5 მიზეზი, რატომ აქვს ტანსაცმელს უსიამოვნო სუნი გარეცხვის შემდეგ და როგორ მოვაგვაროთ

0
609

როგორც მარტივი, ასევე ყველაზე ძვირადღირებული და მოწინავე სარეცხი მანქანების მფლობელები დაზღვეულნი არ არიან ნივთებზე უსიამოვნო სუნის გაჩენისგან. შეგიმჩნევიათ, რომ ზოგჯერ ტანსაცმელს გარეცხვის შემდეგ ცუდი სუნი აქვს? პრობლემის მოგვარება დიდხანს არ გადადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სუნი უფრო გაძლიერდება.

ამ უსიამოვნო მოვლენას რომ გაუმკლავდეთ, უნდა იცოდეთ, რა არის მისი გაჩენის მიზეზი. პაპარაცი გიამბობთ 5 გავრცელებულ შეცდომაზე, რომელიც სუფთა ტანსაცმელზე უსიამოვნო სუნს იწვევს.

რა უნდა გააკეთოთ, თუ გარეცხილ ტანსაცმელს უსიამოვნო სუნი აქვს

აუცილებელია გაწმენდა

დამდგარი წყალი, ნაქაფი და ჭუჭყი სარეცხ მანქანაში შეიძლება დაგროვდეს. ამის გამო მასში ჩნდება ობი, ასევე ბევრი ბაქტერია გამრავლებას იწყებს. შედეგად, შეიძლება იგრძნოთ დოლურისგან მომავალი უსიამოვნო სუნი, რომელიც ნივთების გარეცხვის შემდეგ რჩება. მანქანა აუცილებლად გაწმინდეთ, რომ პრობლემა მოიშოროთ.

სპეციალური ხსნარი გააკეთეთ. 0,5 ლ სუფთა წყალი და 1 ს/კ ძმარი აურიეთ. მიღებული ხსნარით დოლურაზე რეზინის შემამჭიდროებელი გაწმინდეთ, ასევე ყურადღება მიაქციეთ ფილტრს და გამოსაწევ უჯრას სარეცხი საშუალებისთვის. შემდეგ ცარიელი სარეცხი მანქანა ჩართეთ. ნივთები ან ფხვნილი არ დაუმატოთ. ეკონომიური რეჟიმი ჩართეთ. ყველა დეტალის გაშრობას დაელოდეთ, შემდეგ ტანსაცმლის რეცხვაზე შეგიძლიათ გადახვიდეთ.

გადატვირთული დოლურა

ტანსაცმელი სათანადოდ რომ გასუფთავდეს, ადგილი სჭირდება. თუ დოლურა ძალიან გადატვირთულია, სარეცხი მანქანა თავის ძირითად ფუნქციას ვერ შეასრულებს. სწორედ ამიტომ, ტანსაცმელს არა მხოლოდ უსიამოვნო სუნი ექნება, არამედ მასზე ჭუჭყიც დარჩება. დატვირთეთ დოლურა მითითებული ნორმის გადაჭარბების გარეშე და ამ საკითხთან შეჯახება აღარ მოგიწევთ.

არასწორი რაოდენობის ფხვნილი

ბევრი სარეცხი საშუალება ქსოვილზე რჩება, რის გამოც ობი ჩნდება. არასაკმარისი მოცულობის ფხვნილი ნივთებს ჭუჭყისგან ვერ წმენდს. სარეცხი საშუალება ინსტრუქციაში მოცემული დოზირების მიხედვით დაამატეთ.

საჭიროა ცხელი რეცხვა

ზოგჯერ პრობლემა დაბალ ტემპერატურაში იმალება. ის ქსოვილს იცავს, მაგრამ ძლიერ უსიამოვნო სუნს ან ჩამჯდარ ლაქებს ვერ უმკლავდება. საჭიროების შემთხვევაში ტანსაცმლის გასარეცხად მაღალი ტემპერატურა გამოიყენეთ. არ დაგავიწყდეთ ტანსაცმლის იარლიყზე დახედვა, შეიძლება თუ არა ამის გაკეთება კონკრეტულ ნივთზე.

ტანსაცმლის დაგვიანებული ამოღება

როცა რეცხვის ციკლი დასრულდება, ნივთები დოლურიდან მაშინვე უნდა ამოიღოთ. სველი ტანსაცმელი მანქანაში დიდხანს არ უნდა გააჩეროთ. ცუდი სუნი სწორედ ამ მიზეზით ჩნდება. არ დაგავიწყდეთ “გადადებული დაწყების” ფუნქცია, რომელიც დაგეხმარებათ აირჩიოთ იდეალური დრო რეცხვის დასასრულებლად. ასე შეძლებთ დოლურა ნივთებისგან მაშინვე დაცალოთ.

განსაზღვრეთ, რა იწვევს პრობლემას თქვენს შემთხვევაში, შემდეგ დაუყონებლივ მოგვარებაზე გადადით. რეკომენდებულია სარეცხი მანქანის რეგულარული წმენდა. 4 თვეში ერთხელ ძმრით დეზინფექცია ჩაუტარეთ. ასე კირის ნადებს და ნაქაფს მოაშორებთ. ასე გარეცხვის შემდეგ ტანსაცმელზე უსიამოვნო სუნი აღარ შეგაწუხებთ.