2 იანვრამდე მოითმინეთ: რეტროგრადული მერკური ყველაფერს თავდაყირა დააყენებს, ცხოვრება გამარტივდება

0
925

იცით, რომ დეკემბერში რეტროგრადული მერკური გველოდება? მათაც, ვისაც საერთოდ არ აინტერესებს ასტროლოგია და ჰოროსკოპი, ნამდვილად სმენია ამ ფენომენის შესახებ. დღეს წარუმატებლობის ან ცუდი განწყობის შემთხვევაში მიღებულია თქმა, რომ დამნაშავე რეტროგრადული მერკურია. ყველაფერი ასე მარტივი რომ იყოს! მაგრამ, როგორც ამბობენ, ყველა ხუმრობაში არის სიმართლის მარცვალი.

რეტროგრადული მერკური დეკემბერში

ეს იშვიათი მოვლენა არაა, წელიწადში 3–4–ჯერ ხდება და 3–4 კვირა გრძელდება. ახლა ვარსკვლავურ რუკაზე ერთ–ერთ ასეთ მდგომარეობაში ვართ. ანჯელა პერლი გიამბობთ, როგორი იქნება რეტროგრადული მერკური დეკემბერში.

სინამდვილეში, საქმე მხოლოდ დეკემბრით არ შემოიფარგლება. ამჯერად ცვლილებები და რყევები 6 კვირამდე გაგრძელდება, რადგან ახლა დროისა და სივრცის საოცარ მომენტში ვართ. რა გავლენას მოახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, რა შეგვიძლია გავაკეთოთ და რა არა, ამის შესახებ ასტროლოგი ანჯელა პერლი გიამბობთ. მან ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ინდივიდუალური ჰოროსკოპი შეადგინა.

რა ცვლილებებს მოგიტანთ რეტროგრადული მერკური დეკემბერში?

ცოტა რამ, რა ხდება ახლა მერკურთან. 13 დეკემბრიდან მერკური თხის რქის მე–8 გრადუსში მოტრიალდა და საპირისპირო მიმართულებით წავიდა. დროა გაჩერდეთ და დაფიქრდეთ. დიდი და მოულოდნელი ცვლილებების, ბედის არაპროგნოზირებადი მოვლენების დროა. მერკური მხოლოდ 2 იანვარს მოტრიალდება და მხოლოდ მაშინ შეძლებთ მშვიდად ამოსუნთქვას.

ანჯელა პერლი გაფრთხილებთ: ამ პერიოდში არ ღირს ახალი საქმის დაწყება, გადაიფიქრებთ! ბიზნესის გახსნა, ახალი კონტრაქტების გაფორმება და ნანატრი მოგზაურობაც გეგმის მიხედვით შეიძლება არ წავიდეს. ყველაზე სახიფათოა 13 დეკემბერი და 2 იანვარი, მობრუნების თარიღები. ამ დღეებში ყველაფერი გადაამოწმეთ! თუ თვითმფრინავი გაქვთ დაჯავშნილი, შეამოწმეთ თარიღები, ხელახლა გადახედეთ საბუთებს და წინასწარ მიდით აეროპორტში. ამ დღეს შესაძლოა ფრენა გაუქმდეს.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ რეტროგრადული მერკურის პერიოდში? “შეგიძლიათ ხელშეკრულებას ხელი ხელახლა მოაწეროთ, ხელახლა ჩააბაროთ გამოცდა, შვებულების ან ბიუჯეტის გეგმას გადახედოთ. კარგი დროა სწავლისთვის და დამატებითი ინფორმაციის შესაგროვებლად, მოკლედ, დასაფიქრებლად” – ამბობს სპეციალისტი.

რეტროგრადული მერკური იწონებს ყველაფერს, რაც წესრიგის დამყარებას, წარსული შეცდომების გამოსწორებას უკავშირდება. სახელშივე ჩანს, რომ წარსულის გადახედვას მოითხოვს. ამ მომენტში ჰორიზონტზე ხშირად ჩნდებიან ძველი ნაცნობები, ძველი გრძნობა, ძველი კლიენტები. კარგია შერიგება, შორეული ნათესავის ნახვა, რემონტის დასრულება, ურთიერთობის განახლება, ანტიკვარიატის ან მეორადი ნივთის შეძენა. ყველაფერი, რაც მომავალს და ახალს უკავშირდება, შორეულ უჯრაში შეინახეთ.

იმპულსურად არ იმოქმედოთ და ახალი ვარცხნილობა არ გაიკეთოთ. პლასტიკური ქირურგია და უძრავი ქონების შეძენა სხვა დროისთვის გადადეთ. დათვალიერება და არჩევა კარგია, ყიდვა – არა! შეგიძლიათ ჩაიტაროთ სამედიცინო გამოკვლევები, მაგრამ იმპლანტის ჩასმა ან თმის ახალ ფერში შეღებვა რეკომენდებული არაა. ანჯელა პერლი გირჩევთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ, რადგან რეტროგრადული მერკური ძველი ნივთების პოვნაში გვეხმარება. ეს შეიძლება იყოს დაკარგული საბუთები, სამკაულები და სხვა. ვნახოთ, რა სიტუაცია აქვს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს.

რეტროგრადული მერკური დეკემბერში

ვერძი

ვერძთან რეტროგრადული მერკური მე–10 სახლშია. ეს კარიერის და მუშაობის სახლია. ძველ სამსახურში შეიძლება მიგიწვიონ, ძველი სამსახურიდან კოლეგები შეიძლება გამოჩდნენ. გამორიცხული არაა, ზოგიერთმა ვერძმა პენსიაზე გასვლა ისურვოს, მაგრამ მას ცოტა ხნით დარჩენა სთხოვონ. მე–10 სახლი ყველაფერზე მაღლა დგას. დაელოდეთ, ახალ ამბებს უფროსისგან ან მამისგან, რადგან მე–10 სახლი მამის სახლიც არის. სერიოზული საუბარი იქნება. შეიძლება იპოვოთ მშობლის ხსენება ფოტოებში, საბუთებში ან წერილებში.

კურო

მე–9 სახლი – ყველა გაგებით განათლებას ეხება. სულიერი და ინტელექტუალური გამოწვევა გელით. ამ მომენტში შეიძლება ხელახლა ჩააბაროთ გამოცდები, სწავლა გააგრძელოთ ან მეორე ან მესამე განათლება მიიღოთ. თუ ვინმეს სხვებზე მეტად გაუმართლა მოგზაურობის მხრივ, კუროა. მე–9 სახლი ხომ მოგზაურობასაც ეხება.

ტყუპები

ფული, ფული, ფული! ამჯერად, მერკური ტყუპების მე–8 სახლშია, რომელიც ფინანსებს და ბიუროკრატიას უკავშირდება. გეგმის შეცვლა შეიძლება შეეხოს ბიუჯეტის განაწილებას, საბინაო ხარჯების ზრდას ან შემცირებას და ხელფასის ცვლილებებს. ძველი გადასახადები შეიძლება მოვიდეს. აუცილებელი არაა, რომ ფინანსური გადაბრუნების შუაგულში თქვენ აღმოჩნდეთ: შესაძლოა ეს იყოს თქვენი პარტნიორი ან ოჯახის წევრი.

კირჩხიბი

ისე მოხდა, რომ მერკური მე–7 სახლშია და კირჩხიბიც უმეტესად მოსიყვარულე და მგრძნობიარეა. ქორწილი, სიყვარული, პარტნიორები და ურთიერთობა უახლოესი მომავლის მთავარი პრიორიტეტებია, რადგან მერკური მე–7 სახლშია. ანჯელა პერლი პროგნოზირებს ყოფილ შეყვარებულთან შეხვედრას, რასაც დადებითი შედეგი მოჰყვება. ერთადერთი, რაზეც სიფრთხილე გმართებთ, დაპირებებია. ადამიანი, რომელიც პირობას იძლევა რეტროგრადული მერკურის პერიოდში, დიდი ალბათობით, სიტყვას არ შეასრულებს. გარდა ამისა, მე–7 სახლი ძველი მტრებიც არის. დიდი ალბათობით, მოისმენთ რაიმე ჭორს ან, პირიქით, მტერი თქვენზე ჭორებს გაავრცელებს.

ლომი
ლომისთვის მერკური ძველი პრობლემების გადაწყვეტად გადაიქცევა. მე–6 სახლი ჯანმრთელობის და რემონტის სფეროს წარმოადგენს. დროა ჩააბაროთ ანალიზები, ჩაიტაროთ გამოკვლევები, შეადგინოთ რეჟიმი ან ძველი დაავადების მკურნალობა დაიწყოთ. ლომი გლობალური გაგებით რემონტზე უნდა კონცენტრირდეს: ჯანმრთელობაზე იზრუნოს, სახლს მიხედოს, მცენარეები გადარგოს და ახლობლების განწყობაზე იზრუნოს.

ქალწული

ქალწულისთვის მერკური მე–5 სახლშია. ეს ბავშვების, სიყვარულის და ჰობის სახლია. თუ ბავშვის გაჩენას გეგმავთ, ამისთვის უკეთეს დროს ვერ იპოვით. თქვენი შვილებისგან ახალ ამბებს ელოდეთ. ეს შეიძლება იყოს სკოლის შეცვლა, უნივერსიტეტის პროგრამის შეცვლა ან ზრდასრული შვილების მოულოდნელი ვიზიტი. სავარაუდოდ, დეკემბერში გაგიტაცებთ ძველი ჰობი – სვიტერის ქსოვა, ხატვა, ცეკვის გაკვეთილები და სხვა.

სასწორი

სასწორისთვის რეტროგრადული მერკური უკავშირდება სახლს, ოჯახს და სამშობლოს გლობალური გაგებით. აი, ვის ექნება ულამაზესი რემონტი მომავალ წელს! კარგი დროა იჯარის ხელახლა გასაფორმებლად. მშობლების მონახულება კარგი იდეაა. განსაკუთრებით უნდა იზრუნოთ დედაზე – მის ცხოვრებაში დიდი ცვლილებები შეიძლება მოხდეს.

მორიელი

სწავლა და კომუნიკაცია დეკემბერი–იანვრის პერიოდში მორიელის პრიორიტეტებია. რეტროგრადული მერკური მე–3 სახლშია, ამიტომ ფესვებთან დასაბრუნებლად წარმატებულ გარემოებას ელოდეთ. ეს შეიძლება იყოს ოჯახთან, ძველ კომპანიასთან გაერთიანება, სწავლის გაგრძელება, თუ ეს პროფესია თქვენი მოწოდება იყო. და ბევრი კომუნიკაცია ხალხთან, რომელთაც კარგად იცნობთ – ბავშვობის მეგობრები, თანაკურსელები ან კლასელები, ძმები და დები. ასტროლოგი ანჯელა პერლი შეგახსენებთ, რომ მესამე სახლი ტექნიკას და ტრანსპორტს უკავშირდება. კარგი დროა, რომ ავტომობილი, სარეცხი მანქანა ან ძველი ტელეფონი გაყიდოთ.

მშვილდოსანი

კიდევ ერთი ნიშანი, რომელსაც ფინანსურ სფეროში ცვლილებები ელის. ხელფასი შეიძლება დაგვიანდეს (რეტროგრადულ მერკურს უყვარს ფინანსური ოპერაციების შეჩერება). ასტროლოგი გირჩევთ, საახალწლოდ შესრულებული ყველა შესყიდვის ქვითარი შეინახოთ. გადაფიქრების და საქონლის დაბრუნების რისკი არსებობს. დაბრუნება შეიძლება დეფექტის გამო მოხდეს. მოკლედ, მერკური გაცდუნებთ ბევრი დახარჯოთ იმაზე, რაც არ გჭირდებათ.

თხის რქა

მერკური თხის რქის ნიშანში ტრიალდება. ამრიგად, ამ ნიშნის წარმომადგენლები ცვლილებების ქარს ყველაზე ძლიერ იგრძნობენ. ამავდროულად, მოულოდნელობის ინიციატორი თავად იქნება. დეკემბერში დაპირების შესრულება, დროულად მისვლა ან აზრის მოკრეფა გაგიჭირდებათ. ქაოსი შემოვა თქვენს ცხოვრებაში და ყველა გეგმას აგირევს. ეს პირად და საქმიან ურთიერთობებს შეიძლება შეეხოს. გარდა ამისა, მერკური პირველ სახლშია. იმიჯის შეცვლის, ძველი ურთიერთობის, ძველი გვარის დაბრუნების ცდუნება დიდია. კარგია, რომ მერკური დაწყებული საქმის დასრულებაში დაგეხმარებათ. მაგალითად, ხელშეკრულებების გაფორმება, არქივიდან დოკუმენტების და სხვა საბუთების ამოღება.

მერწყული

გაწმენდა და დეტოქსი მე–12 სახლის ერთგული ატრიბუტია. დიდი ალბათობით, დროა სერიოზულად მიხედოთ ჯანმრთელობას, უარი თქვათ ალკოჰოლზე და თამბაქოზე, გაიწმინდოთ წიდებისგან. დეტოქსი გადატანითი მნიშვნელობითაც შესაძლებელია: რეტროგრადული მერკურის პერიოდში კარგია ტოქსიკური ადამიანების და ურთიერთობების მოშორება. სახლში სისუფთავის შენარჩუნება არ დაგავიწყდეთ. დროა, რამდენიმე ძველი ავეჯი ნაგავში მოისროლოთ.

თევზები

უახლოესი 2 თვე თევზებისთვის ოცნება სასარგებლოა. ისწავლეთ, აირჩიეთ, დაგეგმეთ მოგზაურობა ან ახალი სამუშაო პროექტები. რა თქმა უნდა, ეს გეგმები შეიძლება საკმაოდ არასტაბილური იყოს, თუმცა შთაგონების წყალობით სურვილებში გარკვევას შეძლებთ. მე–11 სახლი მეგობრების სახლია და ძველი წრიდან ვინმეს შეიძლება შეხვდეთ.

ანჯელა პერლის პროგნოზით, ჩვენ, ყველას ცვლილებები და მოულოდნელობები გველოდება. კარგი დროა, რომ შვებულება აიღოთ, რადგან რეტროგრადულ მერკურს უყვარს ცხოვრების შეჩერება. 21 იანვარს უკან დაბრუნდება და კარგ პოზიციაზე გადავა. მაშინ ასპექტი იუპიტერში, შესაძლებლობის და გამართლების პლანეტა, 120 გრადუსში იქნება. თუ რაღაც გრანდიოზულის გაკეთება გინდა, ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად კარგი დროა.