2024 წლის ყველაზე მოდური ფერი. რა ფერის სამოსი უნდა შეიძინოთ, რომ არ ჩამორჩეთ ტრენდს დრაკონის წელში

0
182

ამ სამყაროში ძალიან გვაკლია სინაზე. ფერი, რომელიც “გონებას, სხეულს და გულს ავსებს”. სწორედ ეს არის სლოგანი, რომელიც წარმოადგენს ელფერს 13-1023 Peach Fuzz. დღეს მსოფლიოს გააცნეს ნაზი ხავერდის ატმისფერი – Pantone-ის 2024 წლის ფერი.

რამ შთააგონა Pantone–ს 2024 წლის ფერის შექმნა? პაპარაცი გარკვევას ეცდება. ამერიკული კომპანია Pantone 2000 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს წლის ფერს. ეს ფერები ფერთა ნაკრების სტანდარტიზებულ სისტემაში გროვდება. მას იყენებენ დიზაინერები, ფოტოგრაფები, მოდის დიზაინერები და სხვები. წლის ფერი განმსაზღვრელი ვექტორი არის ბრენდების სარეკლამო კამპანიების და მოდის სახლების ჩვენებების განვითარებისთვის.

Pantone – 2024 წელი

კომპანია Pantone ყოველწლიურად ატარებს გლობალურ სოციალურ გამოკითხვას იმის გასაგებად, რა ფერი სჭირდება ხალხს. “Peach Fuzz – გრძნობების საჩუქარია, რომელიც ქმნის სიმბიოზურ კავშირს გემოვნების, მხედველობის, შეხების და ყნოსვის ორგანოებს შორის”. ეს ელფერი მოგვიწოდებს საკუთარ თავთან და სამყაროსთან გაერთიანებისკენ. თითქოს ზრუნვით და სინაზით გვფარავს.

ელფერი, რომელშიც გაერთიანებული განთიადის სილამაზე და მზის ჩასვლის სინაზე. წარმოიდგინეთ, ზღვის პირას ვერანდაზე სხედხართ, მსუბუქ ქარს ატმის ნაზი ფურცლები მოაქვს. აყვავებული ხეხილი ნაზ არომატს აფრქვევს, ფინჯანში არომატული ბალახების ჩაი ასხია. თქვენს სულში ჰარმონია და სიმშვიდეა. მთელი სამყაროს სიყვარული თქვენს გულშია. ამ სამყაროს უღიმით და ისიც იმავეთი გპასუხობთ.

მსოფლიო დაიღალა აგრესიისგან, რომლითაც გარემოცული ვართ ბოლო წლებში. ყველას სურს შექმნას მყუდრო სამყარო, ჰარმონიით და სიყვარულით სავსე, რომ მძიმე ბრძოლების შემდეგ ძალების აღდგენა შეძლოს. სწორედ ასეთ ასოციაციებს იწვევს 2024 წლის ფერი, Peach Fuzz. მოდაშია ქალურობა, სიმსუბუქე და ბუნებრიობა. ნაზი თხელი ქსოვილები, რომელიც სილუეტებს მიჰყვება. ნაზი ატმისფერ ელფერთან კომბინაციაში უბრალოდ გასაოცარ ტანდემს ქმნის.

2024 წლის ახალი ფერი

შესაძლოა, სწორედ ამ ელფერმა მიიყვანოს კაცობრიობა არა მხოლოდ გრძნობების, არამედ პლანეტაზე ყველა ხალხის გაერთიანებამდე. როცა ხალხი დააფასებს იმას, რაც აქვს, და სხვების ყურებას შეწყვეტს. ჩვენ, ყველას ხომ მოგვეცა გრძნობების ერთნაირი ნაკრები, რომელსაც ყოველდღე ვიყენებთ. მაშინ რატომ გვგონია, რომ მეზობელს აქვს უფრო მახვილი თვალი ან უფრო განვითარებული გემოს რეცეპტორები? ყველა ადამიანს ყოველდღე საკუთარი თავის გაუმჯობესება შეუძლია. ახლის სწავლა, ახალი გემოს გამოცდა და უცნობი არომატის შთანთქმა.

ჩვენი რედაქცია მოუთმენლად ელის დიზაინერების ახალ კოლექციებს, სადაც ფერი Peach Fuzz გამოყენებულ იქნება. აუცილებლად გიამბობთ და გაჩვენებთ, როგორ იყენებენ 2024 წლის Pantone-ის ფერს მოდის დიზაინერები, ასევე ახალი პროდუქტები სარეკლამო ინდუსტრიაში.