ბევრი ადამიანი შიშით და შფოთვით ხვდება ნაკიანი წელიწადის დადგომას. ყველა დროში სახიფათო და უბედურ წლად ითვლებოდა, მას მიაწერდნენ მოსავლის დეფიციტს, კონფლიქტებს, ომებს და სტიქიურ უბედურებებს. პაპარაცი გიამბობთ, როგორი წელი იქნება 2024, ნაკიანი თუ ჩვეულებრივი, და რა შეიძლება მოჰყვეს ამას.
2024: ნაკიანი თუ ჩვეულებრივი?
2024 ნაკიანი წელია თუ ჩვეულებრივი? პასუხი – ნაკიანი! ეს ნიშნავს, ძალაში შედის ცრურწმენების და ასტროლოგიური პროგნოზების საოცარი ნარევი. ძველად სჯეროდათ, რომ ნაკიან წელიწადში არ შეიძლება დიდი შესყიდვების განხორციელება, ქორწილის გადახდა და ახალი საქმის დაწყება. სარგებელი სწრაფად გახდება გამოუსადეგარი ან ბევრ პრობლემას მოიტანს. ასტროლოგები ერთხმად ამბობენ: 2024 წელი ჩვენგან მოითხოვს მთელ ძალას და მოთმინებას.
ზედმეტად რომ არ ინერვიულოთ და იცოდეთ, რა გააკეთოთ ამა თუ იმ სიტუაციაში, გიზიარებთ ხალხური ნიშნების და რეკომენდაციების ნაკრებს ნაკიანი წელიწადისთვის. მნიშვნელოვანია, რომ შიში და ნეგატივი თქვენს ცხოვრებაში არ შეუშვათ. იცოდეთ, რა შეიძლება მოხდეს და როგორ გაუმკლავდეთ.
ნაკიანი წლის აკრძალვები: სახლი და კარიერა
2024 წელი ახალ ბინაში გადასასვლელად, სახლის საყიდლად ან ასაშენებლად საუკეთესო დრო არაა. საცხოვრებელი შეიძლება გამოვიდეს არაკომფორტული, დაიწვას ან მეტი დრო და ფული დაგიჯდეთ, ვიდრე ელოდით. ეს აბანოს მშენებლობასაც ეხება.
ახალმა ავეჯმა დიდხანს რომ გაძლოს, არ შეიძინოთ შვიდიანის შემცველ რიცხვებში (7, 17, 27). მომავალ წელს ღუმელი ან ბუხარი არ შეცვალოთ, რომ ოჯახური ბედნიერება არ დაინგრეს.
მარტივი შელოცვა შემოსასვლელ კართან დაგიცავთ ხანგრძლივი მოგზაურობის დროს: “როცა ზღურბლს ვტოვებ, სახლში ვბრუნდები. ამინ!” ამის შემდეგ შიშისა და წუხილის გარეშე გაეშურეთ თავგადასავლებისკენ.
წინა სამსახური არ დატოვოთ – ახალ ადგილას ბევრი პრობლემა და უსიამოვნება იქნება. თუ მაცდური შეთავაზებაა, 2023 წლის ბოლომდე განხორციელება მოასწარით ან ახალი კარიერისკენ გზა უკვე 2025 წელს დაიწყეთ. 2024 წელს დაწყებული ბიზნესი ზარალს მოგიტანთ, თუნდაც ყველაფერი დეტალურად გათვლილი გქონდეთ.
მომავალი წელი ტვირთად დააწვება მას, ვისაც შეცვლა არ სურს. მზად იყავით ცვლილებებს მოქნილად უპასუხოთ, ახალი ცოდნა მიიღოთ და უნარები განავითაროთ. დაე, კურსები, სემინარები, კონფერენციები და ახალი ენების შესწავლა თქვენი საუკეთესო მეგობრები გახდნენ. ყოველთვის გქონდეთ გეგმა ბ, თუ მოულოდნელად რამე არასწორად მოხდება.
ქორწილი, ბავშვები და ურთიერთობა
ტრადიციულად, ქორწილი ნაკიან წელიწადში აკრძალულია. თუმცა თუ გულის ხმა ძლიერია, ქორწილამდე გზა გაწმინდეთ შემდეგი სიტყვებით: “გვირგვინი აგვირგვინებს და არა ნაკიანი ბოლო”.
თუ 2024 წელს ოჯახს ბედნიერება მატება ელოდება, ნათლიები სისხლით ნათესავებს შორის მოძებნეთ. პატარას პირველი კბილის გამოჩენა ხმაურიანად არ აღნიშნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კბილების პრობლემები შეგექმნებათ. ორსულმა ქალმა მშობიარობამდე თმა არ უნდა შეიჭრას, რომ მომავალ ბავშვს ძალა და ჯანმრთელობა არ წაართვას.
განქორწინებამ სულსა და ბედში ცუდი კვალი რომ არ დატოვოს, ეკლესიაში წაიღეთ ახალნაყიდი პირსახოცი და იატაკის საწმენდად მიეცით. თქვენთვის გულში თქვით: “ვაძლევ ძღვენს ნაკიან წელიწადს. გთხოვ, ჩემო ანგელოზი, დადექი ჩემ გვერდით” და სამჯერ გაიმეორეთ “ამინ”.
ნიშნები ამბობს, რომ ახალი სიყვარული ნაკიან წელიწადში არ იქნება ხანგრძლივი და ბედნიერი. ხშირი კამათი და ღალატი წყვილის მეგზური გახდება.
ნიშნები და ყოველდღიურობა
გაიგონეთ ძაღლის ან მგლის ყვირილი? თქვით შემდეგი სიტყვები: “წადი, იყეფე, მაგრამ არა ჩემს სახლში. ამინ!”. ფრინველის დაკვლისას ყოველი მესამე დაკლული ახლობელს მიეცით ან ქველმოქმედებას გადაეცით.
მცენარის დარგვისას თქვით: “ნაკიან წელიწადში ვრგავ, სიუხვეს და სიმდიდრეს ვამრავლებ”. სამწუხარო ამბავი სოკოს მკრეფავებისთვის: 2024 წელს სოკოს შეგროვება და მომზადება არ ღირს. ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკია.
გაისმა პირველი ჭექა-ქუხილი? თითები სწრაფად გადააჯვარედინეთ და თქვით: “მთელი ოჯახი ჩემთანაა”. შემდეგ ჩამოთვალეთ იმ ადამიანების სახელები, ვისთან ერთადაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ, ვინც გიყვართ და აფასებთ. დაასრულეთ შელოცვა სიტყვით “ამინ”.
გვერდი აუარეთ ტაძარს, სადაც პანაშვიდი ტარდება. განსაკუთრებით, თუ ორსულად ხართ ან პატარა ბავშვი გყავთ. ასე ნეგატივის შემოდინებისგან თავს დაიცავთ. ასევე წინასწარ არ შეიძინოთ დაკრძალვის ატრიბუტები (შარფი, პირსახოცი), რომ უბედურება არ მოიზიდოთ.
საშობაო სიმღერები ცხოველის და უწმინდური ძალების ფორმაში აკრძალულია. ითვლება, რომ ადამიანმა მისი გამოსახულების თვისებები შეიძლება მიიღოს. აკრძალულია შინაური და სხვა ცხოველების გაცვლა–გაყიდვა.
ნაკიან წელიწადში ორშაბათობით აბანოში წასვლა იღბლის გაცემის ნიშანია.
მთავარი რჩევა 2024 წლისთვის
ნაკიანი წელიწადი თქვენგან მოითხოვს ძალების მოკრეფას და ჩვენებას, რას წარმოადგენთ. იყავით ყურადღებით, ფრთხილად, უპირატესობა მიანიჭეთ რაციონალურ დასკვნებს და არა ემოციებს. სამსახურზე და თვითგანვითარებაზე განეწყვეთ: ეს ყველაფერი ფეხზე დადგომაში დაგეხმარებათ. რთული, მაგრამ შესანიშნავი დროა, რომ მომავალი წლებისთვის ძლიერი საძირკველი ჩადოთ.