დადეთ ეს ხილი საწოლთან, უძილობა იმავე ღამეს გაქრება

3127

გიჟურო ცხოვრებავ, შეანელე! ჩვენ გადატვირთული ვართ საზრუნავით და ორგანიზმი დანდობას ითხოვს. აბა როგორ: დღის განმავლობაში ძილნარევი ბუზებივით დავდივართ და ვოცნებობთ რბილ ბალიშზე, ხოლო ღამით უძილობა აღდგენის ყველა გეგმას შლის. ზოგი მზესუმზირასავით დამამშვიდებლებს ყლაპავს და საძილე აბების გარეშე ვერ იძინებს. ზოგი სამსახურის შემდეგ სასურსათო მაღაზიაში შედის, კალათაში უძილობის საწინააღმდეგო სუპერ საშუალებას დებს და მთელი ღამე ჩვილივით ძინავს.

თუ ათობით სხვადასხვა საშუალება გამოცადეთ დასაძინებლად და მოსადუნებლად, მაგრამ არც ერთი ეფექტური არ აღმოჩნდა, პაპარაცი რაღაც საინტერესოს გთავაზობთ. იაფი, მხიარული და შედეგის მომტანი!

ღამით უძილობა

რატომ გვიჭირს ღამით დაძინება, თუ მთელი დღე ციყვივით ბორბალში ვტრიალებდით? საქმე ჩვენს ტვინშია, მუდმივ მშრომელში. ძილის ჰიგიენას იშვიათად ვიცავთ და საწოლში თან მიგვაქვს ჭუჭყიანი ფიქრები, რომელიც მთელი დღე თავში ტრიალებს. საზრუნავი, გეგმები, გადაუჭრელი საკითხები – ეს ყველაფერი ძილის ჰორმონის, მელატონინის გამომუშავებას ხელს უშლის.

მოსადუნებლად ტვინი სასიამოვნო რიტუალის დახმარებით დაამშვიდეთ. ამისთვის მოამზადეთ ლიმონი და დაიმახსოვრეთ მარტივი შელოცვა. ინსტრუქცია დაიცავით და თქვენი ძილი აღდგება და ღრმა გახდება.

მოათავსეთ ლიმონის ნაჭერი საწოლთან

ლიმონი არა მხოლოდ C ვიტამინის საწყობია, არამედ ანტისტრესული საშუალება. მზიანი ხილის არომატი ნერვულ სისტემას ამშვიდებს და რთული დღის შემდეგ შფოთვას ამცირებს. ერთი ლიმონით მარტივი მანიპულაცია დილით ენერგიულად და ბედნიერად გაღვიძებაში დაგეხმარებათ.

რა უნდა გააკეთოთ?

1. 1 ლიმონის ნაჭერი ძილის წინ საწოლის ტუმბოსთან მოათავსეთ. მისი არომატი ღრმად ჩაისუნთქეთ და 2–3 წუთი მარტივ მედიტაციას დაუთმეთ. მძიმე, მშფოთვარე ფიქრები გვერდზე გადადეთ და ლიმონის ნაზ სურნელზე გადაიტანეთ ყურადღება. ნელა ჩაისუნთქეთ მისი არომატი, იგრძენით მთელი სიღრმე და მოდუნდით.

2. წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: “ნაზი არომატი ტკბილ ძილში მძირავს. ჭეშმარიტად!” იგრძენით, როგორ ივსებით სიმშვიდით, იშლებით ლიმონის არომატში. მაშინვე დაწექით.

3. რამდენიმე წუთში ჯანსაღ ძილში გაეხვევით, ხოლო დილით მხნედ და დასვენებული გაიღვიძებთ.

4. ეს პრაქტიკა ძილის წინ 10–15 დღე შეასრულეთ. შემდეგ შეძლებთ სარელაქსაციო პროცედურის ჩატარებას ლიმონის გარეშე. ამავდროულად, მისი არომატის და ეფექტის შეგრძნება იგივე დარჩება!

ძილის ჰიგიენა

გიზიარებთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც ხარისხიანად გამოძინებაში დაგეხმარებათ.

1. მხოლოდ მაშინ დაწექით დასაძინებლად, როცა დაღლილობას იგრძნობთ. თუ 20–30 წუთის განმავლობაში ძილი არ მოდის, ცდა უშედეგოა. ადექით, სახლში გაიარეთ და საწოლში დაბრუნდით, როცა ძილიანობას იგრძნობთ.

2. ყავა, ჩაი და შოკოლადი დაძინებამდე 6–8 საათით ადრე დალიეთ. იგივე ალკოჰოლს და ნიკოტინს ეხება. ინტენსიური ვარჯიში დაძინებამდე 4 საათით ადრე შეასრულეთ.

3. დაწოლამდე ნახევარი საათით ადრე გამორთეთ ყველა ელექტრომოწყობილობა. გვერდზე გადადეთ ნოუთბუქი, პლანშეტი და სმარტფონი. მისი ხელოვნური სინათლე ნორმალურ მოდუნებას და ღრმა ძილს ხელს უშლის. დაძინებამდე 30 წუთით ადრე დაასრულეთ ყველა საქმე, რომელიც გონების და ფსიქიკის დაძაბვას მოითხოვს. არ მოემზადოთ გამოცდებისთვის ან დაასრულოთ პროექტი, როცა ღამე დადგება.

4. თქვენი საძინებელი სიმშვიდის და სიწყნარის ადგილი უნდა იყოს. აქ კომფორტი, სიმშვიდე და სითბო უნდა იგრძნოთ. ეს საძინებელია და აქ არ ღირს მუშაობა, ტელევიზორის ყურება ან ჭამა. საწოლი ატმოსფეროზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. თუ შესაძლებელია, ძველი და არაკომფორტული საწოლი ახლით შეცვალეთ.

სცადეთ მარტივი სარელაქსაციო ტექნიკა ლიმონით და შეაფასეთ მისი ეფექტურობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს