დაფნის ფოთოლს გათბობის ბატარეაზე ვდებ, თქვენც ამის გაკეთებას გირჩევთ

0
7673

“დაფნის ფოთოლი სახლში შეუცვლელია!” – მითხრა დაქალმა და კალათაში 10 შეკვრა ჩააგდო. “რაში გჭირდება ამდენი?!” – გამიკვირდა და ნათქვამი ვინანე, რადგან სუპერმარკეტიდან სახლამდე მთელი გზა მომიწია “ლექციის” მოსმენა, რა სარგებელი აქვს ამ სანელებელს ადამიანის ორგანიზმისთვის. დაფნის გამოყენების რამდენიმე ხალხური მეთოდი აბსურდული მომეჩვენა, რამდენიმემ დაუფარავი ინტერესი გამოიწვია.

აღმოჩნდა, რომ ჩემი მეგობარი დიდი ხანია იყენებს დაფნას სახლში და არა მხოლოდ სამზარეულოში. მეგობარმა მისი გამოყენება იპოვა ხალხურ მედიცინაში, ჯადოსნურ რიტუალებში, თავის მოვლის საშუალებებში და საოჯახო საქმეებში.

დაფნა სახლის პირობებში

პირველ რიგში, დაფნის ფოთოლი სასარგებლო ნივთიერებების საწყობია. თუ ამ სანელებელს რეგულარულად დაუმატებთ კერძს, გაიზრდება იმუნიტეტი, გაუმჯობესდება საჭმლის მომნელებელი სისტემა და დარეგულირდება წნევა. დაფნის სანელებელი ააქტიურებს ნივთიერება ცვლას და ხელს უწყობს წონის ბუნებრივად შემცირებას.

დაფნის ფოთოლი სურდოს დაავადებების განკურნებაში გვეხმარება. ამისთვის 1 მუჭა დაფნის ფოთოლი ქვაბში ჩაყარეთ და მდუღარე წყალი დაასხით. რამდენიმე წუთი გააჩერეთ, შემდეგ პირსახოცი გადაიფარეთ და მისი ორთქლი ისუნთქეთ. დაფნის ფოთლის ნაყენს მშრალი ხველის დროს სვამენ.

ამ სანელებლის ნახარშს ყელის ტკივილის და ღრძილების ანთების დროს სავლებად იყენებენ. დაფნის ფოთლის ნახარშიდან ფეხის აბაზანას აკეთებენ. მსგავსი პროცედურა სოკოვან ინფექციებს ებრძვის. დაფნის ნახარშის საფენებით გაღიზიანებულ კანს ამშვიდებენ და ალერგიულ სიწითლეს აქრობენ.

კანის და თმის მოვლა

  1. სახლის პირობებში დაფნის ფოთლის ნახარშს და ნაყენს უმატებენ ლოსიონებს, ნიღბებს, ტონიკებს და თმის სავლებ საშუალებებს.
  2. სანელებლის ნაყენი კანის ტონიკად და ნიღბად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
  3. დაფნის ნაყენისგან ანტიასაკობრივი პროცედურისთვის ყინულს აკეთებენ. 1 ლ მდუღარე წყალზე 10 ფოთოლი აიღეთ და რამდენიმე საათი გააჩერეთ. შემდეგ სითხე ფორმებში ჩაასხით და გაყინეთ.

სასიამოვნო არომატი

დაფნის არომატი უსიამოვნო სუნს აქრობს და არომათერაპიაში გამოიყენება. თუ გსურთ პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის გაქრობა, დაფნის ფოთოლი რამდენიმე წუთი დაღეჭეთ.

სტუმრების მოსვლამდე ოთახში უსიამოვნო სუნის გასაქრობად რამდენიმე დაფნის ფოთოლი დაწვით და ოთახი შეკვამლეთ. ზამთარში დაფნის ფოთოლი გათბობის ბატარეაზე დადეთ. სანელებლის მიერ გამოყოფილი სასიამოვნო არომატი მთელ ოთახში გავრცელდება, სუფთა ჰაერით და სიმშვიდით აავსებს.

დაფნის ფოთოლი სახლის პირობებში და მაგიაში

საფულეში ფული რომ არ გამოგელიოთ, დაფნის ფოთოლი ჩადეთ და სამჯერ თქვით: “ვდებ დაფნის ფოთოლს, რომ ფული საკმარისი მქონდეს!” შურისა და გათვალვის წინააღმდეგ ჯიბეში სამი ფოთოლი ატარეთ. თუ შემოსასვლელ კარზე დაფნის ფოთლების გვირგვინს დაკიდებთ, ბნელი ძალებისგან დაგიცავთ.

კარგი ამბების მოლოდინში მისაღებ ოთახში ცეცხლწაკიდებულ დაფნის ფოთლებს ათავსებდნენ. 1 მუჭა დაფნის ფოთოლი ტომსიკაში ჩაყარეთ და ბალიშის ქვეშ დადეთ, რომ მშვიდად დაიძინოთ და კარგი სიზმრები ნახოთ.

მიღებულმა ინფორმაციამ დაფიქრება მაიძულა. მსგავსი სანელებელი საკმაოდ იაფია, ამიტომ ერთგული დაქალის რჩევების გამოუყენებლობა ცოდვაა. პირველი, რაც სახლში დაბრუნებისთანავე გავაკეთე – დაფნის ფოთოლი საფულეში ჩავდე.