აირჩიეთ სარკე და გაიგეთ, რომელი თვისება დომინირებს თქვენს ხასიათში

0
246

ფსიქომეტრია – ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც მიმართულია ადამიანის თვისებრივი მახასიათებლების ტესტირებით გაზომვაზე. პიროვნების თვისებების შეფასება საკმაოდ სწრაფად ხორციელდება. როცა ადამიანი ხედავს რიგ ფორმებს, მის ყურადღებას ავტომატურად იზიდავს ერთ–ერთი, რომელიც საცდელი სუბიექტის ხასიათზე ბევრს ამბობს. ანალიზის ამ მეთოდის სიზუსტეში თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ. ამისთვის გაიარეთ საინტერესო ტესტი “აირჩიეთ სარკე”.

ქვემოთ მოცემულ სურათს შეხედეთ. მასზე სამი სარკეა გამოსახული. აირჩიეთ ერთ–ერთი, დიდხანს არ იფიქროთ. მხოლოდ პირველი მოწონებული სარკე გეტყვით სიმართლეს თქვენს შესახებ. მასში ანარეკლი და მისი ფორმა თქვენი ხასიათის ბევრ საიდუმლოს გაამხელს.

საინტერესო ტესტი “აირჩიეთ სარკე”: სწრაფი გაშიფვრა

სარკე № 1

ადამიანები, რომლებმაც მრგვალი სარკე აირჩიეს, უფრო კონცენტრირებული არიან არა საკუთარ, არამედ გარშემომყოფების საჭიროებებზე. ყველაფერს გააკეთებენ, რომ ახლობლები გააბედნიერონ. უკეთეს მსმენელს ვერ ნახავთ. ყოველთვის იპოვის დროს მეგობრებთან და კოლეგებთან სასაუბროდ და საჭიროების შემთხვევაში პრაქტიკულ რჩევებს გასცემს.

მათ, ვინც აირჩია სარკე ყვავილის ანარეკლით, კარგი იუმორის გრძნობა აქვს. მასთან ერთად ნამდვილად არ მოიწყენთ. ასეთ ხალხს აქვს საოცარი შესაძლებლობები: ყოველთვის იცის, როგორ გაახალისოს თანამოსაუბრე და აიძულოს გაღიმება.

სარკე № 2

სამკუთხედის ფორმის სარკის არჩევანი მიუთითებს ადამიანებზე, რომლებიც ბუნებამ ლიდერული თვისებებით დააჯილდოვა. ყოველთვის წინსვლაზე ორიენტირებულნი არიან. მათთვის, ვინც აირჩია სარკე მთის ანარეკლით, საკუთარი რეპუტაცია ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, დაშვებულ შეცდომებზე მტკივნეულად რეაგირებენ.

ასეთი ხალხის წყობიდან გამოყვანა რთულია. ყოველთვის მოვლენების კურსში უნდა იყოს. ინფორმაციის ფლობა მისი პრიორიტეტია. სიტყვაზე, მათზე უფრო პასუხისმგებელ და პედანტ ადამიანს ვერ იპოვით.

სარკე № 3

ისინი, ვინც მარკუთხედის ფორმის სარკე აირჩია, ძალიან ორგანიზებული არიან. ყველა დაკისრებული ამოცანის გამკლავება და ნებისმიერი სირთულის პრობლემის მოგვარება შეუძლია. სტრესულ და რთულ სიტუაციაშიც ცივ გონებას ინარჩუნებს და ემოციებით არ ხელმძღვანელობს.

მესამე სარკეს ზღვის ანარეკლით ირჩევენ ადამიანები, რომლებიც რაციონალურ აზროვნებას ფლობენ. მათ გამორჩევა არ უყვართ. ასეთი ადამიანი თავს უხერხულად გრძნობს, როცა პროჟექტორებს ანათებენ. კულისებში ყოფნა და იქედან მოქმედება უფრო მოსწონს.

აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ გამოსახულების არჩევანზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. სწორედ ამიტომ, დროთა განმავლობაში ფსიქოლოგიური ტესტის შედეგები შეიძლება შეიცვალოს. ამაზე გავლენას ახდენს საცდელი სუბიექტის ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები.