მარტივი საახალწლო მენიუ, რომელიც გაახარებს სტუმრებს და დაეხმარება დიასახლისს ძალის დაზოგვაში

0
188

არ ვიცი, როგორ აპირებთ თქვენ, მაგრამ მინდა ახალი წელი ჩემს უახლოეს ადამიანებთან ერთად აღვნიშნო. მათთან ერთად მეტი დრო გავატარო ისე, რომ ძვირფასი სადღესასწაულო საათები რთული კერძების მომზადებაში არ დავხარჯო. უკვე დავიწყე რეცეპტების შეგროვება ინტერნეტიდან, რომ საჭირო პროდუქტების შესაძენად დრო მქონდეს. კარგია, რომ ამჯერად მარტივად ვიპოვე 2024 წლის საახალწლო მენიუ იუთუბზე, ალინა ფუდის კულინარიულ არხზე!

ყველაფერი, როგორც მე მინდოდა: რამდენიმე წასახემსებელი (ზოგი ნოყიერი გარნირად, ზოგი შესაცხელებელი), ერთი მთავარი კერძი (აუცილებლად ხორციანი), გამომცხვარი კარტოფილი და, რა თქმა უნდა, დესერტი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აუცილებელი არაა მაგიდა კერძებით გადაავსო. მე და ჩემი ოჯახის წევრები დავიღალეთ ტრადიციული საახალწლო კერძებით, მაგალითად, ოლივიეთი და ვინეგრეტით. სიახლე გვინდა.

მარტივი მენიუ 2024 ახალი წლისთვის

ხრაშუნა ფენოვანი ნაძვის ხეები

ეს ნაძვის ხეები ერთი ნახვით შემიყვარდა და უკვე გამოვაცხვე საცდელად. მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 შეფუთვა ფენოვანი უსაფუარო ცომი, 1 შეკვრა ბეკონი და 1 შეკვრა უკვე დაჭრილი ბუტერბროდის ყველი. საფუარის ცომიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ რამდენად ამოვა, ძნელი სათქმელია, ამიტომ არ გირჩევთ.

გაბრტყელებული ცომი ზოლებად დაჭერით. 1 ზოლზე ბეკონი და ყველი მოათავსეთ, მეორე ზემოდან დააფარეთ. ცომი ზიგზაგის სახით შამფურზე ააცვით და 200 გრადუსზე 15 წუთი აცხვეთ. გენიალურია, ასეა? რაც მთავარია, მარტივია.

ყველის ბურთები

ამ მსუბუქი წასახემსებლისთვის გახეხეთ 2 მდნარი ყველი, 2 მოხარშული კვერცხი, რამდენიმე კბილი ნიორი და ცოტა ხმელი ყველი. სწრაფი და მოსახერხებელია. მიღებულ ნაფშვენს მაიონეზი შეურიეთ და ყველის ბურთები გააკეთეთ.

ახლა კიბორჩხალის ჩხირები წვრილად გახეხეთ და მიღებულ ნაფშვენში ბურთები ამოავლეთ. ასევე კულინარიული ბლოგერი ალინა ფუდი, რომლისგანაც ეს რეცეპტი ვისესხე, გირჩევთ თითოეულ ბურთში ჩადოთ რაღაც საინტერესო. მაგალითად, მიტილუსი ან კრევეტი.

ტარტალეტები კიტრით და წითელი თევზით

წელს გადავწყვიტე დიეტური ტარტალეტების გაკეთება. ეს რეცეპტი შესაფერისია. კიტრის რგოლებიდან შუაგული ამოიღეთ (მაგრამ ძირი დატოვეთ), შემდეგ მდნარი ყველით გაავსეთ (ალინა ყველში ურევს დიჟონის მდოგვს და წვრილად დაჭრილ კამას) და მსუბუქად დამარილებული წითელი თევზის ნაჭრებით მორთეთ.

გაფორმების იდეაც კულინარიულ არხზე ვნახე. თევზი თხელ ლენტებად დაჭერით და ვარდივით დაახვიეთ. შემდეგ კიტრის ტარტალეტში ყველის საწოლზე სალათის ფოთოლთან ერთად მოათავსეთ. სუშზე და როლზე უკეთესი გამოდის!

კლასიკური ტარტალეტები სალიამით

თუ ყველის ნარევი დაგრჩათ, მოამზადეთ კლასიკური ტარტალეტები სალიამით და ჩერი პომიდვრით. ამისთვის ყველის ნარევს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კიტრის მწნილი. 2 ნაჭერი სალიამი ვარდივით დაახვიეთ და პირდაპირ ყველის მასაში ჩაარჭეთ. ზემოდან პომიდვრის ნაჭრები დაუმატეთ. ელემენტარული წასახემსებელი მზადაა!

ქაშაყი წასახემსებლად

კულინარიული ექსპერტი თვლის, რომ საახალწლო სუფრა ქაშაყის გარეშე წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ჭვავის პურის კვადრატებზე ქაშაყი დააწყოთ და წითელი ხახვის მწნილით გააფორმოთ, ძველებურად. კულინარიული ოსტატი გირჩევთ სერვირებაში ექსპერიმენტები ჩაატაროთ და ქაშაყისთვის მოამზადოთ მოხარშული კვერცხის, მწნილი წითელი ხახვის და მაიონეზის საწოლი. ქაშაყს ზემოდან შეგიძლიათ დაუმატოთ დიჟონის მდგოვი.

როლი „მწვანე დრაკონი“

სიმბოლურ გაფორმებას გვერდს ვერ ავუვლით – რულეტი დამდეგი წლის სიმბოლოს ფერში. მართალია, ვერ ვიპოვე მწვანე ლავაში, ამიტომ ჩვეულებრივისგან გავაკეთებ. ამისთვის ლავაშის მართკუთხა ნაჭერს წაუსვით მდნარი ყველი (ფილადელფიის მსგავსი), დაუმატეთ ნორის ფურცელი, შიგთავსად გამოიყენეთ მსუბუქად დამარილებული წითელი თევზი, ავოკადოს ნაჭერი და მდნარი ყველი. ავოკადო შეგიძლიათ შეცვალოთ კიტრით, თევზი – კრევეტით ან კიბორჩხალის ჩხირით. რულეტი მაცივარში მინიმუმ 1 საათით უნდა გააჩეროთ, რომ ფორმა კარგად შეინარჩუნოს.

მარტივი მენიუ 2024 ახალი წლისთვის და ბოსტნეულის დაფა

დამეთანხმეთ, ასეა თუ ისე, სუფრაზე აუცილებლად ვდებთ მწვანილს, ბოსტნეულს და სხვადასხვა მწნილს. ბოსტნეულის ასორტზე უარი არ თქვათ. ეს შეიძლება იყოს შემწვარი ბადრიჯანი, კიტრი–პომიდორი, წითელი და ყვითელი ბულგარული წიწაკა. დაფა საინტერესოდ და გემრიელად რომ გამოიყურებოდეს, ნებისმიერი საკაზმი შეგიძლიათ შემატოთ. მაგალითად, ბალზამიანი ძმრის სოუსი ზეითუნის ზეთით ან მაიონეზის სოუსი ნივრით.

გამომცხვარი კარტოფილი

კარტოფილის ასეთი რეცეპტი პირველად ვნახე! ერთი სული მაქვს, როდის გამოვცდი. გამოსაცხობად აიღეთ ლამაზი ღრმა ჭურჭელი და მასში დაჭრილი კარტოფილი მოათავსეთ. კარტოფილის ნაჭრებს წინასწარ წიწაკა, მარილი და სანელებლები გემოვნებით მოაყარეთ. ზემოდან შემწვარი ხახვის, სტაფილოს და მდნარი ყველის ნარევი დაუმატეთ. მასში, თითქოს ველს ქმნით, ქამა სოკოები ჩაარჭეთ ისე, რომ მათ გარდა სხვა არაფერი ჩანდეს. სოკოს ქუდებს ზეთი წაუსვით, მარილი მოაყარეთ. ამის შემდეგ 1 საათი ღუმელში აცხვეთ. ძირნაყოფი ერთდროულად სოკოში და ყველის სოუსში ჩაშუშდება.

ძირითადი კერძი – ღორის ხორცი

ამ კერძისთვის ცხიმიანი კისერი აიღეთ. სტეიკებად დაჭერით, მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ. ასევე კარგია ქინძის და ხმელი ნივრის დამატება. სტეიკები მშრალ ტაფაზე შეწვით და საცხობ ფორმაზე დააწყვეთ, ზემოდან დიჟონის მდოგვი მოაყარეთ. წარმოიდგინეთ, რა გემრიელად იხრაშუნებს!

თითოეულ სტეიკს დაადეთ 2 რგოლი ანანასი, რგოლში წინასწარ ჩალბობილი უკურკო შავქლიავი (ან მსხვილი ქლიავი) ჩადეთ. ახლა გახეხილი ყველი მოაყარეთ და ღუმელში 200 გრადუსზე 20 წუთი აცხვეთ.

დესერტი მანდარინით

დღესასწაული დესერტის გარეშე? წარმოუდგენელია. წელს რაღაც ფერადი და ციტრუსის მინდა. სწორედ ამიტომ, მანდარინის ნაჭრებით 2 ნაღების ჟელეს გავაკეთებ. ამისთვის ათქვიფეთ არაჟანი, ჟელატინი, ვანილის შაქარი, შესქელებული რძე და ლიმონის წვენი, შემდეგ მანდარინის ნაჭრებს დაასხით. პორციული ფორმები გამოიყენეთ. ამის შემდეგ მაცივარში შეინახეთ. რამდენიმე საათში დესერტი მზად იქნება. ყველაზე მეტად მომწონს, რომ არაფერს გამოცხობა არ სჭირდება.

სხვათა შორის, დესერტის სერვირება საინტერესოდ შეგიძლიათ. აიღეთ ღრმა ფორმა და შამფურზე აცმულ მანდარინები მასში ჩააწყვეთ. შემდეგ ჟელე დაასხათ და მომზადებას დაელოდეთ. ასეთი დესერტი გაჭრილი საოცრად გამოიყურება.

უკვე დავწერე, რას და რასთან ერთად მოვამზადებ. კარტოფილს და ხორცს ერთად გამოვაცხობ. დესერტით დავიწყებ, რომ ნამდვილად მოესწროს მომზადება. წასახემსებლებს მოვამზადებ, სანამ ძირითადი კერძი ცხვება. ყველაფერს, ნაძვის ხეების გარდა – მათ ღუმელში ყველაზე ბოლოს მოვათავსებ ან საერთოდ სტუმრების მოსვლის შემდეგ. მიყვარს, როცა ფენოვანი ცომი ახალი და თბილია. ასე გამოიყურება 2024 წლის მარტივი საახალწლო მენიუ. ვუყურებ და უკვე მოუთმენლად ველოდები დღესასწაულს.