დეკემბრის ზუსტი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის თამარ გლობასგან

1231

დეკემბერს ჯადოქრობის და სასწაულების თვეს ტყუილად არ უწოდებენ. სწორედ ამ პერიოდში გველის სასწაულები, თუნდაც უკვე ზრდასრულები ვიყოთ და სასწაულების აღარ გვჯეროდეს. სწორედ ამ დროს თითოეული ადამიანის გულში ჩნდება სიკეთის ნაპერწკალი და სასწაულების მოლოდინი. პაპარაცი გთავაზობთ პროგნოზს, რა სასწაულებს უნდა ელოდოთ თქვენს ცხოვრებაში.

თამარ გლობას პროგნოზით, 2023 წლის დეკემბერი ყველასთვის სხვადასხვა მოვლენით გაივსება. დეკემბერში გასული წლის შეჯამებას ვახდენთ. საქმეებს და დედლაინებს ვასრულებთ. ამ პერიოდში გვინდა ყველა ვალის გასტუმრება, რომ წელი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. დეკემბერში აქტიურად ვემზადებით ახალი წლის დღესასწაულისთვის. რა მოვამზადოთ სადღესასწაულო სუფრისთვის, რა საჩუქრები ვიყიდოთ, რა ჩავიცვათ. ამ საკითხების მოგვარება წლის ბოლო თვეს ხდება, ამიტომაც არის უჩვეულო და ჯადოსნური.

როცა ჰაერში შობის სული ტრიალებს და ყველგან საახალწლო ზარები რეკავს, გვინდა ზღაპრების დავიჯეროთ. განსაკუთრებით ახლა, როცა მთელ მსოფლიოში სამხედრო კონფლიქტები გამძაფრებულია. ერთი მხრივ, დეკემბერში ვიხილავთ კონფლიქტების გამწვავებას, მეორე მხრივ, მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესები გააქტიურდება. ამინდი თავისი თანმიმდევრობით ვერ გაგვახარებს. ხან გაზაფხულივით დათბება, ხან ნამდვილად აცივდება. ტემპერატურის რყევები ჩვენს განწყობაზე და ჯანმრთელობაზე აისახება. ყურადღება გამოიჩინეთ საკუთარი თავის და ახლობლების მიმართ.

იყიდება

ვერძი, ლომი და მშვილდოსანი

გლობა: 2023 წლის დეკემბერი

ამ პერიოდში აქტივობა გაიზრდება. გელით ბევრი კომუნიკაცია სხვადასხვა ხალხთან, რომელიც ნაყოფიერად აისახება სამსახურსა და პირად სფეროში. გამოჩნდება ბევრი შემოქმედებითი, საინტერესო საქმე, რომელიც საყვარელ ადამიანებს და შვილებს შეგიძლიათ გაუზიაროთ. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ გზას, მოსალოდნელია მცირე დანაკარგი ან ქურდობა. თქვენ გარშემო თაღლითები გააქტიურდება, ამიტომ საეჭვო კონტრაქტები და პროექტები არ გააფორმოთ. ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ დაგავიწყდეთ. დროა ყურადღება მიაქციოთ თქვენს მდგომარეობას და მის გასაუმჯობესებლად ზომები მიიღოთ.

კურო, ქალწული, თხის რქა

2023 წლის დეკემბერში მოსალოდნელია რაღაც საკითხში თქვენი ავტორიტეტის გაძლიერება. გამორიცხული არაა სამსახურის შეცვლა ან კარიერულ კიბეზე დაწინაურება. კარგი დროა დაფიქრდეთ კვალიფიკაციის ამაღლებაზე და თვითგანვითარებაზე. როგორღაც სასწაულებრივად იპოვით გამოსავალს ურთულესი სიტუაციებიდან. ყველა მოვლენა თქვენთვის სასიკეთოდ დასრულდება. კარგი დროა საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან ერთად დასასვენებლად. თუ სიყვარული ჯერ არ გწვევიათ, სწორედ ამ პერიოდში ახალი ურთიერთობები წარმოიშვება.

ტყუპები, სასწორი და მერწყული

პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

დეკემბერი კარგი თვეა შეიძინოთ რამდენიმე ახალი სამოსი ახალი წლის შესახვედრად. ყურადღება დაუთმეთ თქვენს ოჯახს, მათთან რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ. კარგი იქნება, თუ ახალი წლის შესახვედრად ერთად მოემზადებით. სახლთან დაკავშირებით დიდი პერსპექტივები გელით. კარგი დროა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების დასაგეგმად. დეკემბერი ახალი საქმიანობის მომზადების პერიოდია. ახალი სამსახურის ან ახალი პროექტის მოძებნას დაიწყებთ. სამსახურში უფროსების მხრიდან მცირე საყვედური მოსალოდნელია. ხელმძღვანელი პირი ყურადღებით დააკვირდება ყველაფერს, რასაც აკეთებთ, თქვენს უნარებს და ნიჭს შეაფასებს.

კირჩხიბი, თევზები, მორიელი

2023 წლის დეკემბერი სავსეა მოვლენებით, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება სამსახურს და შემოქმედებით ინტერესებს. დროა დაასრულოთ ყველა საოჯახო საქმე, რომელიც მთელი წლის განმავლობაში დაგროვდა. შესანიშნავი დროა სავარჯიშოდ ან თქვენი მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად. დეკემბერი ახალი იმედების თვეა. საინტერესო ადგილებში მოგზაურობის შესაძლებლობები გამოჩნდება. პერიოდი, როცა ოჯახის წარმატებები გაგახარებთ. წინ გელით ახალი შესაძლებლობები და პერსპექტიული პროექტები.

დეკემბერმა ზოდიაქოს ყველა ნიშანს მოუმზადა საოცარი შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები. გისურვებთ კარგ განწყობას, წარმატებას და ყველა ჩანაფიქრის შესრულებას.