ტოპ 4 ოთახის მცენარე, რომელიც ფოთლებით ადვილად შეგიძლიათ გაამრავლოთ

0
190

ოთახის მცენარეების კოლექციის გაზრდას ფინანსური ინვესტიცია სჭირდება. თუმცა ყვავილების მაღაზიაში მოწონებული ნიმუშის შესაძენად საშუალება ყოველთვის არ გვაქვს. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ ოთახის მცენარეების გაზრდის საოცარი მეთოდი. მისი ტექნოლოგია ისწავლეთ და დაიწყეთ ბინაში ნამდვილი ორანჟერეის შექმნა. პაპარაცი გიამბობთ, რომელი მცენარეები შეგიძლიათ გაამრავლოთ ფოთლებით.

მცენარის გაზრდის ასეთი ბიუჯეტური მეთოდი საშუალებას მოგცემთ სახლში გქონდეთ ბევრი ყვავილი, რომლის ფასიც მაღაზიაში ძალიან იკბინება. დაზოგეთ ფული და ივარჯიშეთ მებაღეობაში. გაფრთხილებთ, საინტერესო პროცესი შეიძლება გახანგრძლივდეს.

რომელი მცენარე მრავლდება ფოთლებით: ტოპ 4

ია

იასავით ნაზი ყვავილის ახალი ყლორტების მისაღებად აიღეთ კონტეინერი და მისი ძირზე ნახვრეტები გააკეთეთ. შემდეგ კერამზიტის ან კენჭების სადრენაჟო ფენა გააკეთეთ. ამის შემდეგ კონტეინერი მიწით გაავსეთ, ოდნავ დაასველეთ.

მცენარეს შუა რიგიდან ფოთლები მოაჭერით. ძარღვების გასწვრივ რამდენიმე ადგილას ბასრი დანით გაჭერით. ფოთლები მიწაში ჩადეთ. კონტეინერს პარკი დააფარეთ და გაიტანეთ თბილ ადგილას, სადაც სათანადო განათებაა. უკვე 7–14 დღეში პატარა ყლორტებს დაინახავთ. მნიშვნელოვანია! არ დაგავიწყდეთ რეგულარულად პარკის მოხსნა, რომ მცენარე არ დაიხრჩოს.

ფიკუსი

დამწყებ მებაღესაც შეუძლია ფიკუსის გამრავლებას გაუმკლავდეს ასეთი მარტივი მეთოდის გამოყენებით. დანა სადეზინფექციო საშუალებით გაწმინდეთ და ფოთოლი გვირგვინიდან გამოაცალეთ. მზად იყავით, რომ გადაჭრილი ადგილიდან წებოვანი სითხე გამოჟონავს. სწორედ ამიტომ, ფოთოლი თბილი წყლით გარეცხეთ, შემდეგ გაამშრალეთ.

გადაჭრილი ფირფიტის ძირში გააკეთეთ პატარა გრძივი ჭრილები ახალი ფესვების ზრდის სტიმულირებისთვის. შემდეგ ფოთოლი ოთახის ტემპერატურის სუფთა წყლით სავსე ქილაში მოათავსეთ. შექმენით მინი სათბური. ამისთვის ჭურჭელს პარკი დააფარეთ. პერიოდულად კონდენსაციის თავიდან ასაცილებლად კონსტრუქცია გაანიავეთ.

ბეგონია

ფოთლით ნებისმიერი ჯიშის ბეგონიის გამრავლებას შეძლებთ. ამისთვის ფოთოლი ყუნწთან ერთად გადაჭერით. დასარგავი მასალა მოათავსეთ სველი მიწით სავსე კონტეინერში. მანამდე ფოთოლზე განივი ჭრილობების გაკეთება არ დაგავიწყდეთ.

მიწა მუდმივად უნდა დატენიანდეს. არ უნდა გამოშრეს. მიწა ამ მდგომარეობაში შეინარჩუნეთ ახალგაზრდა ფესვების გაჩენამდე, რომლის ზომა 2 და მეტ სანტიმეტრს აღწევს.

კრასულა

როგორც ყველა სუკულენტი, კრასულა საკმაოდ მარტივად მრავლდება ზრდასრული მცენარისგან გამოყოფოლი ფოთლის გამოყენებით. ფულის ხის გვირგვინს ხორციანი ფოთოლი მოაჭერით. შემდეგ შესაფერისი მიწით სავსე კონტეინერში გადარგეთ.

აიღეთ თანაბარი რაოდენობის კორდიანი მიწა, ნეშომპალა და ვერმიკულიტი. მიწა კარგად დაატენიანეთ. ასე კრასულას ფოთოლი აუცილებლად ფესვს გაიდგამს. ამაზე ნერვიულობა არც ღირს.

აი, ასე შეგიძლიათ გაზარდოთ სასურველი მცენარე სახლში ყოველგვარი ფინანსური ხარჯის გარეშე. ამისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი ფოთოლი და თავისუფალი დრო, რომელიც ყვავილის მოვლას შეგიძლიათ დაუთმოთ.