ხელნაკეთი მალამო სახსრებისთვის: ტკივილი და შეშუპება გაქრება

325

წლევანდელი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სახსრებით დაავადებული პაციენტების რიცხვი რამდენჯერმე გაიზარდა. მოხუცებში ფიქსირდება ართროზი, ოსტეოქონდროზი და ართრიტი, რომლებიც პროგრესირებს. რაც შეეხება ახალგაზრდებს, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის, ცუდი ეკოლოგიური მდგომარეობის და სტრესის გამო, მათშიც ვლინდება პათოლოგიები. სწორედ ამიტომ, სახსრების ტკივილისგან გათავისუფლება სჭირდებათ, როგორც პენსიონერებს, ასევე ახალგაზრდებს და სპორტსმენებს. სააფთიაქო საშუალებები ყოველთვის არ იძლევა სასურველ ეფექტს. აი, ხელნაკეთი მდოგვის მალამო სახსრებისთვის 90% შემთხვევაში დაგეხმარებათ.

სამკურნალო საშუალება დამოუკიდებლად მოამზადეთ, რომ თავისუფლად მოძრაობა შეძლოთ და მწვავე ტკივილი მოიშოროთ. მის შემადგენლობაში შედის მშრალი მდოგვი. გამახურებელი ეფექტის წყალობით ტკივილს ანეიტრალებს.

ეფექტური ხელნაკეთი მალამო სახსრებისთვის: როგორ გავაკეთოთ

საშუალება ტკივილის წინააღმდეგ

მუხლებში, ასევე მხრების და იდაყვების სახსრებში მტკივნეული შეგრძნებების გასაქრობად მდოგვის ფხვნილი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მასზე დაფუძნებული მალამო უსიამოვნო სიმპტომებს დაგავიწყებთ. აიღეთ 1 ს/კ მდოგვის ფხვნილი და ამდენივე თაფლი, წვრილი სოდა და წყალი. ინგრედიენტები პატარა ფიალაში აურიეთ. კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვანი მასა არ გახდება. მზადაა!

საშუალება ძილის წინ გამოიყენეთ. აიღეთ მდოგვის მალამო და თხელ ფენად წაისვით იმ ადგილას, სადაც ტკივილს გრძნობთ. ზემოდან პარკი დააფარეთ. თბილი შარფით შეიხვიეთ. 1,5–2 საათის შემდეგ ნარევი ჩამოიბანეთ. მალამო კურსის სახით გამოიყენეთ (5 დღის განმავლობაში).

მდოგვის ნახარში შეშუპების გასაქრობად

მდოგვი არა მხოლოდ ტკივილს აქრობს, არამედ შეშუპებასაც მოგაშორებთ. თუ მეორე მიზნით გსურთ გამოიყენოთ, სამკურნალო ნახარში მოამზადეთ. აიღეთ 7 გ მდოგვი და პატარა ქვაბში მოათავსეთ. 40 გ სელის თესლი დაუმატეთ. 1 ლ წყალი დაასხით. ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ. ნარევი 10 წუთი ხარშეთ. შემდეგ ნახარში 1 საათი გააჩერეთ გასაგრილებლად.

მზა საშუალება დალიეთ. თბილი ნახარში დალიეთ. გადაწურვა საჭირო არაა. სპეციალისტები გირჩევთ, რომ 60–70 მლ ნახარში ყოველ 3 საათში დალიოთ. ეს ყოველ მეორე დღეს 1 კვირის განმავლობაში გააკეთეთ.

მდოგვის მალამო წინასწარ შეგიძლიათ მოამზადოთ, მინის ქილაში გადაიტანოთ და მაცივარში შეინახოთ. ასე ერთი კურსითვის ახალი პარტიის გაკეთება არ მოგიწევთ. მდოგვის თესლის ნახარში ყოველთვის ახალი უნდა იყოს, გამონაკლისის გარეშე. შეგახსენებთ, მსგავსი ხალხური საშუალებები სამკურნალოდ მხოლოდ ექიმთან კონსულტანციის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს