავ ზრახვებს.

საღამოს სახლში, მთვარის ფაზის მიუხედავად, საპირფარეშოში შედით. თუ კერძო სახლი გაქვთ, ეს რიტუალი გარე ტუალეტში შეგიძლიათ ჩაატაროთ. ძაფშემოხვეული ნემსი მარცხენა ხელში (გულთან ახლოსაა) დაიჭირეთ. რამდენიმე წუთით დაფიქრდით ყველა იმ ცუდზე, რაც შეგემთხვათ და რამაც ტკივილი მოგაყენათ. წარმოიდგინეთ, რომ მთელი ეს ტკივილი ნემსში გადავიდა.

ახლა თქვით შემდეგი სიტყვები: “გათვალვა სასტიკო, დაბრუნდი შინ, შეხვდი შენს პატრონს. ამინ!” ნემსი მაშინვე უნიტაზში ჩააგდეთ და წყალი ჩარეცხეთ. ამის შემდეგ ხელები ჩამოიბანეთ, ცივი წყალი გადაივლეთ. თუ შესაძლებელია, შხაპი მიიღეთ.

ამ მომენტიდან ნეგატივი თანდათან გაქრება, თქვენი სასიცოცხლო ძალები აღდგება. შეამჩნევთ, რომ სუნთქვაც გამარტივდა. ყველაფერი, რაც დაიკარგა, თანდათან დაბრუნებას დაიწყებს.

გათვალვის მძევალი რომ არ გახდეთ, დროდადრო საკუთარ თავს შეახსენეთ: თქვენი გრძნობები, აზრები და ემოციები მხოლოდ თქვენ გექვემდებარებათ. ავი თვალი ან შეურაცხყოფა თქვენზე გავლენას მოახდენს თუ არა, ყოველთვის არჩევანია. სწორედ ეს ავსებს ჩვენს სულს შინაგანი ძალით და ქმნის უხილავ ფარს ნებისმიერი გათვალვის წინააღმდეგ.