ისინი იპარავენ თქვენს ენერგიას. თუ დღესვე არ დაბლოკავთ, ვერ შეძლებთ ცხოვრების გაუმჯობესებას

0
297

სოციალურ ქსელებსა და მესენჯერებში კომუნიკაცია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ვიღაც სულ გვწერს, ვიღაცას ვპასუხობთ და ასე უსასრულოდ. გარდა ამისა, გამუდმებით ვიღებთ შეტყობინებებს სხვადასხვა კომპანიისგან აქციების და სარეკლამო შეთავაზებების შესახებ. ხშირად მოდის სპამი და არასაჭირო შეტყობინება. ასეთი შეტყობინებები ყურადღებას გვიფანტავს და წარმოუდგენლად გვაღიზიანებს. პაპარაცი გიამბობთ, როგორ დაბლოკოთ ადამიანი ტელეგრამზე არასაჭირო შეტყობინებების თავიდან ასარიდებლად.

თითოეულ ჩვენგანს ჰყავს ადამიანები, ვისთანაც ურთიერთობა არ გვინდა. ზედმეტად აბეზარები არიან და ყოველდღე გვწერენ. თუ თავიდან პასუხობ ზრდილობის გამო, მოგვიანებით პასუხის გაცემა საერთოდ არ გინდა. როცა ბოლო ეტაპი დგება, ადამიანს ტელეგრამზე ბლოკავ. უმჯობესია, თუ ასეთ ადამიანთან ურთიერთობას რეალურ ცხოვრებაში შეწყვეტთ. თუ ადამიანთან სამუდამოდ დამშვიდობება არ გამოვა, მასთან ურთიერთობა მინიმუმამდე მაინც შეამცირეთ.

როგორ დავბლოკოთ ადამიანი ტელეგრამზე

ყველაზე ხშირად, ასეთი ადამიანები შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად. პირველი კატეგორია – ხალხი, რომელიც ყველაფრით უკმაყოფილოა და მუდამ განაწყენებულია. მათ ცხოვრებაში ყველაფერი საშინელი და სამწუხაროა. უფროსობა არ აფასებს, მაღაზიაში გამყიდველი უხეშია და ამინდი წვიმიანი. თითქმის არასოდეს იღიმის, მათი აზრით სამყარო სულ სხვანაირი უნდა იყოს. სულ წუწუნებს ავადმყოფობაზე, ცუდ ამინდზე და მეზობლებზე. მეორე კატეგორია – ადამიანები, რომლებიც სხვების სურვილებს აუფასურებენ. აი, ადამიანს ეუბნები, რომ გინდა რაღაც გააკეთო ან ახალი გეგმა გაქვს. ის კი გპასუხობთ, რომ არაფერი გამოგივათ და დროს ტყუილად ხარჯავთ. მაშინვე ჩნდება თავდაუჯერებლობა და რაიმეს კეთების სურვილი ქრება.

მესამე კატეგორია – ადამიანები, რომლებიც ეძებენ, ვის ეკამათონ. პირველები იწყებენ უხეშობას მაღაზიაში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ყოველთვის გაღიზიანებულია და მზადაა გარშემო ყველა წყობიდან გამოიყვანოს. ასეთი ხალხი აუცილებლად გამოთქვამს დამცინავ შენიშვნას თქვენს გარეგნობასა თუ ქმედებებზე. ყველა ეს ადამიანი ენერგეტიკული ვამპირია. თავად ცოტა ენერგია აქვთ ცხოვრებაში, მუდმივად არასწორად ხარჯავენ. სწორედ ამიტომ, სხვისი ენერგიით გამოკვება უწევთ. ამის გასაკეთებლად უმარტივესი მეთოდია, ადამიანში ნეგატიური ემოციების გამოწვევა. ასე ადამიანი თავად გასცემს ენერგიას და სასიცოცხლო ძალებს.

დაბლოკვის ბრძანება ტელეგრამზე

თუ ტელეგრამზე ადამიანის დაბლოკვა ერთი ბრძანებით შეიძლება, როგორ დავიცვათ თავი რეალურ ცხოვრებაში? დეტალურად გავარკვიოთ. ადამიანი ტელეგრამზე რომ დაბლოკოთ, ამ ადამიანთან ჩატი გახსენით და სამი წამი გააჩერეთ. ამის შემდეგ ჩატი მოინიშნება და ფოტოს ქვეშ მწვანე ნიშანი გამოჩნდება. ეს ნიშნავს, რომ კონტაქტი წაშლილია. შემდეგ ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში სამი წერტილის ნიშანს დააჭირეთ. გამოსულ მენიუში აირჩიეთ „დაბლოკვა“. ეს კონტაქტი წერილის მოწერას ან დარეკვას ვეღარ შეძლებს.

რეალურ ცხოვრებაში ამ ადამიანთან კომუნიკაციის შესამცირებლად, შემდეგი რიტუალი ჩაატარეთ. მასთან ურთიერთობისას ფიქრებით წარმოიდგინეთ გამჭვირვალე კედელი თქვენს შორის. ეს შეიძლება იყოს გუმბათი, რომლის ქვეშაც ამ ადამიანს მოათავსებთ. გონებაში თქვით შემდეგი სიტყვები: „რასაც მისურვებ, იმავეს მოიმკი“. ამ რიტუალის შემდეგ მთელი ნეგატიური ენერგია იმ ადამიანთან დარჩება. გუმბათიდან გამოსვლას ან კედლის გადალახვას ვერ შეძლებს.

პრაქტიკა შეგიძლიათ შეასრულოთ ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადამიანთან, რომელიც ნეგატივის გამოგზავნას ცდილობს.