ყინვა ვეღარ შეგაშინებთ. 5 მეთოდი, როგორ დაითბუნოთ ფეხები ზამთარში

0
378

ზამთარში ფეხსაცმელში ფეხები იყინება, რის გამოც ადვილად შეიძლება გაცივდეთ. სწორედ ამიტომ, გარეთ გასვლამდე იზრუნეთ იმაზე, რომ ყინვამ ვერაფერი დაგაკლოთ. საჭიროა იცოდეთ, როგორ დაითბუნოთ ფეხები ჰიპოთერმიის თავიდან ასაცილებლად.

პაპარაცი გიზიარებთ 5 მნიშვნელოვან რჩევას, რომელიც მინუს ტემპერატურაზე გაყინვისგან დაგიცავთ. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რადგან ცივმა ფეხებმა შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ სურდო, არამედ სახსრების ტკივილი, შარდსასქესო სისტემის დაავადებები.

5 რჩევა, როგორ დაითბუნოთ ფეხები ზამთარში

ხარისხიანი ფეხსაცმელი

ზამთრის ფეხსაცმლის არჩევისას პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ. თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა პირდაპირ მასზეა დამოკიდებული. ფეხსაცმელს სქელი ძირი უნდა ჰქონდეს. სასურველია, შიგნით ბეწვი იყოს. ფეხსაცმლის არჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ძლიერ ყინვაში სქელი წინდები უნდა ჩაიცვათ, ამიტომ ფეხები ჩექმაში ვიწროდ არ უნდა იყოს.

ბეწვის ღაბაში

ჩვეულებრივი ღაბაში ზამთრისთვის ცუდი ვარიანტია. ბეწვის ღაბაშით შეცვალეთ. ასეთი ღაბაში სითბოს დიდხანს ინარჩუნებს, რის წყალობით ფეხები არ გაგეყინებათ.

ღაბაში ამრეკლავით

ეს ვარიანტიც შესაფერისია მინუს ტემპერატურაზე. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ თექის ღაბაში წიბოვან ფოლგაზე ან თავად გააკეთოთ. ამაში რთული არაფერია. ნებისმიერ სამშენებლო მაღაზიაში ფოლგიანი სითბოს ამრეკლავი შეიძინეთ. ჩვეულებრივი ღაბაში დაადეთ და კალმით შემოხაზეთ. შემდეგ სითბოს ამრეკლავიდან ახალი ღაბაში გამოჭერით. შემდეგ რამდენიმე პატარა ნახვრეტი გაუკეთეთ, რომ ფეხებმა ფეხსაცმელში სუნთქვა შეძლოს.

წიწაკის პლასტირი

ფეხების დასათბუნად ამ მეთოდის გამოყენება შეგიძლიათ. წიწაკის პლასტირი ბამბის თხელ წინდას დააკარით და ჩაიცვით. ზემოდან უფრო თბილი წინდა ჩაიცვით. ამის შემდეგ ძლიერი ყინვაც ვერ შეგაშინებს.

სქელი წინდა

ზამთარში დაივიწყეთ თხელი წინდები, რომლებსაც ბოტასებში იცვამდით. უფრო თბილ მასალაზე გადადით. აირჩიეთ ბეწვის ან ნაქსოვი წინდები, რომლებიც თქვენს ფეხებს გაყინვის საშუალებას არ მისცემს. გახსოვდეთ, რომ ძალიან არ უნდა გიჭირდეს, რადგან ასე სისხლის მიმოქცევას ხელს შეუშლის.

ქუჩაში გასვლამდე ყველა ნიუანსი გაითვალისწინეთ და ნამდვილად არ გახდებით ჰიპოთერმიის მსხვერპლი. თქვენი ფეხები სითბოში იქნება.