როგორ ბრაზდება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანი

1958

ჩხუბი ოჯახის ის უსიამოვნო ნაწილია, რომელსაც ვერსად გაექცევით. ალბათ, არ არსებობს წყვილი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უჩხუბია. სხვაობა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, თუ ეს ჩხუბი როგორ ხდება. ზოგს ნამდვილი დრამის მოწყობა უყვარს, ზოგიც კი კონფლიქტის თავიდან აცილებას ცდილობს. ასტროლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ყველაფერი ზოდიაქოს ნიშანზეა დამოკიდებული.

დღეს გიამბობთ, თუ როგორ იქცევა ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანი ოჯახური კამათის დროს და როგორ უნდა გააკონტროლონ ემოციები.

როგორ გავაკონტროლოთ ემოციები

ვერძი – აგრესია

ემოციების გაკონტროლება ვერძს არ ეხება. მათთან ოჯახური კამათი ყოველთვის ხმამაღალია. ის განრისხებული ხდება და დაუყონებლივ ახსნა-განმარტებას ითხოვს. ასეთ მომენტში სჯობს არ ეჩხუბოთ, მაგრამ გაჩუმებაც კარგი ვარიანტი არაა. სჯობს ყველაფერი მშვიდად გაარკვიოთ, თქვენი აზრი ყვირილის და შეურაცხყოფის გარეშე გადმოეცით.

ემოციების ბობოქარი გამოხატვა ვერძს კიდევ უფრო იწვევს, შემდეგ კი მის გაკონტროლებას ვერავინ შეძლებს. სჯობს მოუსმინოთ და ბრაზისგან დაცლა აცადოთ, ასე კამათს ისევე სწრაფად მორჩებით, როგორც დაიწყო.

კურო – მოთმინება

კუროსთან ჩხუბი წარმოუდგენლად რთულია. მაშინაც კი, თუ რაიმე პრობლემა არსებობს, კურო მაინც დიდხანს ჩუმად იქნება და რაიმეს განხილვაზე უარს იტყვის. ბრაზს ხშირად იგროვებს და ერთ მომენტში ყველაფერს პარტნიორზე ანთხევს. ასეთ დროს სჯობს პარტნიორი ჩუმად იყოს და ყველა ეს შეურაცხყოფა გულთან ახლოს არ მიიტანოს.

კამათის შემდეგ კურო მშვიდდება და მეტად აღარ ბრაზდება. როცა კურო დამშვიდდება, უსიამოვნო საუბარს თავად დაუბრუნდება და ყველაფერს მშვიდად გადაწყვეტს.

ტყუპები – კონფლიქტების თავიდან აცილება

კონფლიქტები და ტყუპები ერთმანეთისგან ძალიან შორს არიან. მათ ხმამაღალი კამათის წამოწყება შეუძლიათ, მაგრამ ეს საერთოდ არ უყვართ. ჩხუბის და კონფლიქტის თავიდან აცილებას ბოლო წუთამდე ეცდება. ათას ერთ გზას იპოვნის, რომ სერიოზულ საუბარს თავი დააღწიოს.

თუ ტყუპებთან კონფლიქტის მოგვარება გსურთ, სჯობს მშვიდად ესაუბროთ. ხმამაღალი ჩხუბი კარგით არაფრით არ დასრულდება.

კირჩხიბი – გაუთავებელი დრამა

კირჩხიბი ძალიან ბუტია და მგრძნობიარეა, ამიტომ მასთან ჩხუბი გარდაუვალია. მათ ჩაციკვლა და წვრილმანიდან სკანდალის შექმნა შეუძლიათ. მაშინაც კი, თუ დამნაშავე თავად არის, ჩხუბი პარტნიორის დადანაშაულებით დასრულდება. კირჩხიბი 5 წლის წინანდელ წყენას გაგიხსენებთ და ისეთ სპექტაკლს მოაწყობს, რომელიც ჯერ კიდევ არ გინახავთ.

ამას სერიოზულად არ უნდა მოეკიდოთ. პარტნიორს მოთმინების მოკრება მოუწევს, რომ მის სიტყვებზე რეაგირება არ მოახდინოს და პროვოკაციას არ წამოეგოს. სამაგიეროდ, დამშვიდებული კირჩხიბი შესარიგებლად ნაბიჯს პირველი გადმოდგამს.

ლომი – დომინირება

ლომი ასანთის ღერივით ინთება. ერთი სიტყვა საკმარისია, რომ კონფლიქტში ჩართოთ. ამის შემდეგ პარტნიორზე უამრავი შეურაცხყოფა და პრეტენზია გადმოდის. ამასთან ეს ყველაფერი იმპულსურად ხდება: ყვირილით, უხამსი სიტყვებით და გატეხილი თევშებით. ლომთან კამათის შესახებ მეზობლებმაც კი იციან.

თუმცა ეს მრისხანება ისევე სწრაფად მთავრდება, როგორც იწყება. ის მშვიდდება, ჩუმდება და შეგიძლიათ კონსტრუქციული საუბარი დაიწყოთ.

ქალწული – თვითჩაძიება

ქალწულთან ჩხუბი რთულია, რადგან ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებს. მას ხმამაღალი ჩხუბი და სკანდალი არ ახასიათებს. ცდილობს ურთიერთობა დელიკატურად და მშვიდად გაარკვიოს. ყველაზე უმნიშვნელო ჩხუბიც კი გულთან ახლოს მიაქვს და შემდეგ თითოეულ სიტყვაზე დიდხანს ფიქრობს.

ქალწულს გული რომ არ ატკინოთ, სიტყვები სწორად უნდა შეარჩიოთ. წინააღმდეგ შემთვევაში შეიძლება ჩაიკეტოს და ხმა აღარ გაგცეთ. ეს შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს. ქალწული შესარიგებლად ნაბიჯს პირველ დგას და ბოდიშს იხდის იმის გამო, რაც არ ჩაუდენია.

სასწორი – სამართლიანობა

სასწორი ურთიერთობის გარკვევას სერიოზული მიზეზების გარეშე არ იწყებს. მას ნებისმიერი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების უნარი აქვს. მაშინაც კი თუ კამათობს, ამას დელიკატურად აკეთებს, რომ პარტნიორს შეურაცხყოფა არ მიაყენოს. თუმცა ეს მანამ, სანამ ყველაფერი სამართლიანადაა. თუ პარტნიორი კეთილსინდისიერად არ იქცევა, სასწორი ამას არ მოითმენს.

სასწორი მიყენებულ ტკივილს არ გაპატიებთ, შეურაცხყოფა კი შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე ახსოვდეს. ამის გამო პარტნიორს ხშირად ადანაშაულებს, თუ გული ძალიან ატკინეს. კონფლიქტის დასრულება საკმაოდ მარტივია: უბრალოდ გულწრფელად ბოდიში მოიხადეთ.

მორიელი – მეტი კონფლიქტი კონფლიქტის ღმერთს

მორიელებს კონფლიქტის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. ის ჩხუბის მიზეზს ყველაზე პატარა წვრილმანშიც კი იპოვის. მას შეუძლია ყველა მეზობელს ეჩხუბოს. სკანდალების გარეშე მისი ცხოვრება მოსაწყენი გახდება. ამის გარეშე მოწყენილია. კარგი ჩხუბი ორთქლის გამოშვებაში ეხმარება.

სჯობს კონფლიქტურ სიტუაციებს მოერიდოთ. ეს ჩხუბი მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ მორიელის მოწყენილობა გაფანტოთ. ყველაფერი ხუმრობაში გადაიტანეთ, რომ მისი მორიგი მსხვერპლი არ გახდეთ.

მშვილდოსანი – სიცხადე

მშვილდოსანთან შეგიძლიათ მთელი ცხოვრება ჩხუბის და შეურაცხყოფის გარეშე გაატაროთ. ამისთვის საჭიროა, რომ ყველაფერში სიცხადე იყოს. მშვილდოსანს საიდუმლოებები არ უყვარს, სწორედ ეს კონფლიქტებს იწვევს. ასეთ დროს უბრალოდ განრისხებული ხდება და შეურაცხყოფას არ იშურებს.

მისი მიმართულებით აგრესიას ვერ იტანს. ნებისმიერ შეტევას პასუხს გასცემს და დამნაშავეს თავის ადგილას დროულად მიუჩენს.

თხის რქა – ლოგიკა

თხის რქას ჩხუბის დროსაც კი თავშეკავება და თავაზიანობა არ ავიწყდება. თავის აზრს ყოველთვის არგუმენტებით ამყარებს, ხმას არ უწევს და პარტნიორს უსმენს. თხის რქა ლოგიკაა, მას დესტრუქციული კონფლიქტები და ჩხუბები არ უყვარს. თუ საკითხს მშვიდად გადაწყვეტთ, ყველაფერი მშვიდობიანად და უკონფლიქტოდ დასრულდება.

მერწყული – ფარსი

მერწყული ნამდვილი მსახიობია. მათთვის სირთულეს არ წარმოადგენს კონფლიქტის არსიდან გამომდინარე დრამა ან კომედია ითამაშონ. მარტივად შეუძლიათ თავი განაწყენებულად ან გაბრაზებულად მოგაჩვენოთ. ეს მათი მეთოდია, რომ დამსახურებული სასჯელი თავიდან აიცილოს ან პარტნიორს ჭკუა ასწავლოს. მერწყული ეცდება რომ ყველა შეურაცხყოფა ხუმრობაში გადაიტანოს.

თევზები – წყენიაობა

თევზები წარმოუდგენლად ბუტია და დაუცველი არსებები არიან. შეიძლება პრეტენზიის წარმოთქმის დროს უხეშმა ტონმაც კი გაანაწყენოს. ასეთ შემთხვევაში საკუთარ თავში იკეტება და დიდხანს ჩუმადაა. შესარიგებლად ნაბიჯს პირველი არ დგამს, სამაგიეროდ სიყვარულს და სითბოს სიამოვნებით გამოეხმაურება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს