კინოლოგი გაფრთხილებთ! არ მოეფეროთ ძაღლს თავზე 

0
1780

ალბათ, არ დაფიქრებულხართ იმაზე, როგორ უნდა მოეფეროთ ძაღლს სწორად. ბევრი ადამიანი თვლის, რომ ოთხფეხა ცხოველს ადამიანის მიერ სიყვარულის ნებისმიერი გამოვლინება სიხარულს ანიჭებს. თუმცა გამოცდილი პატრონები ყოველთვის ცდილობენ დაიცვან თავიანთი ძაღლები მოურიდებელი ხალხისგან. დიახ, არ შევცდით, ხშირად ძაღლის დაცვა გვიწევს იმ ადამიანებისგან, რომელთან ურთიერთობაც ოთხფეხა ცხოველს არ სურს! წინააღმდეგ შემთხვევაში, ძაღლს სხვა გამოსავალი არ რჩება, გარდა იმისა, რომ დაიცვას თავი მისთვის ხელმისაწვდომი ერთადერთი მეთოდით.

როგორ მოვეფეროთ ძაღლს: მოკლე სახელმძღვანელო

ძაღლის ფსიქოლოგია

პირველ რიგში, არასწორ დოგმებზე უარი თქვით და შეხედეთ შინაურ ცხოველს, როგორც ადამიანისგან ძალიან განსხვავებულ არსებას. დღემდე ასობით ათასი ადამიანი აღიქვამს კატებს და ძაღლებს, როგორც რაღაც საშუალოს ცოცხალ სათამაშოსა და ძალიან სულელ ადამიანს შორის. ეს კი ფუნდამენტურად არასწორია!

მაგალითად, ძაღლი სოციალური ცხოველია ნიშანთა ქცევების საკუთარი ძალიან განვითარებული სისტემით. ამ სისტემაში ბევრი ქმედება სრულიად განსხვავებულად განიმარტება, ვიდრე ადამიანებს შორის. სწორედ ამიტომ, ძაღლთან ურთიერთობისას ყურადღება უნდა გამოიჩინოთ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ძაღლის საზღვრების მიმართ.

თავი აკრძალულია

ველურ ბუნებაში ძაღლი და მისი წინაპარი მგელი თავზე სხვა ძაღლის შეხებას აღიქვამს, როგორც დომინირების აშკარა სიმბოლოს. ძაღლი, რომელიც სხვა ძაღლს თავზე თათის დადების ნებას აძლევს, ფაქტიურად ემორჩილება გამარჯვებულს. შინაური ძაღლიც ამ ჟესტს ასე აღიქვამს.

ძაღლი ვერ იგებს ადამიანურ ჩვევას, რომ ვიღაცას თავზე ხელი გადაუსვათ სიყვარულის ნიშნად. სწორედ ამიტომ, სხვისი ძაღლის თავისკენ ხელის გაწევა რეკომენდებული არაა. ოთხფეხა ცხოველი ამ ჟესტს პირდაპირ აგრესიად მიიღებს. შესაბამისად, მშვიდი ძაღლი უკმაყოფილოდ თავის არიდებას ეცდება. შმაგმა ძაღლმა ასეთ სიტუაციაში შეიძლება გიკბინოს.

ველური და შინაური

რა თქმა უნდა, შინაურ ძაღლის თავზე ხელის გადასმა რეკომენდებული არაა. ამის გაკეთება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ძაღლი კარგად გიცნობთ და ისიც ძაღლის პატრონის ნებართვით. თუ ძაღლი თქვენს ხელზე რეაგირებს კუდის და ყურების მოჭერით, მოფერებისგან თავი შეიკავეთ.

შინაური ძაღლი, რომელიც მოფერებას მიჩვეულია, უფრო მშვიდად მოიქცევა. თუმცა კინოლოგიც აფრთხილებს ძაღლების მეპატრონეებს ასეთი ქმედებების ზიანის შესახებ. ძაღლი, რომელსაც პატარაობიდანვე ასე ეფერებიან, ნაწილობრივ სმენა შეიძლება დაკარგოს. მსგავს პროცესს ეწოდება „დაგლუვება“. სწორედ ამიტომ, გულწრფელად გეუბნებით, არც ერთი ძაღლის თავს საჭიროების გარეშე არ უნდა შეეხოთ.