უჩვეულო დღესასწაული. როდის უნდა გაუმასპინძლდეთ დომოვოის, რომ შეუყვარდეთ და სახლში ნივთები არ გაქრეს

0
56

ზამთარი არა მხოლოდ საახალწლო არდადეგებით არის სავსე. არ უნდა დავივიწყოთ ის არსებები, რომლებიც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ. მათ ვერ ვხედავთ, მაგრამ მათ არსებობას ყოველთვის ვგრძნობთ. მაგალითად, ერთ–ერთი ასეთი არსებაა დომოვოი სლავურ კულტურაში. ძველი სლავები შინაურ არსებებს დიდ პატივს სცემდნენ და მათი დღესასწაულების მრავალფეროვნებაში იყო ერთი განსაკუთრებული დღე – დომოვოის გამასპინძლების დღე. ვინ არიან ისინი და რით გავუმასპინძლდეთ? პაპარაცი ამის შესახებ გიამბობთ.

დომოვოი ძველი მითიური არსებაა სლავურ მითოლოგიაში, რომელიც ყველა სახლში ცხოვრობს. ადრე სახლის ამ ბინადარს დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ. მის განწყობაზე იყო დამოკიდებული, იქნებოდა თუ არა სახლში წესრიგი და ოჯახის წევრები ჯანმრთელები. სახლში ნივთების გაქრობა, ნივთების თავისით დავარდნა ნიშანი იყო, რომ დომოვოი უკმაყოფილოა. უარესი იყო, თუ დომოვოი ღამით პატრონის დახრჩობას იწყებდა ან ოჯახში საშინელი დაავადება მოდიოდა.

დომოვოის გამასპინძლების დღე

სწორედ მაშინ მოიგონეს წლის განსაკუთრებული დღეები, როცა დომოვოის დღესასწაულს უწყობდნენ. ჩვენამდე მოაღწია რამდენიმე ასეთმა თარიღმა. კალენდრის მუდმივი ცვლილებების გამო ბევრი თარიღი აირია, მაგრამ რამდენიმე მათგანის აღდგენა მოხერხდა. ერთ–ერთი უახლოესი თარიღი იქნება 28 იანვარი. საახალწლო არდადეგებისა და გართობის შემდეგ დროა ვიფიქროთ სახლის ატმოსფეროს კეთილდღეობაზე. ამ დღეს დომოვოის ყოველთვის აძლევდნენ 1 თასს რძეს და ტკბილეულს თაფლაკვერის ან ფხვიერი ნამცხვრის სახით. დომოვოი ტკბილეულის და რძის დიდი მოყვარულია.

დომოვოის რძით გამასპინძლების კიდევ ერთი დღეა 24 ნოემბერი. წლის ამ დროს განსაკუთრებით ცივა, ხოლო დომოვოი ოჯახის კერაზე პასუხისმგებელია. ძველად, მისი მთავარი საცხოვრებელი ადგილი იყო ღუმელი, რომლის უკან დღისით იმალებოდა. აი, ღამით თავშესაფრიდან გამოდიოდა და სახლში პატრონივით დაიარებოდა. დიასახლისი აუცილებლად დებდა რძით სავსე თასს ღუმელთან ახლოს ისე, რომ დომოვოის დაენახა.

ვინ არის დომოვოი

დომოვოი ცელქი და ონავარია. ზოგჯერ რომელიღაც ნივთით თამაში იტაცებს და მას მოფარებულ ადგილას მალავს. შემდეგ პატრონი ამ ნივთის ძებნაში იტანჯება. სანუკვარი სიტყვების თქმა და გემრიელი კერძის დადება საკმარისია, რომ ნივთი თავის ადგილზე გამოჩნდეს. თქვენც გქონიათ მსგავსი შემთხვევა ერთხელ მაინც? სახლი, სადაც დომოვოი ცხოვრობს, ყოველთვის დაცულია ქურდობისა და სხვა უსიამოვნებისგან. ხშირად თავისი ქცევით გვითითებს ნივთებზე, რომლებიც მალე გატყდება ან უკვე გატეხილია.

დომოვოის საუკეთესო მეგობარი ყოველთვის კატა იყო. ძველად ერთად თბებოდნენ ღუმელთან, ხოლო ღამით თამაშობდნენ. სწორედ ამიტომ, ახალ სახლში პირველად კატას უშვებენ. კატის მოვალეობა იყო დომოვოის პოვნა და მასთან დამეგობრება. თუ კატა იწყებდა კნავილს და ზურგის ამოზნექას, გამოდის, დომოვოი უკმაყოფილოა. ამ შემთხვევაში, სახლის ახალ მეპატრონეს დომოვოისთვის კერძი უნდა დაეტოვებინა.

კერძისთვის გამოიყოფოდა ცალკე თეფში. სუფთა და მთელი უნდა ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლის მფარველი გაბრაზდებოდა. როცა დომოვოისთვის ტკბილეულს ტოვებენ, სამჯერ ამბობენ შემდეგ სიტყვებს: “ბატონო ბიძია, მიიღე ჩემი (თქვენი სახელი) მასპინძლობა პატივისცემის ნიშნად. დალიე და ჭამე, მე და ჩემს ოჯახს დაეხმარე. უბედურებისა და დაავადებებისგან დაგვიცავი, სიუხვეში ცხოვრებაში დამეხმარე”. დომოვოის არ უყვარს კამათი და სკანდალი. როცა სახლში ისმის კისკისი და მშვიდი საუბარი, დომოვოი მზად არის თავის ბატონებს სამუდამოდ ემსახუროს.

დღესვე შეგიძლიათ გაუმასპინძლდეთ თქვენი სახლის მფარველს და არ დაელოდოთ სპეციალურ თარიღს.