სერგეი ბუბნოვსკი გირჩევთ: არასოდეს მოიქცეთ ასე, თუ თქვენ სახსრები ან ხერხემლის ტკივილი გაწუხებთ.

1138

პირადად ჩემთვის წარმოუდგენლად ჟღერს, რომ უამრავი ადამიანისთვის კარგად ნაცნობი ეს მამაკაცი და წარმატებული ექიმი მთელი 27 წელი ყავარჯნების დახმარებით გადაადგილდებოდა. საშინელი ავტოავარიის შედეგად მამაკაცი გარკვეული პერიოდით მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ის არასდროს დანებებულა… საკუთარ ტრავმებთან და პათოლოგიებთან ერთად სერგეიმ განაგრძო სრულფასოვანი ცხოვრება და შეიმუშავა სისტემა, რომელიც მას გამოჯანმრთელებაში დაეხმარა.

სერგეი ბუბნოვსკის ვარჯიშები

ექიმი გვირჩევს, რომ დავივიწყოთ ჩვენი ბებიებისთვის ცნობილი ხალხური საშუალებების, კომპრესების, კორსეტებისა და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების შესახებ. სერგეის მტკიცებით, მხოლოდ ამ ვარჯიშების შესრულების ხარჯზეა შესაძლებელი ერთხელ და სამუდამოდ ხერხემალთან და მუხლებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა.

გახსოვდეთ, რომ ცხოვრება – ეს მოძრაობაა. ადამიანები ამას მხოლოდ მაშინ ხვდებიან, როდესაც საკუთარი უყურადღებობით გამოწვეული სავალალო შედეგების გამო დახმარებისთვის სპეციალისტს მიმართავენ. მთავარია დროულად მოახდინოთ რეაგირება და იზრუნოთ ხერხემლის გაჯანსაღებაზე, რათა თავიდან აირიდოთ მომავალში სერიოზული გართულებები.

სერგეი ბუბნოვსკი მიიჩნევს, რომ ხერხემლის ჯანმრთელობა დამოკიდებულია კუნთებზე, რომლებშიც ნერვები და სისხლძარღვები გადის. თუ თქვენ ამ კუნთებზე საკმარისად იმუშავებთ, შეძლებთ ხანმოკლე დროში გასაოცარი შედეგების მიღწევას!

ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ექიმი გვიხსნის, თუ როგორ უნდა ვისუნთქოთ სწორად უმარტივესი ვვარჯიშების შესრულებისას. ეს ვარჯიშები მოგიხსნით სპაზმებს, გაგიმაგრებთ ზურგის კუნთებს და გაგიჯანსაღებთ ხერხემალს.

ექიმი ყოფს სხეულს 3 საფეხურად. პირველი საფეხური – ფეხები. აუცილებელია რეგულარულად ჩაჯდომების შესრულება, რათა გავიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა სხეულის ამ ნაწილში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მამაკაცებში შესაძლებელია თავი იჩინოს პროსტატამ, ხოლო ქალბატონებში – საშვილოსნოს ყელის დაავადებებმა.

მეორე საფეხური – წელი, ზურგის კუნთები და მკერდი. იმისათვის, რომ დავარეგულიროთ ამ კუნთების მუშაობა, აუცილებელია მუცლის პრესის ვარჯიშბის შესრულება. არასდროს დაივიწოთ სწორი სუნთქვის შესახებ!

მესამე საფეხური – კისრის ზონა. თუ თქვენ კისრის ან თავის ტკივილი გაწუხებთ, ეს სისხლის ცუდ მიმოქცევაზე მეტყველებს. ფიზიკური აქტივობა სავსებით საკმარისია ამ პრობლემის გადასაჭრელად.

კიდევ ერთი გასაოცარი კომპლექსი, რომელიც დაგეხმარებათ სახსრების აღდგენაში და განკურნებაში. თუ წელიწადის ცივი სეზონის მოსვლასთან ერთად სახსრების ტკივილი გახშირდა, აუცილებლად მიმართეთ ვიდეოში ნაჩვენებ ვარჯიშებს დახმარებისთვის!

გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერია! იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ინფორმაცია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს