ვემზადებით ცვლილებებისთვის. დეკემბრის ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

0
528

ასტროლოგმა ანჯელა პერლმა მოამზადა ტაროს პროგნოზი 2023 წლის დეკემბრისთვის. დროა შემოდგომა შეაჯამოთ და ზამთარს განახლებული და კონცენტრირებული შეხვდეთ. დეკემბერი ზოდიაქოს ბევრი ნიშნისთვის დასვენების, საჩუქრების და ახლო შეხვედრების დრო გახდება. ზოგიერთმა ნიშანმა სიფხიზლე უნდა გამოიჩინოს: ბედის მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა. გაიგეთ, რას პროგნოზირებს უძველესი ბარათები ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს.

2023 წლის დეკემბრის ტარო პროგნოზი

ვერძი

ნებისმიერ საქმეს ხელი თამამად მოკიდეთ, რადგან თქვენს ცეცხლოვან ტემპერამენტს მთელი თვე იღბალი არ მოშორდება. შეძლებთ თავის გამოჩენას და დამახსოვრებას, მხოლოდ თქვენი აზრის დაცვის არ შეგეშინდეთ. კარტი პროგნოზირებს პროგრესს და საქმეში წინსვლას. სამსახურის ან საოჯახო პროექტის სათავეში ჩადგომა მოგიწევთ. გარკვევის დროა და მიხვდებით, როგორ უნდა იმოქმედოთ.

მართალია, ყველა არ დაეთანხმება თქვენს ქმედებებს – ეს არის ძალაუფლების მეორე მხარე. მოდის ცვლილებები, ვიღაც თქვენთან კონკურენტულ ბრძოლას დაიწყებს, რომ თქვენი პოზიცია გააპროტესტოს და კონტროლი მოიპოვოს. მაგრამ ვერძი იმიტომ არის ვერძი, რომ კარგად იბრძოლოს და გამარჯვება ტრიუმფალურად მოიპოვოს.

კურო

თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ მტკივნეული საკითხის გადაჭრაში, მოგცემთ რჩევას ან დახმარებას გაგიწევთ. ეს იქნება ჰაერის ელემენტის გოგონა ან ქალი – მერწყული, ტყუპები ან სასწორი. პროფესიით, ოფისის თანამშრომელი, ექიმი, ბუღალტერი ან სოციალურ სფეროში მომუშავე. მისი რეკომენდაციები იქნება მიზანმიმართული და ზედმეტი ემოციების გარეშე. მკაფიო და პირდაპირი – ისე, როგორც თქვენ მოგწონთ.

ფინანსურად გაძლიერდებით, შემოსავალი გაიზრდება. სწორი მიმართულებით წახვალთ. თუ ეძებთ სამსახურს სტაბილური ხელფასით, მიიღებთ. საჩუქრებზე და ხმაურიან წვეულებებზე გეყოფათ. აღნიშვნის მიზეზი გექნებათ. ხმაურიანი წვეულებები, კონცერტები, მეგობრებთან შეხვედრები. ტარო დეკემბერში უდარდელ დღეებს გპირდებათ.

ტყუპები

ზამთრის დასაწყისში მიიღებთ მნიშვნელოვან სიახლეს, ინფორმაციას ან საქმიან წინადადებას. თითქოს ხანგრძლივი ძილისგან გამოიღვიძებთ და გაიგებთ, რისი გაკეთება გსურთ. თვალის ახელის მომენტია. დროა გადაწყვეტილება მიიღოთ უშიშრად და სინანულის გარეშე!

ცხოვრება შმაგი ნაკადით ათუხთუხდება. თქვენში გაიღვიძებს სწავლის, რაღაც ახლის გამოცდის სურვილი. მაცდური იდეით გულანთებული სტუდენტის როლში გამოხვალთ. მზად იყავით, ბეჯითად იშრომოთ, რომ ძალა და გამოცდილება დააგროვოთ. ამასთან მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ და დაცვას არ დაელოდოთ. უშიშრად იარეთ თქვენი მიზნებისკენ და თქვენი ძალისხმევა კარგ შედეგს გამოიღებს.

კირჩხიბი

ფინანსური საკითხები თქვენგან ეკვილიბრისტის უნარებს მოითხოვს. შემოსავლებით და ხარჯებით გონივრულად ჟონგლირება მოგიწევთ, რომ ბალანსი შეინარჩუნოთ. 2023 წლის დეკემბერი კარგი დრო არაა ძვირადღირებული შესყიდვებისთვის. ფული მოვა და წავა, მაგრამ გახსოვდეთ: თუ სიამოვნებით დახარჯავთ, ფული აუცილებლად გაიზრდება.

ახლობლებისგან მიიღებთ კარგ ამბავს, რომელიც ზამთრის დასაწყისში სითბოთი და სიხარულით აგავსებთ. სასიამოვნო საჩუქარს ელოდეთ. შესაძლოა, წარმატებული ფინანსური იდეა მოგივიდეთ და ფული მომგებიანად დააბანდოთ. ტარო გპირდებათ ძალის და შთაგონების ზრდას, რომ ახალი შესაძლებლობები დაინახოთ და განახორციელოთ.

ლომი

ტარო პროგნოზირებს ბევრ სიყვარულს და ყურადღებას. სასიამოვნო სიურპრიზს მიიღებთ ადამიანისგან, რომელიც თქვენზე ზრუნავს. ეს შეიძლება იყოს ლამაზი თაიგული, საჩუქარი, კომპლიმენტი ან პაემანზე დაპატიჟება. ვიღაც წარსულიდან თქვენთან დაკავშირებას მოინდომებს. მალე ნანატრი შერიგება მოხდება.

საჭირო ინფორმაციას მიიღებთ. შესაძლოა გაიაროთ სამედიცინო გამოკვლევა, მიმართოთ ასტროლოგს ან მკურნალს. წარსულის საიდუმლოებები თავს შეგახსენებთ. დეკემბერი საკმაოდ ემოციური თვე იქნება. ბედი ახალ ნაცნობობას ან ახალი სამსახურის შემოთავაზებას გთავაზობთ. შანსი არ გაუშვათ.

ქალწული

დეკემბერი თქვენი გამარჯვების, ტრიუმფის, კარგი ჯანმრთელობის და ფინანსური კეთილდღეობის თვეა. ყველა საქმეს უფრო მარტივად დაასრულებთ, ვიდრე ფიქრობდით. ყველა სფეროში წინსვლა გელით. გადაადგილება ან შორეული მოგზაურობა გამორიცხული არაა. თქვენს წარმატებაზე სხვები აღფრთოვანებით ისაუბრებენ (რა თქმა უნდა, ზოგი შურით).

მოემზადეთ მიიღოთ გემრიელი წინადადებები – სამუშაო ან რომანტიკული. ჰორიზონტზე სასიამოვნო ადამიანთან შეხვედრა ჩანს. ეს იქნება ვინმე თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდის სახით. კარტი გზას გპირდებათ. ეს შეიძლება ნიშნავდეს ტრანსპორტის შეძენას ან მოგზაურობას.

სასწორი

თქვენი დეკემბერი დასრულების კარტით აღწერილია. დროა, დაწყებული დაასრულოთ და შეაჯამოთ. საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად მომთხოვნი ნუ იქნებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკური და ნერვული დასუსტებით დაასრულებთ. მიიღებთ მნიშვნელოვან სიახლეს, რომლის შემდეგ მოგიწევთ დაჯდომა, თუ იდექით. დროა დაასრულოთ ურთიერთობა, რომელმაც დრო მოჭამა.

საკმარისად ძლიერი ხართ, რომ ნებისმიერ სიტუაციას გაუმკლავდეთ. უბრალოდ გჭირდებათ მოქმედების გეგმა საგანგებო შემთხვევისთვის. საკუთარ თავს დრო მიეცით, რომ სიტუაციაზე დაფიქრდეთ და შიშებს გაუმკლავდეთ. ტარო პროგნოზირებს მთვარესთან დაკავშირებულ მოვლენებს. 27 დეკემბერს, სავსე მთვარეზე რაღაც შეიძლება მოხდეს.

მორიელი

ტარო პროგნოზირებს დღესასწაულს და გართობას ოჯახის წრეში. გელით სასიამოვნო სიახლე და ძლიერი ჩახუტება. გაემგზავრებით ისეთ ადგილას, სადაც უყვარხართ და გელიან. სტუმრები შეიძლება მოვიდნენ. დაცულობის, სტაბილურობის და თავდაჯერებულობის განცდა თვის ბოლომდე გაგყვებათ.

თუ დიდი ხანია რთულ საქმეზე მუშაობთ, მხარდაჭერას მიიღებთ. კარტი ჰოროსკოპის მიხედვით ვერძს ასახელებს. ის დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და ყველა პრობლემას საკუთარ თავზე აიღებს. სხვა განმარტებით, თავად მოგიწევთ სიმტკიცის გამოვლენა და საკუთარი თავის ხელში აყვანა.

მშვილდოსანი

თქვენში მოგიზგიზე მეამბოხე ცეცხლი გთხოვთ ადგილიდან ადგეთ და გზას დაადგეთ. გელით საინტერესო მოგზაურობა ხალხთან ერთად. ტარო სწავლის დაწყებას პროგნოზირებს. მთლიანობაში, ახლის შეცნობის გზისკენ იმოძრავებთ. არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. ეს სასიამოვნო წინასაახალწლო ქაოსს ეხება. შეადარებთ ფასებს, გადაწყვეტთ, სად და ვის შეხვდეთ ახალ წელს, რა საჩუქრები შეარჩიოთ.

რომანტიკა და სასიყვარულო თავგადასავლები წინასაახალწლო აურზაურს ნაპერწკალს შემატებს. თუ თქვენი გული თავისუფალია, გელით ახალი ნაცნობები, პაემანი და ახალი რომანი. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ახალი მეგობარი ან დაქალი. ყველა სამუშაო საკითხის დახურვას შეძლებთ და ზამთრის არდადეგებში მარტივად ჩაეფლობით.

თხის რქა

თქვენზე ამოვიდა ოჯახის, ტრადიციების, რეპუტაციის და პატივსაცემი ხალხის კარტები. დღესასწაულებს ახლო ოჯახურ წრეში გაატარებთ. ნათლობაზე ან ჯვრისწერაზე შეიძლება დაგპატიჟონ. გელით საქმეში წინსვლა ან ფიზიკური მოგზაურობა, გადაადგილება.

წლის ბოლო გპირდებათ დიდ სამუშაო დატვირთვას. გთხოვთ, არ გადაიტვირთოთ. ძალა დოზირებულად გაეცით, მოვალეობების განაწილება სცადეთ. თუ საერთოდ ვერ უმკლავდებით, დახმარების თხოვნა არ მოგერიდოთ. სწორი მიმართულებით მოძრაობთ, ყველა სირთულე მალე უკან დარჩება.

მერწყული

დეკემბერი იქნება მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. გაძლიერდით, მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობა მოგიწევთ. კოლეგებთან და მეგობრებთან აზრები შეიძლება გაიყოს. თქვენი აზრის დაცვა და კონკურენტულ ბრძოლაში ჩართვა მოგიწევთ. ცვლილებები გელით, მაგრამ ყველაფერი უკეთესობისკენ მიმართულია. ბედი თქვენი სურვილების ასასრულებლად მზადაა. დაელოდეთ კარგ ამბავს, რომელიც სიხარულით აგავსებთ.

მთელი თვის განმავლობაში მიიღებთ სასიამოვნო, მაგრამ უკიდურესად მოულოდნელ ინფორმაციას. თქვენი ჰაეროვანი ბუნება მოძრაობას ითხოვს. სპონტანური მოგზაურობა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა გახდება. კარგად დასვენების და ძალების მოკრების შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

თევზები

შეხვდებით ადამიანს, რომელიც შეძლებს თქვენი პატივისცემის და აღფრთოვანების მოპოვებას. დეკემბერში გამოჩნდება ნაზი ემოციური ქალი წყლის სტიქიიდან და თქვენს ბედში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. შესაძლოა, შეხვდეთ მამაკაცს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში სიმშვიდეს და წესრიგს შემოიტანს.

ზამთრის დასაწყისი წინსვლის სურვილს გააღვიძებს. მოგიწევთ თქვენი ისტორიის ერთი გვერდი დახუროთ და ახალი გახსნათ. დროა, ახალი ნაპირისკენ გაცუროთ შიშის და საყვედურების გარეშე.