მანიკიური 2024 ახალი წლის შესახვედრად. რომელ ფერებს უნდა მოერიდოთ, რომ ხის დრაკონი არ გაბრაზდეს?

145

უკვე ჩაეწერეთ მანიკიურის სპეციალისტთან საახალწლოდ? აღიარეთ, არ ელოდით, რომ მოგიწევდათ სპეციალისტის მოძებნა თავისუფალი დროით. როგორც აღმოჩნდა, საახალწლოდ მანიკიურის გაკეთება სურთ იმ ქალებსაც, რომლებიც მთელი წელი გელლაქს ზიზღით უყურებენ. ყველა ცდილობს, ხის დრაკონი ლამაზი ფრჩხილებით მოხიბლოს.

როცა საქმე ახალი წლის აღნიშვნას ეხება, ყველაფრის კაშკაშად, ფერადად და უხვად გაკეთებას მიჩვეული ვართ. დაგვეთანხმეთ, სუფრასთან კაშკაში, საახალწლო ნაძვის ხესთან კონკურენციის გაწევა, იგივე არაა, მდიდრულად გამოიყურებოდეთ. გაეცანით 2024 წლის მანიკიურის ფერებს, რომელიც თქვენს სადღესასწაულო ლუქს იდეალურად მოერგება.

ტოპ მანიკიური საახალწლოდ – 2024

დავიწყოთ იმ ქალების დამშვიდებით, რომელთაც ნაზი ხორცისფერის ელფერები მოსწონთ. თქვენი საყვარელი რძისფერი ბაზა ვერცხლისფერი ან ოქროსფერი ბრჭყვიალებით წარმატების მოსაზიდი ლუქისთვის იდეალურია. ბრჭყვიალებში არ გადააჭარბოთ. აკონტროლეთ, რომ ხელოვნური ძვირფასი ქვები და ბრჭყვიალები ერთმანეთს ჰარმონიულად შეერწყას და მთელი ფრჩხილი არ დაფაროს.

ამ გამოსახულებაში ვერცხლისფერი გპირდებათ სამართლიანობას და სიმართლეს, ოქროსფერი – წარმატებას და დიდებას.

წითელი მანიკიური

საახალწლოდ წითელი მანიკიური იდეალურია ქალებისთვის, რომელთაც ვნებიანი ბუნების წარმოჩენა სურთ. ასევე მათთვის, ვინც სიყვარულის მოზიდვას ცდილობს. ერთადერთი, დიზაინთან კომბინაციაში არ გამოიყენოთ, რადგან ასე ზედმეტად ჭრელი და ბავშვური გამოვა.

ლურჯი მანიკიური

უდავოდ, საახალწლოდ მოკლე ფრჩხილებზე ლურჯი მანიკიური საუკეთესოა. თან კაშკაშა ფერებში. პირველ რიგში, ალბათ ყველაზე ზამთრის ფერია. მეორეც, ლურჯი ფულს იზიდავს. თუ მომავალ წელს თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება გსურთ, ლურჯი ფრჩხილი ფულისთვის მაგნიტი გახდება.

მწვანე მანიკიური

დამდეგი 2024 წლის მფარველია მწვანე ხის დრაკონი. სწორედ ამიტომ, მწვანის ყველა ელფერი კარგი იდეაა. თუ ამას დაუმატებთ, რომ მწვანე ჯანმრთელობის, სიმშვიდის და წარმატების სიმბოლოა, ფერის არჩევისას ნამდვილად არ შეცდებით.

მანიკიური დრაკონის პრინტით

რეკომენდებულია, ზემოთ ჩამოთვლილ ჩრდილებს დაუმატოთ დრაკონის პრინტი: ფარფლებით, თვალებით ან ფანტასტიკური არსების მთელი ნახატი. ფრჩხილები ჩინურ სტილში შეგიძლიათ გაიკეთოთ, დრაკონი თითოეულ ფრჩხილზე “გაწელეთ”. ძალიან ეგზოტიკური გამოვა.

ყველაზე ცუდი მანიკიური საახალწლოდ

მწვანე ხის დრაკონი ფრჩხილებზე მუქ ფერებს ნამდვილად არ მოგიწონებთ. პირველ რიგში, ეს შავია. ის თქვენს ცხოვრებაში დარდს და სევდას მოიზიდავს.

ასევე მოერიდეთ ყავისფერ ელფერებს მანიკიურის გაკეთებისას. დრაკონი ზედმეტად “მიწიერად” ჩათვლის ასეთი ამაღლებული არსებისთვის.

ყვითელი დრაკონს ახსენებს, რომ ეს იყო ჩინეთის იმპერიული ოჯახის ექსკლუზიური პრივილეგია. სწორედ ამიტომ, იგი თქვენს სტილში და მანიკიურში შეცვალეთ ოქროთი – სიმდიდრის სიმბოლოთი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს