როგორ შორდებიან ზოდიაქოს ნიშნები: მათი ქცევის თავისებურებები

0
128

ასტროლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ თანავარსკვლავედი, რომლის ქვეშაც ადამიანი დაიბადა, მისი ხასიათის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს. ამის გამო ხშირად ერთი და იმავე ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებს მსგავსი პიროვნული თვისებები აქვთ. სტრესულ სიტუაციებში ერთნაირად იქცევიან, რომანტიკულ ურთიერთობებში ერთნაირ პოზიციებს იკავებენ და მსგავსი ჩვევები აქვთ. პაპარაცი საინტერესო თემას გთავაზობთ. გავარკვიოთ, როგორ შორდებიან ზოდიაქოს ნიშნები და როგორ ვლინდება მათი ქცევის თავისებურებები.

ზოგი ცოფებს ყრის, ყოფილ შეყვარებულზე შურისძიების სხვადასხვა გეგმას აწყობს. სხვები ყველაფერს წარსულში ტოვებენ და დაშორებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ზოგიც საკუთარ თავში იკეტება. როგორ რეაგირებენ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლები საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დასრულებისას?

როგორ შორდებიან ზოდიაქოს ნიშნები: თითოეულის ქცევის მანერა

ვერძი

ამ ვარსკვლავის ქვეშ დაბადებულს არ უყვარს ცარიელ საუბარზე დროის დაკარგვა. განშორების გადადება არ მოსწონს, რადგან მისთვის გაურკვევლობა უფრო მტკივნეულია. თუ ურთიერთობის დასრულებას გადაწყვეტს, სწრაფად და მტკიცედ იმოქმედებს. ამ ნიშნის წარმომადგენელი განშორებას რაღაც ტრაგიკულად არ თვლის. იცის, რომ ეს უბრალოდ გამოცდილებაა, ხოლო მომავალში ვიღაც უფრო ღირსეული ელოდება.

კურო

ამ ნიშნის წარმომადგენელი ოდესღაც საყვარელ ადამიანთან განშორებაზე მტკივნეულად რეაგირებს. დიდი დრო სჭირდება, რომ დაშორება გადაწყვიტოს. თან ამას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში აკეთებს (როცა პარტნიორის მიმართ გრძნობა აღარ აქვს). თუ დაშორების ინიციატორი კურო არაა, საკმაოდ დიდხანს განიცდის. დიდი დრო სჭირდება, რომ სხვა ადამიანს გული გადაუშალოს და ახალი სერიოზული ურთიერთობა დაიწყოს.

ტყუპები

კუროსგან განსხვავებით, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული არასდროს კარგავს დროს იმის გაანალიზებაში, ვინ იყო დამნაშავე. დარწმუნებულია, თუ ამჯერად არ გაუმართლა, ახალ ურთიერთობაში ბედი გაუღიმებს. აღსანიშნავია, რომ ტყუპები გულგრილი არაა, რადგან ყოფილ შეყვარებულზე ცრემლებს არ ღვრის. სინამდვილეში, ცხოვრება ძალიან უყვარს და არ სურს დახარჯოს იმაზე, რისი დაბრუნებაც შეუძლებელია.

კირჩხიბი

კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებული პარტნიორის არჩევაში ძალიან სკრუპულოზურია. მაშინაც კი, თუ ძალიან შეყვარებულია, ამას არ აჩვენებს. ყველაფერს თავისთვის ინახავს, შიშობს, რომ გულს ატკენენ. ასე იქცევა დაშორების დროსაც. საკუთარ თავში იკეტება და დიდხანს არავის უშვებს ახლოს (ახლობლებსაც სანუგეშოდ).

ლომი

ამ ვარსკვლავის ქვეშ დაბადებულ ადამიანს არ შეუძლია თავისი სისუსტის გამოვლენა, ამიტომ განშორებისას საკმაოდ ცივად იქცევა. თავს აჩვენებს, რომ ასეთმა მოვლენამ არაფერი ავნო. ნამდვილ გრძნობებს გულგრილობის ნიღაბში მალავს. ასე ცდილობს ყოფილ შეყვარებულს დაუბრუნოს ტკივილი, რომელიც მან მიაყენა.

ქალწული

საკმაოდ ფეთქებადია. ამის გამო ამ ნიშნის წარმომადგენელთან ურთიერთობის შეწყვეტა შეიძლება ნამდვილ სკანდალად იქცეს. ქალწულს ემოციებისგან დაცლა სჭირდება. ყველაფერს თავისთვის ვერ ინახავს. მზად იყავით, რომ დამშვიდობებისას მისგან ძალიან ცოტა სასიამოვნო სიტყვას გაიგონებთ.

სასწორი

ყველაზე მტკივნეული დაშორების დროსაც სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული მაქსიმალურ გულგრილობას იჩენს. მისი თამაში ოსკარის ღირსია. სასწორი ცრემლებს არავითარ შემთხვევაში გამოაჩენს. გრძნობებს ცხრაკლიტურში მალავს და თავს მაქსიმალურ უდარდელად წარმოაჩენს.

მორიელი

ამ ნიშნის წარმომადგენელმა სხვებზე უკეთ იცის, რომ შურისძიება კერძია, რომელიც ცივად საუკეთესოდ მიირთმევა. ისტერიკას არ მართავს და სკანდალს არ აწყობს. მასთან დაშორება მშვიდად და წყნარად ჩაივლის, მაგრამ მორიელთან მოდუნება არ შეიძლება. თუ გული მართლა ატკინეთ, ყველაფერს გააკეთებს, რომ შური იძიოს.

მშვილდოსანი

ოპტიმისტური ბუნების მშვილდოსანი წყენას დიდხანს ვერ ატარებს. დაშორების შემდეგ ცდილობს, რომ პარტნიორის გრძნობები არ შელახოს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ყოფილ შეყვარებულს ლაფში არ სვრის. მხოლოდ სახეზე ღიმილით იხსენებს ყველაფერ კარგს, რაც მოხდა მათ ურთიერთობაში, და თავისი ცხოვრების უკეთესი პერიოდისთვის ემზადება.

თხის რქა

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული სკანდალს ვერ იტანს. მშვიდობიანად დაშორებას ცდილობს. სწორედ ამიტომ, გრძნობებს გამოვლენის საშუალებას არ აძლევს. მაშინაც კი, თუ ნეგატიურ ემოციებს განიცდის, პარტნიორს არ აჩვენებს. ამ ნიშნის წარმომადგენელი ნამდვილ განცდებს ოსტატურად მალავს, რის წყალობითაც მასთან დაშორება ყოველთვის მშვიდი და ლამაზია.

მერწყული

დაშორების შემდეგ დიდხანს ტირილს ნამდვილად არ აპირებს, ემოციებს ტკბილეულით ახშობს ცრემლიანი მელოდრამის ყურებისას. გონს სწრაფად მოდის. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულს ბოლომდე დაშორება არ შეუძლია. თითქმის ყოველთვის ცდილობს ყოფილ შეყვარებულთან თბილი ურთიერთობა შეინარჩუნოს.

თევზები

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს განშორების გადატანა ძალიან უჭირს. თუ ძალიან ძლიერ უყვარს, ურთიერთობაში თითქმის ყველაფრის ატანა შეუძლია. საყვარელი ადამიანის დაკარგვა მისთვის მტკივნეულია. დაშორების შემდეგ ელოდება რამდენიმე თვე ცრემლების ღვრა.