შობის მარხვა. როდის იწყება და როგორ უნდა გაატაროს იგი ღვთისმოსავმა ქრისტიანმა

0
333

საქართველოში მართლმადიდებელთა შობის მარხვა ტრადიციულად 28 ნოემბერს იწყება და 6 იანვრის ჩათვლით გრძელდება. მათ, ვინც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს, მარხვა დაიწყეს 15 ნოემბერს და დაასრულებენ 24 დეკემბერს. პაპარაცი გიამბობთ, როგორ მოემზადოთ მარხვისთვის და დაიცვათ. მნიშვნელოვანი ტრადიციები და აკრძალვები.

შობის მარხვის დასაწყისი

მარხულ ხალხს სახსნილო კერძების გასინჯვის ცდუნებისგან თავის შეკავება რომ გაუადვილდეთ, აღების ღამე არსებობს. ეს დიდმარხვის წინა დღეს მოდის. აღების ღამეს მორწმუნეებს ურჩევენ კარგად დანაყრდნენ ხორციანი კერძებით და სხვა ცხიმიანი დელიკატესებით, რადგან შობის მარხვის დაწყება ნიშნავს ხორცის, ფრინველის და რძის პროდუქტებზე უარის თქმას. ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტების შემცველი კერძებისგან მკაცრი თავშეკავება ორმოცი დღე გრძელდება.

ხანგრძლივობის თვალსაზრისით, შობის მარხვა არ ჩამორჩება აღდგომის მარხვას, მაგრამ არც ისე მკაცრია, თუ აკრძალვებით ვიმსჯელებთ. მარხვის პერიოდში გარკვეულ დღეებში შეგიძლიათ მიირთვათ თევზი და ზღვის პროდუქტები, მოამზადოთ კერძები მცენარეულ ზეთში, ხოლო დღესასწაულებზე და შაბათ–კვირას თითო ჭიქა ღვინო შეგიძლიათ დალიოთ. მკაცრი აკრძალვები მხოლოდ ბოლო კვირას უნდა დაიცვათ.

მარხვის პერიოდში ქრისტიანები ემზადებიან ნათელი და სასიხარულო საეკლესიო დღესასწაულისთვის – ქრისტეშობისთვის. მორწმუნეები ცდილობენ, მაქსიმალურად განიწმინდონ მოკვდავი სხეული და ცოდვილი სული. ამ პერიოდში არა მხოლოდ ორგანიზმისთვის „განტვირთვის“ დღეებზე უნდა იზრუნოთ, არამედ სულიერ გაწმენდაზეც. სწორედ ამიტომ, მარხვის დაცვასთან ერთად მრევლს მოეთხოვება სხვადასხვა გართობისგან თავის შეკავება და ხორციელ სიამოვნებებზე უარის თქმა. ასევე უნდა შეწყვიტოთ ჭორაობა, სხვების გაკიცხვა, კამათი და ბილწსიტყვაობა. ყველაფერში უნდა გამოავლინოთ მოთმინება და სულგრძელობა.

რა უნდა გააკეთოთ მარხვაში

შობამდე მრევლი სახლში და მეურნეობაში საქმეებს აწესრიგებს. ყრიან ძველ ხარახურას, არემონტებენ საყოფაცხოვრებო ტექნიკას და გარდერობს არჩევენ. დღესასწაულზე ქრისტიანები გაცვეთილ სამოსს აღადგენენ და ახალს ყიდულობენ, თუ ამის შესაძლებლობა აქვთ. კარადიდან იღებენ ნივთებს, რომლებიც პატარაა ან არავინ იცვამს და გვერდზე დებენ. ეს ტანსაცმელი შეგიძლიათ მისცეთ ბავშვთა სახლს ან თავშესაფარს. იქ ვინმეს აუცილებლად გამოადგება.

ქრისტიანული მარხვა არ ვრცელდება შინაურ ცხოველებზე, მათზე ყოველდღე უნდა იზრუნოთ და კარგად გამოკვებოთ. ეზოში ყველა სამუშაო მზის ჩასვლამდე შეასრულეთ, ხოლო საღამოს რამდენიმე წუთი ანთებული სანთლის წინ ლოცვას დაუთმეთ. მარხვის პერიოდში არ შეიძლება ოჯახის და ნათესავების დავიწყება. ამ დღეებში შეგიძლიათ მიიღოთ სტუმრები და შეხვდეთ მეგობრებს.

მარხვის პერიოდი – ხელსაყრელი პერიოდი უფალთან ურთიერთობისთვის. თუ ვერ მარხულობთ, ლოცვები რეგულარულად წაიკითხეთ. ასე შესაბამის სულიერ მდგომარეობას მიაღწევთ. დამატებით რეკომენდებულია, საკუთარი თავი გამოავლინოთ კეთილ საქმეებში, გაჭირვებულების დახმარებასა და ქველმოქმედებაში.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ არსებობს ზოგიერთი ადამიანი, რომელთაც კურთხევა აქვთ, არ იმარხულონ. უფრო მეტიც, მათთვის კვებაში შეზღუდვა არ შეიძლება. ესენია: ბავშვები, ორსულები და მეძუძური დედები, ავადმყოფები და მოხუცები, ასევე ქრისტიანები, რომლებიც მძიმე პირობებში ცხოვრობენ. მარხვის წესი უნდა დაიცვას ყველა ზრდასრულმა, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები არ აწუხებს. ყველა ადამიანს აქვს უფლება დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, იმარხულებს თუ არა.