2024 წელი იქნება ძალიან საინტერესო და მოვლენებით სავსე – რას პროგნოზირებს ტაროლოგი ანჯელა პერლი

1012

მალე დაძაბული 2023 წელი მართვის სადავეებს გადასცემს მკაცრ, მაგრამ სამართლიან მწვანე დრაკონს. რა გველის, სად დავაჭიროთ ხელი, სად ამოვისუნთქოთ, ტაროლოგი ანჯელა პერლი გიამბობთ. 2024 წელი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ძლიერი ტრამპლინი გახდება. ვარსკვლავებმა ზოგისთვის მოამზადა ოქროს მთები, სხვებისთვის საბედისწერო შეხვედრა საყვარელ ადამიანებთან. ბედის ზოგიერთი ნებიერი ორივე ხელით საჩუქრებს აიღებს! მოძებნეთ თქვენი ნიშანი და წაიკითხეთ 2024 წლის ჰოროსკოპი.

ანჯელა პერლი: 2024 წელი

ვერძი

2024 წლის ზამთარი–გაზაფხული კარგი პერიოდია, რომ ფინანსები მოაწესრიგოთ. 22 იანვრიდან დიდი შანსია, რომ სერიოზულ კომპანიაში მაღალი თანამდებობა დაიკავოთ ან მოაწყოთ კონფერენცია ან სემინარი. მაისის ბოლოს თქვენი გარემოცვა ახალი საქმიანი პარტნიორებით და მეგობრებით შეივსება. დიდი გუნდის ნაწილი და სხვებისთვის მისაბაძი მაგალითი შეიძლება გახდეთ.

2024 წლის ზაფხული და შემოდგომა გაწეული სამსახურისთვის ფულადი ნაღების აღების დროა. ახალი უნარების და ტექნიკის ათვისება კარგ მოგებას მოგიტანთ. საქმიან ურთიერთობასა და რომანტიკაში ბედის ჩარევას ელოდეთ 25 მარტს, 8 აპრილს და 2 ოქტომბერს. ბოლოს მსგავსი მდგომარეობა 2008 წელს განიცადეთ. გაიხსენეთ, რასთან მოგიწიათ შეჯახება მაშინ.

კურო

თამამად გადაუშალეთ გული სამყაროს, ოცნებების და დიდი დაგეგმვის არ შეგეშინდეთ. თქვენი ფინანსები ჯიბეს გაახარებს. ელოდეთ შემოსავლის ზრდას, მოულოდნელ ფინანსურ დახმარებას, უძრავი ქონების შეძენას ან ინვესტიციების ზრდას. ფაქტიურად ფინანსურ სამოთხეში მოხვდებით.

18–დან 21 აპრილამდე ვარსკვლავები გამოჯანმრთელების და იღბლის გზაზე დაგაყენებენ. კარიერაში ძლიერ ნახტომს გააკეთებთ, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ. ზაფხულში, ასევე ნოემბერ–დეკემბერში საკუთარი ბიზნესის გახსნა ღირს. მომავალ წელს თვითშემეცნება და სულიერება დიდ როლს ითამაშებს. გაჭიანურებულ საქმეში წერტილის დასმას შეძლებთ. აუცილებლად დაიცავით წონასწორობა და ზედმეტად არ მოიქანცოთ.

ტყუპები

მწვანე დრაკონის წელი თქვენი ტრიუმფის წელი შეიძლება იყოს. ეჭვების გარეშე საზოგადოებაში გადით. იუპიტერი, რომელიც 26 მაისს ტყუპების ნიშანში შემოვა, 2025 წლის 10 ივნისამდე საჩუქრებით აგავსებთ. ასეთი რამ 12 წელიწადში ერთხელ ხდება! ვარსკვლავები გპირდებიან საბედისწერო შეხვედრებს, მოგზაურობას შესანიშნავ ადგილებში, საზღვარგარეთ მივლინებას და უცხოელებთან ნაცნობობას. შეიცანით სამყარო, გაიფართოვეთ ჰორიზონტები: ახალი პარტნიორობა ან გარემოცვა მოგცემთ იმას, რაზეც ოცნებაც არ შეგეძლოთ.

მომავალ წელს დაწყებული სასამართლო პროცესები დიდხანს გაჭიანურდება. შემოდგომის ბოლოს შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენი მენტორი გახდება. თავადაც შეძლებთ სხვებისთვის მასწავლებელი გახდეთ. გელოდებათ ბევრი სამუშაო და დიდი პასუხისმგებლობა. ასევე ვარსკვლავები პროგნოზირებენ დიდი ხნის ნანატრ შვილებს, ახალ კონტაქტებს და მეგობრებს. ვიღაცას სიყვარულში გაუმართლებს 8 აპრილს, 25 მარტს ან 2 ოქტომბერს.

კირჩხიბი

ჩართეთ თქვენი ძრავა პირველი 5 თვის განმავლობაში: გელოდებათ ბევრი საინტერესო ღონისძიება, კონფერენცია, გავლენიან ხალხთან კონტაქტები. შემდეგ შეხვალთ თვითშემეცნების პერიოდში ან ძველ საკითხებს დახურავთ. მწვანე დრაკონი გამზადებთ ბედნიერი ცვლილებებისთვის, რომელიც 2025 წლის ივნისში მოვა. აპრილში მოხდება გრანდიოზული მოვლენა: მოულოდნელი პოპულარობა ან ნათელ ადამიანთან შეხვედრა. 22 იანვრიდან პლანეტები მწვანე შუქს აგინთებენ სიყვარულში, ქორწინებაში და საქმიან ურთიერთობებში.

შუა ზამთარში ფულადი ნაკადი შემოვა. ეს შეიძლება იყოს პარტნიორული ფინანსები, მემკვიდრეობა ან შემოსავალი თანამშრომლობიდან. მოსალოდნელია ბიზნესის საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და სამუშაო მივლინება საზღვარგარეთ. თქვენს ოჯახს შეეხება უძრავი ქონების საკითხი: ყიდვა, გაყიდვა თუ გარემონტება? ასევე საქმიანობის სფეროს და საცხოვრებელი ადგილის გადახედვა. მარტი და აპრილი ემიგრაციისთვის კარგი დროა.

ლომი

2024 წლის ზამთარი და გაზაფხული გიბიძგებთ საკუთარ სტატუსზე მუშაობისკენ, რომ ზაფხულის დასაწყისში მოსავალი აიღოთ. შეიძლება გახდეთ საქველმოქმედო ფონდის ან პარტიის წევრი, სოციალურ ქსელებში პოპულარობა მოიპოვოთ. გადაწყვეტილების მიღებისას თავისუფლების განცდა შეგიპყრობთ. სამუშაოს უეცარი შეცვლაც და ბიზნესში ახალი ნაბიჯებიც დადებით შედეგამდე მიგიყვანთ.

სრული ტრანსფორმაცია მოხდება მეგობრობაში, რომანტიკაში და პარტნიორულ ურთიერთობებში. საკუთარი თავის და სხვების მიმართ დამოკიდებულებას შეცვლით. საკუთარ თავს პირველ ადგილზე დააყენებთ. წარმატებული წელია ახალი საქმიანი კავშირების დასამყარებლად. მოსალოდნელია კლიენტების რიცხვის და შემოსავლის ზრდა. მიიზიდავთ ხალხს, იქნება ეს ახალი გამომწერი თუ პარტნიორი. საინვესტიციო, უძრავი ქონების, კრედიტის და გადასახადების დაგეგმვის საკითხები შეგაწუხებთ.

ქალწული

პირველი 5 თვე სწავლისა და მოგზაურობისთვის გამოიყენეთ. აპრილში ჰორიზონტზე გამოჩნდება საზღვარგარეთ მოგზაურობა, სასამართლოში გამარჯვება, ემიგრაცია ან წიგნის გამოცემა. საუკეთესო დროა საჯარო გამოსვლებისთვის. 2024 წელს მეტ პასუხისმგებლობას აიღებთ. აპრილი, მარტი, სექტემბერი და ოქტომბერი – კარგი თვეა ბიზნესის დასაწყებად, შემოსავლის წყაროს შესაცვლელად, გრანტის ასაღებად და ახალი თანამშრომლობისთვის.

რომანტიკული და საქმიანი ურთიერთობები სიმტკიცეზე გამოცდას გაივლის. ზოგი ქალწული ყოფილ სიყვარულს ხელს დაუქნევს, სხვები კი ჯვარს დაიწერენ. თუ თავისუფალი ხართ, შეიძლება შეხვდეთ სერიოზულ პარტნიორს დიდი ასაკობრივი სხვაობით. ვარსკვლავები დიდი კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობას მოგცემენ.

სასწორი

გაზაფხულის ბოლომდე ბედი ფინანსებში გაგიღიმებთ. მოსალოდნელია მომგებიანი თანამშრომლობა, ძვირადღირებული საჩუქრები და ლატარიაში მოგებაც. ივნისიდან თამამად დაიწყეთ სწავლა და გაემგზავრეთ საზღვარგარეთ. გააუმჯობესეთ დისციპლინა: კარიერული ზრდა მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ბიზნესის გახსნას ან ბევრი ადამიანის დახმარებას შეძლებთ.

თუ თავისუფალი ხართ, თქვენი ცხოვრების სიყვარულს ელოდეთ! სხვებს ელოდება ურთიერთობაში ახალ დონეზე გადასვლა. დაშორების გამო არ იდარდოთ, რადგან ზაფხულში ან წლის ბოლოს გაიცნობთ მნიშვნელოვან ადამიანს, რომელიც სამყაროზე ხედვას შეგიცვლით. 2024 წელი მწვანე შუქს აძლევს სასწორის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ოცნებობენ მშობლები გახდნენ.

მორიელი

სიყვარული და ურთიერთობა 2024 წლის ზამთარი–გაზაფხულის მთავარი თემაა. ბევრი მორიელი იპოვის თავის ბედს და დაქორწინდება. ასეთი დატვირთული პერიოდი 12 წელიწადში ერთხელ ხდება. გარდაქმნები საცხოვრებელ ადგილს და ოჯახს შეეხება. მოსალოდნელია ემიგრაცია, მოქალაქეობის შეცვლა და სახლის მშენებლობის დაწყება. 2024 წლის ზაფხული და დეკემბერი საუკეთესო დროა უძრავი ქონების გარიგებისთვის.

მაისის ბოლო – ივნისის დასაწყისში ვარსკვლავები გპირდებიან ფინანსების ზრდას. გაგიმართლებთ სტიპენდიის, გრანტის და ინვესტიციების მიღებაში. დაბნელების პერიოდი თქვენს თვითგანვითარებასა და თვითშემეცნებაზე ძლიერ გავლენას მოახდენს. ამან შეიძლება გამოიწვიოს პროფესიის ან სამუშაო ადგილის შეცვლა. აპრილში თქვენს გულზე დააკაკუნებს ვიღაც, ვინც თქვენი ცხოვრების შეცვლას შეძლებს.

მშვილდოსანი

2024 წლის თებერვალი–აპრილი სასიყვარულო ფერებით შეიღებება. ჯადოსნური დროა, რომ ოჯახი შექმნათ ან ძლიერ და დიდხანს შეიყვაროთ. სხვა ეროვნების ადამიანის მიმართ გრძნობები შეიძლება გაგიჩნდეთ. შანსი არ გაუშვათ! ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ახალი მეგობარი, გატაცება და შეჯიბრებეში, გამოფენებში, კონფერენციებსა და შოუებში მონაწილეობის შესაძლებლობა. მიგიწვევენ ისეთ ადგილებში, სადაც წასვლა არასოდეს გიოცნებიათ.

26 მაისიდან თქვენი ენერგია ფულის გამომუშავებისკენ მიმართეთ. ახალი პარტნიორები და კონტრაქტები გამოჩნდება. მოსალოდნელია სამსახურის შეცვლა ან ახალი საქმის დაწყება. შემოსავალი გაიზრდება, რაზეც ახალ გარემოცვასთან თქვენი კომუნიკაციის უნარები გავლენას მოახდენს. წლის ბოლოს გაიცნობთ მნიშვნელოვან ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებაზე შეხედულებას შეგიცვლიან.

თხის რქა

თუ სული დიდი ხანია ითხოვს დასვენებას, მოგზაურობას და სიამოვნებას, თამამად დაუთმეთ დრო საკუთარ თავს წლის პირველ ნახევარში. გაზაფხული სავსე იქნება რომანტიკით, დაოჯახებულ თხის რქას ვარსკვლავები ჰპირდება ნანატრ ორსულობას ან ბედნიერ შემთხვევას. შემოდგომაზე ყურადღება ბიზნესზე გადაიტანეთ. გაყიდვები გაიზრდება ან ახალი საქმიანი პარტნიორებისგან სიგნალს მიიღებთ.

წლის განმავლობაში ფული გაიზრდება. თქვენი ურთიერთობის წრე საქმიან სიბრტყეზე გადაინაცვლებს, ხოლო პირადი კონტაქტების შემცირება მოგიწევთ. ბევრი ადამიანი წავა თქვენი ცხოვრებიდან, რადგან მოძველებული კავშირების გაწყვეტის დრო დადგა. ეს წელი მოგცემთ დიდ სტიმულს ახალი კარიერული სიმაღლეებისა და უფრო ძლიერი სტატუსისკენ. კარგი დროა უძრავ ქონებაში ინვესტიციებისთვის.

მერწყული

წლის დასაწყისი გპირდებათ მოულოდნელ წარმატებას, რომელიც ემიგრაციის, მოქალაქეობის ან საცხოვრებელი ადგილის გარკვევაში დაგეხმარებათ. ივნისიდან თქვენი ცხოვრება სიხარულით აივსება. სიყვარული მარტოხელა მერწყულს მოუკაკუნებს. იპოვით თქვენს დანიშნულებას, დაიწყებთ საკუთარ საქმეს და საოცნებო მოგზაურობას მოიწყობთ. ზაფხული და ზამთრის ბოლო ახალი წამოწყებისთვის საუკეთესო დროა.

22 იანვარი მომავალი წლის მთავარი თარიღია. წარმოუდგენლად შეიცვლებით. ეს ტენდენცია მომდევნო 20 წლის განმავლობაში გაგრძელდება. წელს ყველაფერ ძველს და უსარგებლოს მოიშორებთ. 2024 წლის დეკემბერში საკუთარ თავს გაოცებული ჰკითხავთ: “როგორ დაეტია ამდენი რამ ერთ წელში?” დაუყონებლივ დაიწყეთ ახალი ენის, ტექნიკის და უნარის შესწავლა. ახალი ჰორიზონტები გამოჩნდება: უცნობისკენ ნაბიჯი უშიშრად გადადგით.

თევზები

პირველი 6 თვე ახალ მეგობრებს მოგიყვანთ. აპრილში შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თქვენს სამყაროს თავდაყირა დააყენებს. არ მოიწყენთ! კარგი დროა, რომ მიიღოთ ახალი პროფესია, ცოდნა, ტექნიკა და უნარი. 26 მაისის შემდეგ ემიგრაციის საკითხით დაინტერესდებით. წარმატებული დროა, რომ ვიზა და სხვა დოკუმენტები გააფორმოთ.

თქვენს ცხოვრებაში შეიძლება შემოვიდეს ეზოთერიზმი და წარსულის საიდუმლოს, მაგალითად, თქვენი ოჯახის ისტორიის გაგების სურვილი. ურთიერთობა შესაძლოა ახალ დონეზე გადავიდეს ან გამოცდა გაიაროს. ეს არა მხოლოდ სიყვარულს, არამედ საქმიან პარტნიორობას ეხება. გაიზრდებით და დაჭკვიანდებით. ფინანსური მხარე თავს შეგახსენებთ თებერვალში და გაზაფხულის დასაწყისში. გამოჩნდება შემოსავლის ახალი წყარო და საყვარელი ადამიანის დახმარებას შეძლებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს