მარტივი პრაქტიკა, რომელიც რადიკალურად შეცვლის თქვენს ფინანსურ მდგომარეობას

0
132

ალბათ, ყველა ოცნებობს ფინანსური შესაძლებლობების გაზრდაზე. სიუხვეში ცხოვრება და არაფერზე უარის თქმა ძალიან მაგარია. მაგრამ ადამიანი ისე არის მოწყობილი, რომ საზღვარი არ იცის, გონივრულ საკმარისობას თითქმის ვერ გრძნობს. ადამიანისთვის ყოველთვის ცოტაა, უფრო მეტი უნდა. როგორ უნდა იპოვო სანუკვარი ბალანსი შესაძლებლობებსა და მოთხოვნილებებს შორის? დღეს პაპარაცი ამის შესახებ გიამბობთ.

პლანეტაზე მხოლოდ 10%–ია, რომელთაც მაღალი შემოსავალი და ყველაფერი აქვთ, რაზეც ოცნებობენ. დანარჩენი 90% საშუალო და დაბალი შემოსავლის დონეს მიეკუთვნება. რა განსხვავებაა ამ ადამიანებს შორის, რატომ აქვს ზოგს ყველაფერი, სხვებს თვიდან თვემდე თავი ძლივს გააქვს? უსასრულოდ შეგვიძლია ვისაუბროთ წარმატებული ადამიანის ფაქტორებზე. მისი გამართლების, უნარების, ცოდნის და საწყისი შესაძლებლობების შესახებ. ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს მატერიალური კეთილდღეობის მისაღწევად.

სიუხვეში ცხოვრება

შრომისმოყვარეობამ მაიმუნისგან ადამიანი შექმნა, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წარმატების მიღწევა. ევოლუციური პროგრესი ჩვენს დნმ–ში ჩადებულია და მთავარი მამოძრავებელია. მუდმივი სწავლა, წიგნების კითხვა და თავის სფეროში სასარგებლო ინფორმაციის მოძიება. ეს არის ის, რაც მდიდარს ღარიბისგან განასხვავებს. ტელევიზორის ან სასაცილო ვიდეოების ყურების წიგნის კითხვით ჩანაცვლება ფინანსურ კეთილდღეობასთან გვაახლოებს. უცნაურად ჟღერს? ზუსტად ის არის, რაც მუშაობს და ამის გამოყენება ყველას შეუძლია.

კიდევ ერთი განსხვავება მდიდარს და ღარიბს შორის მისი მადლიერი დამოკიდებულებაა. მდიდარი ადამიანი არასდროს ჩხუბობს ბაზარში ან ავტობუსის გაჩერებაზე, არ ეძებს დამნაშავეს თავის წარუმატებლობაში. პოლიტიკა და სახელმწიფო ორგანოები ხელს არ უშლის დასახული გეგმის განხორციელებაში. წყენაზე დროს არ ხარჯავს. თუ რაღაც არ გამოსდის, სიტუაციას აანალიზებს, დასკვნებს აკეთებს და წინ მიდის. წარმატებული ადამიანი ნებისმიერ მიღებულ გამოცდილებას აფასებს, ნეგატიურსაც. მდიდარ ადამიანსა და არც თუ ისე მდიდარ ადამიანს შრის მთავარი განსხვავება მისი აზრებია.

ჩვენი აზრები ჩვენს ცხოვრებას ქმნის. ეს უკვე მეცნიერულად დადასტურებულია. აზრები ქმნის ოცნებას, ხოლო ოცნება იქცევა სამოქმედო გეგმად. რაც უფრო დეტალურია თქვენი ოცნება, მით უფრო დეტალური იქნება მისი მიღწევის გეგმა. დღეს გიზიარებთ ძალიან მარტივ, მაგრამ ეფექტურ პრაქტიკას. ის დაგეხმარებათ თქვენი ოცნების სწორად და დეტალურად ჩამოყალიბებაში. დიდ დროს არ წაგართმევთ, მაგრამ უკვე 1 თვეში იხილავთ რეალურ ცვლილებებს თქვენს ცხოვრებაში. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, ყოველ დილით და ყოველ საღამოს თქვენს ოცნებაზე ფიქრია.

პრაქტიკა ოცნების ასახდენად

პრაქტიკის შესრულებისას მშვიდად და დაწყნარებული უნდა იყოთ, არავინ ხელი არ უნდა შეგიშალოს. დილით, გაღვიძებისას, ასევე საღამოს, ძილის წინ, მხოლოდ 2–3 წუთით წარმოიდგინეთ ოცნება ისე, თითქოს უკვე ახდა. თუ ოცნებობთ რაღაც ნივთის შეძენაზე, მაგალითად, ახალ ავეჯზე ან კაბაზე, წარმოიდგინეთ, როგორ იწონებთ თავს სარკეში ახალ კაბაში გამოწყობილი. წარმოიდგინეთ, როგორ შედიხართ ოთახში, სად დევს ის ავეჯი, რომელზეც ოცნებობთ. რა ფერისა, რა მასალის, როგორ არის განლაგებული. შეეცადეთ, თქვენი ოცნება მაქსიმალურად დეტალურად აღწეროთ.

ცოტა ხანში შეამჩნევთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა. ასე სამყარო თქვენი ოცნების ახდენაში გეხმარებათ. ახალი კაბის შესაძენად ფული თავისით არ მოვა. სამყარო ასე მოწყობილი არაა. მაგრამ თქვენ შემოგთავაზებენ ახალ პროექტს ან შემოსავლის ახალ წყაროს, რომელიც იგზავნება თქვენს ცხოვრებაში ოცნებების ასახდენად. არ გაუშვათ შესაძლებლობები, რომელსაც ცხოვრება გთავაზობთ, ისინი შემთხვევით არ მოდის.